9
აგვ
2018

მატარებელი, რომელიც თვითმფრინავად გარდაიქმნება – UPDATE

9 აგვ 2018

veon
veon


გაიცანით AKKA-ს ახალი ტექნოლოგიური პროდუქტი – მატარებელი, რომელსაც თვითმფრინავად შეუძლია გარდაქმნა. ფრთებსა და ძრავს მგზავრებით სავსე “მატარებელი” უკავშირდება. საერთო ჯამში, საფრენი აპარატის სიგრძე: 34 მეტრია, სიგანე – 49 მ, სიმაღლე – 8.2 მ. დატვირთული თვითმფრინავის მაქსიმალური მასა 70 000 კგ-ია, იტევს 162 სამგზავრო ადგილს, რომელთა მოხსნაც შესაძლებელია და განკუთვნილია შედარებით მოკლე მანძილზე გადაადგილებისთვის. თუმცა, ეს არ არის პირველი კონცეპტი, როდესაც გამომგონებლებმა მატარებლის თვითმფრინავად გარდაქმნა სცადეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს, ჯერჯერობით კონცეფციაა, საზოგადოებისა და კომპანიების დაინტერესება უკვე გამოიწვია.

 

განხილვა