ტოკიოს მეტროპოლიტენით, ყოველდღიურად, 13 მლნ ადამიანი სარგებლობს. ყოველდღიურად, საშუალოდ, იაპონელი მუშაკი 2 საათს მატარებელში ატარებს. იმისათვის, რომ მოქალაქეებს ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დახმარებოდნენ, სააგენტო McCann-ის გუნდმა მატარებლები სავარჯიშო დარბაზებად აქცია. კამპანიასაც სწორედ ასე ჰქვია: TRAINing. შეიქმნა სპეციალური აპლიკაცია, რომლით სარგებლობაც ვაგონში მყოფ მგზავრს მარტივად შეუძლია. მგზავრი ირჩევს სავარჯიშოს ტიპს, ფიზიკურს ან ფსიქოლოგიურს და შემდეგ, არსებული რესურსების საშუალებით, სარგებლობს აპლიკაციის მითითებებით და არამხოლოდ მედიტაციას, არამედ, ფიზიკურ ვარჯიშსაც ახერხებს.