M: ნინო, რა არის კამპანიის – #გაზარდეშენით – მიზანი?
M: რა შედის ნაკრებში და ნედლეული საიდან შემოგაქვთ?
მინდვრის კიტრის, „ჭოპორტულას“ პომიდვრისა და სალათის ფურცლის თესლი სოფლის ბაღებიდან; ქართული მწვანილების თესლი: ოხრახუში, კამა, ქინძი, ნიახური, რეჰანი; ფართო მოქმედების ეკოლოგიურად სუფთა, ბიო სასუქი (500 მლ); განოყიერებული მიწა; ქოთანი; ბაღის ხელსაწყოები (მცირე ზომის ნიჩაბი, სამკაპა, ფოხცი); ბაღის ხელთათმანი.
ყველაფერი, რასაც ამ ნაკრებში ერთად მოვუყარეთ თავი, არის ქართული. სასუქი, რაც მოყვება, არის ორგანული, ბიოსასუქი, რომლის საშუალებითაც, ბიომეურნეობასაც გვინდა, შევუწყოთ ხელი.
რაც მთავარია, ყველა შეფუთვის უკან იპოვნით დეტალურ ინსტრუქციას ბოსტნეულის მოვლა-მოყვანის შესახებ. შესაბამისად, მათ, ვინც ამ ნაკრებს იყიდის, დათესვიდან მოსავლის აღებამდე, სხვადასხვა სახის რჩევითა და ონლაინ კონსულტაციით დავეხმარებით, ჩვენივე საიტიდან. ისიც გავითვალისწინეთ, რომ ზოგ ადამიანს შეიძლება უკვე ჰქონდეს ბაღის იარაღები, ან ბოსტეულის პირდაპირ მიწაში ჩარგვა მოუნდეთ. მათთვის გვაქვს ცალკე შეთავაზებაც, რომელშიც მხოლოდ თესლი და ბიოსასუქი შედის.
M: როგორი საფასო პოლიტიკა გაქვთ?
#გაზარდეშენით – კამპანიის სახელწოდებად ეს იმიტომ შევარჩიეთ, რომ მარტივად დასამახსოვრებელია და ვფიქრობთ, ვირუსული გახდება, შესაბამისად, გვინდა, პატარ-პატარა აქციები მოვაწყოთ და ხალხმა გაგვიზიაროს თავიანთი ბაღის ფოტოები სოციალურ ქსელში. მომავალ კვირას ვგეგმავთ ჩვენი Facebook გვერდიდან live-ზე გასვლას, სადაც ჩვენს ნაკრებს ნაბიჯ-ნაბიჯ „ავაწყობთ“ და ნებისმიერ კითხვას ვუპასუხებთ.
M: როგორია შეძენის პროცესი, გადახდა როგორ ხდება და საკურიერო მომსახურებით სარგებლობა თუა შესაძლებელი ?
ჩვენ ვართ ონლაინ მაღაზია, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, შეიძინოს სასურველი ნაკრები, გადაიხადოს ბარათით, ან სწრაფი გადახდის აპარატით ჩარიცხოს. ნებისმიერი შეკვეთის შემთხვევაში, ადგილზე მიტანა გვაქვს უფასოდ, ორ სამუშაო დღეში, თბილისის მასშტაბით. თბილისის გარეთ თუ იქნება საკურიერო მომსახურება, მაშინ დაემატება ტრანსპორტირების ღირებულება.
















