პლატფორმა Translated 1999 წელს დაარსდა და პირველივე დღიდან ხელოვნურ ინტელექტს ეყრდნობოდა — ასე პროფესიონალ მთარგმნელებს საშუალება აქვთ, უკეთესად და გაცილებით სწრაფად თარგმნონ.
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კი პლატფორმის უკან მდგომმა ადამიანებმა საინტერესო დასკვნები გამოიტანეს: მომხმარებლები ყოველდღიურად იყენებენ სათარგმნ საშუალებებს — მაგალითად, ითხოვენ ისეთი „ფარული შეტყობინებების“ გაშიფვრას, რომლებიც მხოლოდ გამოუთქმელ მზერასა და ჟესტებზეა დაფუძნებული. ცხადია, ყველა კულტურისთვის დამახასიათებელია კონკრეტული ჟესტიკულაცია და მათ განმარტებებსაც მარტივად ვხვდებით, რისი ათვისებაც ნამდვილად საინტერესო უნდა იყოს ონლაინ პლატფორმისთვის…
ამ ინტერპრეტაციებისა და უნიკალური პერსპექტივების საფუძველზე, Translated-მა, კრეატიულ სააგენტო Auge-სთან ერთად, ახალი ვიდეორგოლი შექმნა. ეს უკანასკნელი ხაზს უსვამს ბრენდის ეთოსს, რომ ვერცერთი ტექნოლოგია ვერ პროგრესირებს ადამიანური რესურსებისა და ჩვენზე დაყრდნობის გარეშე. ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა ჩვენი ჩართულობა — სხვა ვერავინ და ვერაფერი მიხვდება, რას ვგულისხმობთ კონკრეტულ მზერასა თუ ჟესტში. ეს მხოლოდ ჩვენი აღქმების ნაწილია.