in

„ვოლნათი“ – ტრენინგ სივრცე ბათუმში

ვოლნათ ტრენინგ მარკეტი“ პროფესიული და პიროვნული განვითარების სივრცეა ბათუმში. როგორც დამფუძნებლები ნანო მგელაძე და მარიამ გოგლიჩიძე ამბობენ, ამ სივრცეში სტარტაპერები, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანები იკრიბებიან, იღრმავებენ ცოდნას და ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ.

BOG
BOG

 

ნანო მგელაძე და მარიამ გოგლიჩიძე

ნანო მგელაძე:ვოლნათში“ ორ წელზე მეტია, წარმატებით ვატარებთ სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობებს და უკვე ხუთასზე მეტი სერტიფიცირებული მონაწილე გვყავს. ეს არის განვითარების სივრცე, რომელიც ხელს უწყობს  ბიზნესის სფეროში მოღვაწე პროფესიონალების, სტარტაპებისა და მცირე ბიზნესის წარმომადგენლების პიროვნულ თუ პროფესიულ ზრდას. განსაკუთრებით, თანამედროვე მიმართულებების შესწავლასა და ერთმანეთში პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას, რაც ხელს უწყობს ბიზნეს გარემოს გაძლიერებას, უწყვეტი განვითარების კულტურის შექმნას ბათუმში.

რას სთავაზობთ სწავლის მსურველებს?

მარიამ გოგლიჩიძე: ვოლნათის“ ძირითადი მიმართულებები თანამედროვე, კრეატიული და ტენდენციური თემებია. გვაქვს როგორც მოკლევადიანი 2-3 დღიანი ტრენინგები, ისე – გრძელვადიანი სასერტიფიკატო კურსები, საჯარო გამოსვლები და შეხვედრები წარმატებულ ადამიანებთან. სასწავლო შეხვედრების ძირითადი თემებია მარკეტინგის სხვადასხვა მიმართულებები, ბრენდინგი, ადამიანური რესურსების მართვა, ღონისძიებების მენეჯმენტი, ქოუჩინგი და ყველა ის თანამედროვე მიმართულება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნეს გარემოს ხელშეწყობისთვის. მაგალითად, ჩვენი ერთ-ერთი საყვარელი და პოპულარული კურსია სტრატეგიული სოციალური მედია მარკეტინგი, რომელიც გაზაფხულზე უკვე მე-6 ნაკადს მიიღებს.

სწავლის რა მეთოდს იყენებთ „ვოლნათში“?

ნანო: ჩვენი სწავლების მეთოდი თანამედროვე და მოქნილია: ყველაფერი რასაც ვქმნით, მორგებულია ჩვენს მონაწილეებზე. ეს გულისხმობს მცირე დროში მაქსიმალური თეორიული ცოდნის მიღებას და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტრენინგის მოდულები აგებულია საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით და თან, აბსოლუტურად მორგებულია ქართულ რეალობას. თეორიული ცოდნის გარდა, გვაქვს ჯგუფური სავარჯიშოები, რეალური „ქეისების“ განხილვა და პრეზენტაციები. ტრენინგების მთავარი მიზანია გაუღვივოს ჩვენს მონაწილეებს კრეატიული პოტენციალი, რაც მათ თვითრეალიზაციის მაქსიმუმის მიღწევაში დაეხმარება.

ვის შეუძლია „ვოლნათში“ სწავლა და ვინ არიან ტრენერები? 

მარიამი : ვოლნათი“ მიზნად ისახავს, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალების გაძლიერებას. ჩვენი მონაწილეები, ძირითადად, საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერები არიან, რომლებსაც სურთ პროფესიული განვითარება და უახლესი ინფორმაციის მიღება კონკრეტული  მიმართულებით. გარდა ამისა, „ვოლნათი“ კორპორატიული სექტორისთვის ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი პროდუქტების მიმწოდებელია. კომპანიებს ვთავაზობთ სპეციალურად შექმნილ პროდუქტებს, რომელიც სრულიად მორგებულია მათ სურვილებს მომსახურებისა და სერვისის ყველა ასპექტის გათვალისწინებით. მარტივად რომ ვთქვათ, კომპანიებს შეუძლიათ შეგვიკვეთოს ნებისმიერი ტიპის ტრენინგი და ჩვენ უმოკლეს დროში შევძლებთ ორგანიზებას. ჩვენთან მოწვეული ტრენერები საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტების ლექტორები და წარმატებული კომპანიების მენეჯერები არიან. ისინი თეორიის გარდა, უდიდეს პრაქტიკულ გამოცდილებას უზიარებენ ჩვენს მონაწილეებს.

რითია „ვოლნათი“ გამორჩეული?

ნანო : ჩვენი ტრენერები განსაკუთრებით კომპეტენტური არიან და მონაწილეებს მაღალი ხარისხის ტრენინგებსა და გამოცდილების გაზიარებას ვთავაზობთ. გარდა ამისა, ვფიქრობთ, ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი განსაკუთრებით მეგობრული გუნდი და ურთიერთობებია, როგორც ერთმანეთთან და ტრენერებთან, ისე ჩვენს მონაწილეებთან. ვცდილობთ, შევუქმნათ მათ მაქსიმალური კომფორტი და სასიამოვნო გარემო, რითაც ცოდნის მიღების გარდა, უქმეების სასიამოვნოდ გატარებას ვპირდებით. ტრენინგის შემდეგ, თითქმის, ყოველთვის გრძელდება ურთიერთობები ჩვენს მონაწილეებთან – გვაქვს კომუნიკაცია სოციალურ ქსელებში და გამოცდილების გაზიარება უკვე იქ გრძელდება. ამასთან, ტრენინგისთვის განსხვავებულ გარემოს ვქმნით, რაც მორგებულია ტრენინგის შინაარსსა და ხანგრძლივობას. ტრენინგებს ვატარებთ როგორც სტანდარტულ ტრენინგ სივრცეში, ღია ტერასებზე ან ზღვის სანაპიროზეც. ჩვენი მონაწილეებისთვის „ვოლნათი“ არის ქალაქიდან გაუსვლელად, მოკლე დროში, მაქსიმალური ცოდნის მიღებისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს . . . 

მარიამი :  ჩვენს მონაწილეებს ბევრ საინტერესო ტრენინგსა და შეხვედრას ვპირდებით, როგორც უკვე არსებული, ისე ახალი მიმართულებებით. სიახლეები ჩვენს ვებგვერდზე.

 

[R]

მოგზაურობა 1911 წლის ნიუ-იორკში – 4K ვიდეო წარსულიდან

#სადანროგორ: ღონისძიებები 28 თებერვალი – 1 მარტი