in ,

traktor.ge-ს #შეცდომები, რომელიც თავისუფალი ვარდნის შიშით იწყება

Startauperi
Startauperi

მარკეტერი წარმოგიდგენთ ახალ რუბრიკას – #შეცდომები, რომლის ფარგლებშიც, ქართველი სტარტაპერები მოჰყვებიან ბიზნესის კეთებისას/დაწყებისას დაშვებული ყველაზე დიდი და გამოცდილების თვალსაზრისით, ღირებული შეცდომ(ებ)ის შესახებ. ამ შემთხვევაში, „ტრაქტორის“ ბიზნესის განვითარებისა და მარკეტინგის მენეჯერმა, ნინუცა ნანიტაშვილმა გაგვიზიარა ახალი ბრენდის შექმნასა და განვითარებასთან დაკავშირებული სირთულეები და ის #შეცდომები, რომლებიც ამ გამოწვევებთან გამკლავების თანმდევი იყო:

BOG
BOG


როდესაც ახალ საქმეს იწყებ, ახალ პროდუქტსა თუ სერვისს ქმნი, ძნელია, არ აღფრთოვანდე საკუთარი იდეით. ყველა აზრი, რაც თავში მოგდის, მოსვენებას გაკარგვინებს. გჯერა, რომ რაღაც განსაკუთრებულს გეგმავ და ეს გრძნობა ხშირად უძინარსაც გტოვებს. მარტო იდეა არაფერია. დღეს იდეას ვერავინ მოგპარავს, მაგრამ შეიძლება, ვინმემ მისი განხორციელება დაგასწროს. ამიტომ, მოქმედებას იწყებ. მარტივი გზები არ არსებობს. რადიკალურად უნდა მოიქცე. სიმაღლიდან პარაშუტის გარეშე უნდა გადმოეშვა და გზაში მოიფიქრო, როგორ გადარჩე. პირველი და საბედისწერო  შეცდომის დაშვების საფრთხე დასაწყისშივე გაქვს – შეგეშინდეს თავისუფალი ვარდნის.  

თუ გადმოხტი, იწყებ ბრძოლას გადარჩენისთვის. ქმნი პირველ პროტოტიპს. შენ გარშემო მყოფ პუბლიკას მოსწონს შენი საქმე – ფაქტობრივად, გგონია, რომ წარმატებას უკვე მიაღწიე. ამ დროს მთავარია, მიწაზე რბილად დაეშვა, აღიქვა ის სივრცე, სადაც მოხვდი და სწრაფად სვლა განაგრძო. ამ პროცესში ყველაზე მთავარია, არ დაგავიწყდეს მომხმარებელი, ვისთვისაც ეს ყველაფერი გააკეთე. მისი აზრი და მოქმედება შენთვის მთავარია. სულ უკან უნდა იხედო და ამოწმო, ხომ ნამდვილად მოგყვება. იქნებ, არასწორი მეგზური აირჩიე, ან მას სულაც სხვანაირი გზა ურჩევნია. შენი ვიწრო სეგმენტისა და მისი მახასიათებლების გააზრება და რეალობის ზუსტად აღქმა გადამწყვეტია. მეორე შეცდომაც შეიძლება აქ დაუშვააცდე რეალობას და სწორად ვერ განსაზღვრო, ვინ არის შენი კონკრეტული მომხმარებელი.ამ შეცდომის თავიდან აცილების ან მისი გამოსწორების გზა მომხმარებელთან მუდმივი დიალოგია. მაგალითად, როდესაც „ტრაქტორის“ პროტოტიპი შევქმენით, პირველ როგში, ფერმერებს მივმართეთ. რამდენიმე ფოკუს-ჯგუფი ჩავატარეთ. დავრწმუნდით, რომ ჩვენი ვარაუდები მათ სურვილებს ემთხვეოდა. რაღაცები შევცვალეთ და დავამატეთ. საჯაროდ გავეშვით და მალე ათასობით მომხმარებელს მივაღწიეთ. თუმცა, ბევრი აღმართი და დაღმართი გამოვიარეთ. ერთ მომენტში იმასაც მივხვდით, რომ ჩვენი მიზნობრივი მომხმარებელი იმ ადამიანებისგან განსხვავდებოდა, ვინც თავდაპირველად ფოკუს-ჯგუფში მოვიწვიეთ. მომხმარებელი თავიდან უნდა გაგვეცნო და ამისთვის ჩვენ თვითონ უნდა მივსულიყავით მასთან. რეგიონებში სიარულში, ფერმერებთან საუბარსა და გარემოს დაკვირვებაში კვირები გავატარეთ. პასუხები ვიპოვნეთ.

რადგან ყველაფერი შეიძლება ისე არ წავიდეს, როგორც გეგმავდი, გზის გასაგრძელებლად ცვლილებები აუცილებელია. მესამე შეცდომაც ასეთია – მოერიდო რადიკალურ ცვლილებებს და პირვანდელ ბიზნეს მოდელში ჩაიკეტო. ასე, დიდხანს და შორს ვერ წახვალ. ასე რომ, თუ სტარტაპერი ხარ, პირველ რიგში, რისკიანი და გაბედული უნდა იყო.

სერვისი და “ჰოსფითალითი” ანუ რა მნიშვნელობა აქვს დეტალებს?

რა მოხდება, თუ საკულტო პერსონაჟების გზები გადაიკვეთება? ABK-ს ნამუშევარი Silknet-ისთვის