in

„ტრანსფორმირდი ან შეწყვიტე არსებობა!“ — შეხვედრა ციფრული ტრანსფორმაციით დაინტერესებულთათვის

პანდემიამ კომპანიებისთვის ბევრი ისეთი პროცესი დააჩქარა, რომელიც რამდენიმე წლის ვადაში ეტაპობრივად უნდა დამკვიდრებულიყო. ახლა კი ბიზნეს-ლიდერები ვალდებულნი არიან, ამ სწრაფად ცვალებად სამყაროში, სადაც წამყვან როლს ციფრული ტექნოლოგიები იკავებს, მასშტაბური ტრანსფორმაცია გაიარონ. სწორედ ამას ეხება Konica Minolta Business Solutions Georgia-ს დახურული ღონისძიებაც, სადაც საშუალო და მსხვილი ბიზნესის ტოპ მენეჯერებს უმასპინძლებენ.

კონფერენცია განკუთვნილია მათთვის, ვინც მართავს ტრანსფორმაციულ პროცესებსა და ინოვაციებს; ვისაც აინტერესებს ხარჯების ოპტიმიზაცია ციფრული ტრანსფორმაციის პროექტების ფარგლებში; და მათთვის, ვისაც კომპანიის პროდუქტიულობის გაუმჯობესება და საინვესტიციო რესურსების შენარჩუნება სურს.

კონფერენციის „ტრანსფორმირდი ან შეწყვიტე არსებობა“ ძირითადი თემები კი ასეთია:

  • გლობალური ეკონომიკა და ტექნოლოგიური ტრენდები, ასევე  მიმართულებები, რომლებიც ცვლიან ბიზნესის თამაშის წესებს.
  • IT-სა და ბიზნესს შორის ურთიერთობა ტექნიკური ინოვაციების დანერგვის პროცესში.
  • ცვლილებების სტრატეგიული მიდგომები: როგორ გავზომოთ ციფრული ტრანსფორმაციების მნიშვნელობა.
  • ბიზნესის ზრდის დაჩქარება ტრადიციული ოპერაციული პროცესების გარდაქმნით, ნიჭის, გამოცდილებისა და სამუშაო ძალის ჭკვიანური მართვის გზით.

ღონისძიება რესტორან „ამბასადორში“ 14 ივლისს გაიმართება, სადაც დამსწრეებს შესაბამის თემებზე ანდრო დგებუაძე, ვანდა ცისკარიშვილი და რევაზ ჯამაგიძე ესაუბრებიან. შეხვედრაზე დასასწრებად სჭიროა წინასწარი რეგისტრაციის გავლა, რის შემდეგაც შერჩეულ კანდიდატებს მიეწოდებათ მოსაწვევები. სწორედ მათი გამოყენებით შეძლებენ ღონისძიებაზე დასწრებას.

კომპანიის შესახებ

Konica Minolta Business Solutions Georgia, რომელიც გლობალური Konica Minolta Inc.-ის ნაწილია, ქართულ ბაზარზე 2019 წლის მაისიდან ოპერირებს და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სერვის ბიზნესის განვითარებას. ამისთვის კი სისტემურ მიდგომას იყენებს.

ვიზუალიზაციის, მონაცემთა მეცნიერების და მონაცემების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების განუმეორებელი გამოცდილებით, Konica Minolta თავისი მომხმარებლებისთვის ქმედით გადაწყვეტილებებს ქმნის — მცირე და საშუალო ბიზნესი, დიდი საწარმოები და საჯარო სექტორი. მთლიანობაში კი საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებს წყვეტს.

როგორც ციფრული სამუშაო სივრცის გადაწყვეტილებების მიმწოდებელი, Konica Minolta თავის მომხმარებლებს ეხმარება, დიგიტალიზაციის პოტენციალი გამოავლინონ და თავიანთი ორგანიზაციები ციფრული სიმწიფის ახალ დონეზე აიყვანონ, სამუშაო ადგილის ხელახალი წარმოდგენით.

მასშტაბურობიდან გამომდინარე, Konica Minolta Business Solutions Europe წარმოდგენილია შვილობილი კომპანიებით და დისტრიბუტორებით ევროპის, ცენტრალური აზიის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის 80-ზე მეტ ქვეყანაში. მთლიანობაში კი Konica Minolta Europe-მა, დაახლოებით 9000 თანამშრომლით, 1,9 მილიარდზე მეტი წმინდა გაყიდვები გამოიმუშავა.

[R]

eSIM უკვე სილქნეტის ქსელშია!

შესაძლოა, მხიარულ და სევდიან მუსიკას ყველა ერთნაირად არ აღიქვამდეს