1-2 ნოემბერს სასტუმრო “რედისონ“–ში ტრენინგი „მოგების ფორმულა გაყიდვებისთვის“ ჩატარდება. ღონისძიების ორგანიზატორია ბიზნესსაკონსულტაციო ჯგუფი FinArtGroup.
ღონისძიების მიზანია მონაწილეებს ის ცოდნა და უნარ–ჩვევები მისცეს, რაც დაეხმარებათ მათ გააორმაგონ გაყიდვები და გახადონ საკუთარი საქმე და ბიზნესი უფრო წარმატებული.
სწორედ ამიტომ, ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი თემები : მოგების ფორმულის კომპონენტები, ნაკადის შექმნა და კონვერსია, გაყიდვების განყოფილების ორგანიზება, გაყიდვების ტექნიკები, ეფექტური გაყიდვები, კლიენტების ლოიალობა, ნეგატიური კონფლიქტების რეგულაცია და პოზიტიური კონფლიქტების შექმნა, პერსონალის მართვა გაყიდვების სტიმულირებისთვის, მარჟების რეგულაცია.
კურსს წაიკითხავს ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი ეკატერინე კაზმარაროვა. მას აქვს 20 წლიანი სამუშაო გამოცდილება კერძო ბიზნესში, ფინანსებსა და გაყიდვებში, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ამჟამად ეკატერინე არის ს.ს. „ბანკ კონსტანტა“–ს ფინანსების დეპარტამენტის უფროსი.
დასწრების მსურველებმა რეგისტრაცია 8–9 ოქტომბერს უნდა გაიარონ შემდეგ მისამართზე : http://finartgroup.com/ka/trainig. ტრენინგი ჩატარდება ქართულ ენაზე, მონაწილეობის ღირებულება შეადგენს 490 ლარს. ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები.