in

როგორ გადავინაცვლოთ საპენსიო რეჟიმში მარტივად?

პენსიაზე გასვლაზე, ალბათ, ერთხელ მაინც დაფიქრებულხართ. მაინც, როგორ შეიძლება დავასრულოთ კარიერა და სამუშაო რეჟიმიდან საპენსიო ცხოვრებაში გადავინაცვლოთ? და სულაც არაა სავალდებულო, რომ დიდი ასაკი გვქონდეს. ჩვენ სიამონზე გიამბობთ და ვიმედოვნებთ, მისი მაგალითი დაგაფიქრებთ. საიმონი პენსიაზე გასვლას ელოდებოდა. მუდმივი წნეხი, რაც მის სამუშაოს უკავშირდებოდა, მასზე ცუდად აისახებოდა – ძალიან ბევრი შეხვედრა, მივლინება, ძალიან დიდი დატვირთვა… სამწუხაროდ, პენსიაზე გასვლა ისეთი სულაც ვერ აღმოჩნდა, როგორსაც იმედოვნებდა. პროდუქტების შესყიდვა მას მხოლოდ მცირე კმაყოფილების შეგრძნებას უჩენდა, ენატრებოდა ყოველდღიური მეილების დიდი ნაკადი, სატელეფონო საუბრები… ენატრებოდა კოლეგებთან საუბარი, მოვლენების ეპიცენტრში ყოფნა. თავს დაბნეულად გრძნობდა.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ყოველდღიურად, ჩვენ არაერთ ადამიანს ვხვდებით, ვინც საიმონს შეიძლება მოგვაგონებდეს. ადამიანებს, რომლებსაც მოსწონდათ კარიერის შენება, ხშირად უჭირთ შეეგუონ ამ ეტაპის დასრულებას. ამგვარად, პენსიაზე გასვლის შემდეგ, ხელმძღვანელებს შეუძლიათ გააცნობიერონ ახალ ეტაპზე გადასვლა და ისიც, როგორ აისახება შეცვლილი სტატუსი მათ ემოციურ მდგომარეობასა და მოთხოვნილებაზე, რაც კვლავ მუშაობის სურვილს უკავშირდება და რაც, თავის დროზე, საფიქრალ დროს არ უტოვებდა. შედეგი ისაა, რომ პენსიაზე გასვლა სერიოზულ იმედგაცეუებას ბადებს ადამიანებში.

როგორც განქორწინება და გარდაცვალება, პენსიაზე გასვლას აქვს განშორების მტკივნეული ემოცია, სადაც მნიშვნელოვანი ამოცანაა ამ მწუხარებასთან გამკლავება. ფსიქოლოგები პროცესის მართვის სასარგებლო ალტერნატივას გვთავაზობენ. ისინი ემოციური მდგომარეობის სამ ეტაპს გამოყოფენ – პროტესტს, სასოწარკვეთილებასა და გარიყულობას. ეს იგივე ეტაპებია, რასაც განშორების შემდეგ განვიცდით ხოლმე. როგორც მოსალოდნელი იყო, ზოგი ადამიანი ამ ეტაპებს უმტკივნეულოდ გადის, ზოგიც – რთულად. მაგალითად, მამაკაცები, რომლებიც ჯერ კიდევ მომუშავე პარტნიორთან ერთად ცხოვრობენ, პენსიაზე გასვლას, ხშირად, სამარცხვინო და პარაზიტულ მოვლენად აღიქვამენ. ეს შეგრძნებები კი, დეპრესიას იწვევს.

მაინც, როგორ შევამსუბუქოთ მდგომარეობა და პენსიაზე გასვლა უმტკივნეულო პროცესად ვაქციოთ?

ჩადეთ ინვესტიცია პირად ურთიერთობებში. არ არსებობს სახლზე უკეთესი ადგილი: გაატარეთ დრო მეგობრებთან და ოჯახთან ერთად. ჰარვარდის კვლევით თუ ვიმსჯელებთ, ახლო ინტერპერსონალური ურთიერთობები უფრო აბედნიერებს ადამიანებს, ვიდრე ფული ან დიდება.

შექმენით სანაცნობო წრე, ოფისს გარეთ. გარდა სამსახურისა, ეცადეთ საქმე მის მიღმაც გქონდეთ – ეს ძალიან გამოგადგებათ კარიერისთვის თავის დანებების შემდეგ. მაგალითად, შეგიძლიათ მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩაებათ და სამოქალაქო ღირებულებების გაძლიერებას შეუწყოთ ხელი. ეძებეთ შესაძლებლობები, რომ საკუთარი ცოდნა გაუზიაროთ სხვებს ან ისწავლოთ ის, რაც თავად გაინტერესებთ.

ეძებეთ დასაქმების ახალი შესაძლებლობები. პენსიაზე გასვლის შემდეგაც შეგიძლიათ მუშაობა, მაგალითად, ექსპერტ-კონსულტანტად, დირექტორთა საბჭოს წევრად ან არასამთავრობო ორგანიზაციის შემადგენლობაში. ასევე, შეგიძლიათ მენტორინგი გაუწიოთ ახალგაზრდა ანტრეპრენერებსა და ხელმძღვანელებს. როგორც მენტორს, შეგიძლიათ რჩევები და მიმართულებები მისცეთ მათ. გამომდინარე იქიდან, რომ ნეთვორქინგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კომპანიის წარმატებისთვის, შეგიძლიათ საკუთარი კავშირები გამოიყენოთ მათთვის ბიძგის მისაცემად და წამოწყებებში გვერდით დაუდგეთ.

გამოიყენეთ ეს პარამეტრები. შესაძლოა, რთული მოგეჩვენოთ თავიდან, მაგრამ ნუ აარიდებთ გადაწყვეტილების მიღებას თავს – იმოქმედეთ. დამსაქმებლებს შეუძლიათ დაგეხმაროთ და თქვენი რესურსი თანამშრომლების განვითარებისკენ მიმართონ. პერსონალური კონსულტირება, თერაპია, სემინარები პირადი განვითარებისთვის – ეს ის ღირებული საშუალებებია, რაც ადამიანებს ცხოვრების ახალ ეტაპზე ძალიან ეხმარება.

სამწუხაროდ, დღესდღეობით, ცოტა კომპანიაა, რომელიც თანამშრომლებს პენსიაზე გასასვლელად ამზადებს. თუმცა, ისეთი კომპანიებიც არსებობენ, რომლებიც საკუთარ თავზე იღებენ პასუხისმგებლობას და თანამშრომლებს ასეთ რთულ ტრანსფორმაციაში გვერდით უდგანან. ასევე, რატომღაც მიღებულია, რომ პენსიაზე გასვლა და მისთვის მომზადება მხოლოდ ფინანსურ ფაქტორს უკავშირდება. როგორც ჩვენი სტატიიდან ჩანს, ეს სულაც არ არის ასე და მენტალური მხარდაჭერა და თვითრეალიზაციის განცდა არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია.

 

წყარო: HBR



„დანკინის” პიცის შეკვეთა უკვე Wolt-ზეც შესაძლებელია

ჩემი სოფელი: კენკროვანი კულტურის მოყვანა მაღალმთიან აჭარაში