in

როგორ ვივარჯიშოთ, AI ხელსაწყოების უკეთ გამოსაყენებლად?

უამრავი სტატია არსებობს იმის შესახებ, თუ როგორ გამოვიყენოთ გენერაციული ხელოვნური ინტელექტი (gen AI) პროდუქტიულობის გასაუმჯობესებლად, განმეორებადი დავალებების ავტომატიზაციისთვის, შეხვედრებისა და მომხმარებლებთან ურთიერთობების შესაჯამებლად და ინფორმაციის სინთეზისთვის. ბევრ ციფრულ ხელსაწყოს უკვე აქვს ინტეგრირებული AI „კოპილოტები“, რომლებიც ავტომატურად აუმჯობესებენ წერას, კოდირებას, დიზაინს, შემოქმედებას და ნებისმიერ საქმეს, რაზეც მუშაობთ. მაგრამ გენერაციული ხელოვნური ინტელექტი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ იმის გაუმჯობესება ან დაჩქარება, რასაც უკვე ვაკეთებთ.

გენერაციული AI ეყრდნობა NLP-ს, რათა აღიქვას ბრძანება და შექმნას შესაბამისი შედეგები. ეს არის ძირითადად ნიმუშების ამოცნობა და შედეგის ინსტრუქციების საფუძველზე მოწოდება. ეს მიდგომა შეესაბამება ჩვენი ტვინის საწყის რეჟიმს: ნიმუშების ამოცნობას და ეფექტურობის ძიებას, რომელიც უპირატესობას ანიჭებს მოკლე, პირდაპირ ბრძანებას დაუყოვნებელი, პროგნოზირებადი შედეგების მისაღებად.

თუ ადამიანების უმეტესობა ასე იყენებს gen AI-ს, მაშინ ჩვენ უნებურად ვქმნით ახალ სტატუს-კვოს იმ კუთხით, თუ როგორ ვმუშაობთ და ვქმნით. ჩვენი გონების გავარჯიშება იწყება აზროვნების ცვლილებით – AI-ს არა როგორც უბრალოდ ინსტრუმენტად აღქმით, არამედ პარტნიორად დანახვით.

არსებობს გამონათქვამი, რომელიც ალბათ ბევრჯერ გაგიგონიათ და კიდევ ბევრჯერ გაიგონებთ: „AI არ წაგართმევთ თქვენს სამსახურს, მაგრამ წაგართმევენ ადამიანები, რომლებიც იყენებენ AI-ს.”

AI საშუალებას გაძლევთ, ის, რასაც დღეს აკეთებთ აქციოთ უფრო ეფექტურად, მასშტაბურად, და მეტად ავტომატიზებულად. უფრო მეტიც, AI სუპერძალას ჰმატებს თქვენს შესაძლებლობებს, რათა მარტივად გააკეთოთ ის, რაც გუშინ ვერ შეძელით, გააუმჯობესოთ თქვენი პროდუქტიულობა. სწორედ ეს ნაწილი მოითხოვს წარმოსახვას, კრეატიულ და განმეორებით ვარჯიშს და მზაობას გასცდეთ თქვენს კომფორტის ზონას.

გათავისუფლდით სწორხაზოვნებისგან

AI სიცოცხლეს მაშინ იძენს, როდესაც ქმნით რაღაც უნიკალურს, რაღაცას, რაც ვერ მიიღწეოდა ადამიანისა და მანქანის თანამშრომლობის გარეშე. მაგალითად, შეიძლება გქონდეთ იდეა კონკრეტული მაკარონის კერძის შესახებ ვახშმისთვის, მაგრამ სახლში არ გაქვთ ყველა ინგრედიენტი და არც მოტივაცია – ეწვიოთ მაღაზიას ყველაფრის საყიდლად. ადამიანისა და AI-ის თანამშრომლობამ შეიძლება მიგაღწევინოთ ახალ შედეგებს, რომლებიც სხვაგვარად არ ვერ დადგებოდა.

ერთი გზაა გაუზიაროთ gen AI-ს ის ინგრედიენტები, რაც გაქვთ: „მაქვს ორი წითელი პომიდორი, ქათმის მკერდი, ზეითუნის ზეთი, მარილი და თეთრი ხახვი. რა რეცეპტების განხილვა შემიძლია ორი ადამიანისთვის ვახშმის მოსამზადებლად დღეს საღამოს?“

არა მხოლოდ ალტერნატიული იდეები გაჩნდება მომენტალურად, არამედ მარტივად შესასრულებელი რეცეპტებიც იქნება მოცემული.

თუ შედეგებით 100% კმაყოფილი არ ხართ, შეგიძლიათ სთხოვოთ იდეების ხელახლა გენერირება ან წარმართოთ უფრო კონკრეტული დეტალებით ან ნიუანსებით, მაგალითად, მოითხოვოთ რეცეპტები X რაოდენობის კალორიების ქვემოთ, მხოლოდ გამოსაცხობი ან ჰაერის ფრიტიურის რეცეპტები და ა.შ.

ასევე შეგიძლიათ სახალისო გზებით ექსპერიმენტირება. ეს უფრო კრეატიულ შედეგს გვაძლევს. მაგალითად, დაამატეთ დეტალები, როგორიცაა ქვეყანა ან რეგიონი, სტილი, მომზადების დრო ან ცხოვრების სტილის პრეფერენციები. ან გადადით შემდეგ დონეზე და მოითხოვეთ რეცეპტები, რომლებიც დაგეხმარებათ საკვების მომზადებაში თქვენი საყვარელი ცნობილი შეფ-მზარეულის სტილში, ნებისმიერი საუკუნიდან. შემდეგ სთხოვეთ შეფისგან პირადი შენიშვნა თქვენს მოტივირებასა და დახმარებისთვის, და voilà, შეფის კოცნა. უცებ gen AI ხდება თქვენი პირადი კულინარიის ქოუჩი.

აზრი აქ ისაა, რომ კრეატიულად იფიქროთ თქვენს ინტერაქციებზე, ივარჯიშოთ საკუთარი კონვენციების გამოწვევით იმის შესახებ, თუ როგორ ფიქრობთ, რომ gen AI უნდა მუშაობდეს, და ასევე შედეგებზე, რომლებიც თქვენი აზრით მოსალოდნელი ან შესაძლებელია.

ყოველდღიური „საძიებო ბრძანებების“ პრაქტიკა

დაიწყეთ ყოველი დღე ღია კითხვით, რომელიც გიბიძგებთ იფიქროთ მასშტაბურად. შეგიძლიათ ცადოთ: „რა ტენდენციებს ან შესაძლებლობებს ვერ ვხედავ ჩემს ინდუსტრიაში?“ ან „როგორ შემიძლია სრულიად გადავხედო ჩემს მიდგომას ძირითადი გამოწვევის მიმართ?“

ჩამოაყალიბეთ ბრძანებები „რა იქნებოდა, თუ“ და „როგორ შეგვიძლია“ კითხვების გარშემო

პირდაპირი კითხვების ნაცვლად, გამოიყენეთ ბრძანება ღია შესაძლებლობებით. მაგალითად, ცადეთ „რა იქნებოდა თუ პროდუქტიულობას განსხვავებული გზით მივუდგებოდი – როგორი იქნებოდა ის?“

ორაზროვნება ბრძანებაში

ბრძანების ზუსტი საბოლოო მიზნის გარეშე საშუალებას აძლევს AI-ს შექმნას პასუხები, რომლებმაც შეიძლება გაგვაოცოს. ბრძანება, როგორიცაა „რას შეიძლება ვუყურებდე გვერდიდან ჩემს მიდგომაში X-ის მიმართ?“ ხსნის კარს ისეთი ხედვისკენ, რაზეც არც კი გვიფიქრია.

გამოიყენეთ ბრძანება კვლევისთვის და არა გადაწყვეტისთვის

ბევრი ბრძანება ფოკუსირებულია გადაწყვეტებზე. კვლევის გზით წასვლა საშუალებას იძლევა უფრო ღრმა შეხედულებების გენერირებისთვის.

იფიქრეთ მეტაფორულად

ბრძანებებში მეტაფორის ან ანალოგიის გამოყენება ხსნის კრეატიულ გზებს. მაგალითად, ნაცვლად იმისა, რომ ითხოვოთ პროდუქტიულობის რჩევები, უთხარითAI-ს: „შეხედე პროდუქტიულობას, როგორც ცეკვას – როგორ შეიცვლებოდა ჩემი მიდგომა?“

მოითხოვეთ პერსპექტივა, ფაქტების მიღმა

სთხოვეთ AI-ს გადმოგცეთ სხვადასხვა პერსპექტივა, რათა გააფართოოს კრეატიული შესაძლებლობები გაუთვალისწინებელი შედეგებისთვის. მაგალითად, „როგორ მიუდგებოდა ხელოვანი, მეცნიერი და ფილოსოფოსი ტექნოლოგიებით მართულ სამყაროში ლიდერობის გამოწვევას?“

წყარო: HBR



AI კვირეული ქალებისა და გოგონებისთვის

როგორი იქნება ტენდენცია დიზაინში 2025 წელს, Canva-ს ანგარიშის მიხედვით