მეცნიერები აცხადებენ, რომ მათ ტრანსგენდერი მამაკაცების საკვერცხეებიდან კვერცხუჯრედის აღება მოახერხეს, რომლის განაყოფიერებასაც ლაბორატორიაში შეძლებენ. ბიოლოგ ეველინ ტელფერის ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ტრანსგენდერი მამაკაცისგან სიცოცხლისუნარიანი კვერცხუჯრედების მიღება მაშინაც კი არის შესაძლებელი, როცა იგი ტესტოსტერონის თერაპიას იტარებს, რაც, თავის მხრივ, ოვულაციის პროცესს აჩერებს.
ადამიანები, რომლებიც მდედრობითი სქესით დაიბადნენ, შემდეგ კი იდენტიფიცირება მამრობითი სქესით გადაწყვიტეს, კონკრეტული მახასიათებლების მისაღებად სხვადასხვა ჰორმონალურ თერაპიას იტარებენ. ამ შემთხვევაში კი ტრანგენდერ მამაკაცებს, რომელთაც შვილის ყოლა სურთ, შეეძლებათ თავი აარიდონ, მაგალითად, ქალთა ჰორმონებზე დაფუძნებულ მკურნალობას.
აქ კვერცუჯრედის გაყინვაზეც საუბრობენ, თუმცა ეს პროცესი ტესტოსტერონის მკურნალობის შეწყვეტასა და მენსტრუალური ციკლის ქონას საჭიროებს. ეს კი ტრანსგენდერი მამაკაცებისთვის ნამდვილად არ არის კარგი გზა, თანაც, ახალგაზრდებს სქესობრივი მომწიფების ასაკამდე კვერცხუჯრედების გაყინვა არ შეუძლიათ…
სწორედ ამიტომ, მიღებული შედეგები მათ მეტად დაეხმარებათ — ალტერნატივა, რომელზეც ტელფერი და მისი კოლეგები მუშაობენ, საკვერცხეებიდან კვერცხუჯრედების აღებასა და სხეულის გარეთ მათ მომწიფებას გულისხმობს.