21
Oct
2019

რატომ ვერ ჩაანაცვლებს უმაღლეს განათლებას მოკლევადიანი ტრენინგები

21 Oct 2019

დღესდღეობით, ამერიკაში აქტიურად შუქდება ამბები უნივერსიტეტებისა და კოლეჯების შესახებ, რომ ამ საგანმანათლებლო დაწესებულებებს არ შეუძლიათ ადამიანები 21-ე საუკუნის სამუშაო ადგილებისთვის მოამზადონ.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ამ საკითხის ირგვლივ, ერთ-ერთი დომინანტი ნარატივია, რომ ჩვენ უფრო მეტი მუშახელი გვჭირდება, რომელიც მიმდინარე გამოწვევებთან გამკლავებას შეძლებს, ცოდნა კი მოკლევადიან სასერტიფიკატო კურსზე იქნება დამყარებული. ამ შემთხვევაში, აქცენტი კეთდება „არასაჭირო“ ცოდნის მიღების ნაკლებაუცილებლობაზე და, რაშიც იგულისხმება, მაგალითად: მსოფლიო ისტორიისა და კულტურის გაცნობა, პროზა, სამართალი და სხვა.

არსებობს სხვა ნარატივიც, აღმასრულებელი დირექტორების კუთხით დანახული პრობლემა, რომ ძალიან ბევრ კადრს, ბაკალავრის ხარისხით, არ შეუძლია ერთი აბზაცის გამართულად წერაც კი, კომპლექსური საკითხის ეფექტურად გადაჭრა, ანდაც ეფექტური მუშაობა მათგან განსხვავებულ თანამშრომლებთან.

ზოგადად, დამსაქმებლები უპირატესობას ანიჭებენ არა მხოლოდ უნარსა და კომპეტენციებს, რომელიც კონკრეტული საქმის ხარისხიანად შესრულებას სჭირდება, არამედ კადრის შესაძლებლობას – დასწავლის რეალურ დროში გაგრძელებად უნარს, რომელიც სამომავლოდ, იმ სამსახურსაც კი მოერგება, ჯერ რომ არ შექმნილა.

რა თქმა უნდა, მოკლევადიან პროფესიული უნარების განვითარებაზე დამყარებული პროგრამები კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ბევრის შემთხვევაში, ის ეფექტურადაც მუშაობს, თუმცა არის, თუ არა მოკლევადიანი საგანმანათლებლო პროგრამები საკმარისი და მისაღები საგანმანათლებლო პოლიტიკა 21-ე საუკუნის სამუშაო ადგილზე თავის დასამკვიდრებლად?

არა და რატომ? – აგიხსნით.

სამუშაო ადგილები, საზოგადოებრივი ინსტიტუტები, მსოფლიო წესრიგი უკვე კრიტიკულ აზროვნებაზე, ანალიტიკური მსჯელობის უნარზე მეტს ითხოვს. მაგალითად, ალტერნატიული პასუხის გარკვევას გამოწვევებზე, დღევანდელი სამუშაოების ცვალებად ხასიათზე, რომლის ამოხსნასაც ზედაპირული ცოდნა გამორიცხავს.

საერთაშორისოდ დამოკლებული საგანმანათლებლო პროგრამები, ფრაგმენტული ცოდნითა თუ პიროვნული განვითარების ზედაპირული მცდელობით – ეკონომიკური პროდუქტიულობის განვითარების სახელით, ხედვის მცირე არეალს წარმოაჩენს და საერთო ჯამში, ნეგატიური ფინალისკენ მივყავართ, ადამიანების კეთილდღეობისა და სამოქალაქო, დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბების კუთხით.

და როგორ ფიქრობთ, ბევრი მათგანი, ვინც მოკლევადიან პროფესიულ განათლებას ენერგიულად გვთავაზობს, საკუთარ შვილებსაც ამასვე ურჩევდნენ?

ცხადია, რომ ამერიკულ უმაღლეს განათლებაში ბევრი რამ არის გასაუმჯობესებელი. თუმცა, ახალგაზრდებმა, რომლებმაც ხვალინდელი დღის მშრომელთა და საზოგადოების ლიდერთა ნაწილი უნდა შეადგინონ, აუცილებელია კარგი პოსტსაშუალო განათლება მიიღონ. და პლუს, დაესწრონ ინტენსიურ კურსებს, საზოგადოებრივი სერვისის პროექტებში ჩაერთონ, სტაჟირებები გაიარონ. ანუ, უმაღლესი განათლების მიღების პარალელურად, დაიტვირთონ სასერტიფიკატო პროგრამებით.

პოსტსაშუალო გადამზადების პროგრამებმა, შესაძლოა, მოკლევადიანი კურსების ღირებულება სტუდენტებისთვის, ინსტიტუციებისა და ბევრი დასაქმებულისთვის შეამციროს. მოკლევადიანი სამუშაო ტრენინგების პრივილეგირება საგანმანათლებლო სფეროში, მაღალი დონის ინტელექტუალური, პერსონალური და სოციალური განვითარებისთვის ცუდი იდეაა არა მხოლოდ ინდივიდებისთვის, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში, ამერიკული ეკონომიკისა და დემოკრატიისთვის.

წყარო: HBR



განხილვა