თუ „ტრანსფორმერები“ ყოველთვის მოგწონდათ და ამასთან, დიდ სიამოვნებას მუსიკის მოსმენაც განიჭებთ, ამ საოცარ კომბინაციას Prime Speaker შემოგთავაზებთ. იგი პირველ ტრანსფორმერ დინამიკად ითვლება და როგორც ამბობენ, რობოტიდან სატვირთო მანქანად გარდაიქმნება.

დიახ, საკულტო ტრანსფორმერის პერსონაჟი ახლა დინამიკად იქცა, რითაც ბავშვების სათამაშოზე უფრო მეტიც კი გახდა… სატვირთო მანქანას დინამიკი საბარგულზე, რობოტის შემთხვევაში კი მარჯვენა ხელზე ემაგრება. ხოლო Bluetooth-ის დახმარებით განსაკუთრებული ხარისხის აუდიოს მიღებაა შესაძლებელი, რომელიც, თუ ვარაუდებს დავუჯერებთ, ინდუსტრიაში ნებისმიერ მოწყობილობას ღირსეულ კონკურენციასაც კი გაუწევს.

















