in

ტრაგიკომედია BlackBerry-ის ფილმში

როგორც ამბობენ, BlackBerry-ს აქვს ყველაფერი, რაც Apple-ის Tetris-ის ფილმს აკლდა — რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული ადამიანური დრამა, რომელსაც ამბის სიმძაფრისთვის არც საოცარი სთორითელინგი სჭირდება. ერთი შეხედვით, ბლექბერის დაცემის ისტორია არც ისე მიმზიდველი შეიძლება ჩანდეს, მაგრამ ფილმის ბრწყინვალება რეჟისორ მეტ ჯონსონში იმალება, რომელიც მეთიუ მილერთან ერთად ამის თანაავტორიც იყო. 

აქ ორ ძალიან განსხვავებულ ადამიანს შეხვდებით: RIM-ის ერთ-ერთ ხელმძღვანელ მაიკ ლაზარიდისს, რომელიც ასევე ინჟინერიის გენიოსი იყო და ჯიმ ბალსილს, მუდმივად გაბრაზებულ ბიზნესმენს — მობილური ინდუსტრია ერთად ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მართეს, შემდეგ კი გაჩნდა iPhone, რამაც ბედის ბორბალი მათ წინააღმდეგ დაატრიალა…

ზუსტად ისე, როგორც წარსულში არსებულ გიგანტებს დაემართათ… აქ ის მოხდა, რაც დიდ და წარმატებულ კომპანიებს მოსდით ხოლმე, როცა ისინი არსებული პროდუქტების გამეორებასა და მომხმარებლების კმაყოფილებაზე სრულად ფოკუსირებულნი არიან. ერთი შეხედვით, ეს ცუდი არ არის, მაგრამ ტოვებს სივრცეს სხვებისთვის, რათა განავითარონ რაღაც რევოლუციურად — ისე, როგორც მოქმედ გიგანტებს არასდროს წარმოედგინათ.

ზუსტად ასე მოხდა, როცა ბაზარზე Apple-ის iPhone გამოჩნდა — ანუ, როცა ტექნოლოგიურ სამყაროში ბირთვული ბომბი გაჩნდა. ფილმშიც ვხედავთ, თუ როგორ უყურებს ლაზარიდისი გუნდთან ერთად სტივ ჯობსის iPhone-ს… მიუხედავად იმისა, რომ ისიც არ იყო რევოლუციური ინოვაციებისგან შორს, ფიქრობდა, სტივ ჯობსის იდეა არ იმუშავებდა. თუნდაც იმიტომ, რომ საკმაოდ ძვირი ღირდა, არც ფიზიკური კლავიატურა ჰქონდა და ვის უნდა მონდომებოდა?! თუმცა როგორც აღმოჩნდა, დიდი ეკრანი, App Store და რევოლუციური OS სენსორული კლავიატურით ყველას უნდოდა.

თუ 1999 წელს BlackBerry-იმ მომხმარებლებს მუდმივად დაკავშირებული სამყარო შესთავაზა, ანალოგიურად დაჰპირდა iPhone, რომ ინტერნეტის მთლიან ძალაუფლებას მათ ჯიბეებში მოათავსებდა… ასეთ რეალობამდეც მივედით: 2010 წელს BlackBerry გლობალური სმარტფონების ბაზრის წილის 20%-ს ფლობდა, 2017-ში კი 0%-ს… ამიტომ, ადამიანებისთვის, რომლებსაც არ ახსოვთ ბლექბერის აღმავლობის პერიოდი, ეს ფილმი ნამდვილად ღირებული ისტორიული გაკვეთილი უნდა იყოს.

დაბოლოს, ყველაზე შთამბეჭდავი ის არის, რომ Research in Motion-ის ამბავს იგი მეტად მიმზიდველ დრამატულ ფორმას აძლევს: გენიოსის აღზევება, მტრების დამარცხება და დაცემა — ეს სამუდამოდ შეცვლის იმ გზას, რომლითაც ბლექბერის უყურებთ. 

ველოდოთ თუ არა Audi RS6-ის განახლებას 2024 წლისთვის?

Samsung-ის ტელევიზორები — 17 წელი გლობალური ლიდერის პოზიციაზე!