in

Travel Box – სპეციალური შეთავაზება მოგზაურობის მოყვარულთათვის

როგორ ვგეგმავთ მოგზაურობას?! ვირჩევთ ჩვენთვის სასურველ ადგილს და გარემოს, შემდეგ ვყიდულობთ ყველა იმ ნივთებს, რომელიც, შესაძლოა, დაგვჭირდეს. თუმცა, ისეთი პროდუქტიც, არსებობს, ამ ყველაფერს რომ აერთიანებს – „Travel Box − პირველი ინოვაციური პროდუქტია მოგზაურობის მოყვარულთათვის, რომელიც საშუალებას გაძლევთ, მოიწყოთ სიურპრიზებით სავსე დასვენება და გაიმრავალფეროვნოთ წლის ნებისმიერი სეზონი“. 

თქვენ შეგიძლიათ, ყოველ სეზონზე, გამოიწეროთ ახალი ბოქსი, ახალი დიზაინით და მიიღოთ საქართველოს 5* სასტუმროს ვაუჩერი, 2 ღამით, ორ ადამიანზე, თქვენს მიერ შერჩეული საქართველოს რეგიონებიდან, 10-დან  15-მდე მოგზაურობისათვის საჭირო ნივთები და პროდუქტები. ყუთს მოჰყვება მიმდინარე სეზონის Travel Box -ის კატალოგი, სადაც გაეცნობით შემოთავაზებული  სასტუმროების, პროდუქტების და ნივთების შესახებ ინფორმაციას.

Travel Box-ის ყველა ყუთში აღმოაჩენ:
• საქართველოს 5 * სასტუმროს ვაუჩერს (2 ღამით, ორ ადამიანზე)
• სამოგზაურო ნივთების ნაკრებს
• მოგზაურობისთვის საჭირო პროდუქტებს

Travel Box-ის საჩუქრები ყოველ სეზონზე იცვლება და ახლდება. თითოეული ახალი ყუთი სიურპრიზებით არის სავსე და მისი გახსნა ისეთივე მრავალფეროვანი და განსხვავებული გამოცდილებაა, როგორც თავად მოგზაურობა.

გახდი გვერდის გამომწერი − გაიარე რეგისტრაცია ვებგვერდზე: www.travelbox.ge, გამოიწერე და მიიღე სეზონურად შერჩეული სასტუმროს ვაუჩერი, მოგზაურობისთვის საჭირო ბრენდირებული ნივთები და პროდუქტები.

გამოიწერე შემოდგომის Travel Box, რომლის პარტნიორი არის კომპანია „გეფა“, იგი წარმოადგენს „ურიაჟის“, „ლიერაკის“, „ბოდი შოფის“ ბრენდების პროდუქციას, მათი შეძენა „ფარმადეპოს“ და „ჯპს“-ის აფთიაქებში შეგიძლიათ.

ჩვენი პარტნიორია „კახური ტრადიციული მეღვინება“ რომლის მიერ  წარმოებული ღვინო „ძველი კახეთი“ დაგხვდებათ ყუთში.

ასევე თქვენი თმების სილამაზეზე  ზრუნავს ჩვენი პარტნიორი თმის მოვლის ფრანგული ბრენდი „ოჟონ პერმა“.

Travel Box-ის პარტნიორია „როუზბადი“, რომლის წინდებსაც გთავაზობთ შემოდგომის ყუთში. შემოდგომის ყუთში დაგხვდება ასევე  „დეზოტეკი“-ს  ბრენდის სადეზინფექციო პრემიუმ ხარისხის საშუალება.

შემოდგომის Travel Box პარტნიორი სასტუმროები არიან: „შერატონ ბათუმი“, „ყვარლის ტბა“,  „ამბასადორი კაჭრეთი“, „ახაშენის ღვინის კურორტი და სპა“, „ესკიზი თელავი“, „რუმს ყაზბეგი“, „ქრაუნ პლაზა ბორჯომი“, სასტუმრო „ფოსტა-მესტია“, „სევსამორა რეზორტი და სპა“.

„შერატონ ბათუმი“ 

„პირველი 5-ვარსკვლავიანი საერთაშორისო სასტუმრო ბათუმში, მდებარეობს ქალაქის შუაგულში, ზღვის სანაპიროს გასწვრივ, ბათუმის ცნობილი ბულვარის გვერდით, 5-10 წუთი ფეხით სავალზე ძველი ქალაქიდან და 15 წუთის მანძილზე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან და რკინიგზის ცენტრალური სადგურიდან. სასტუმროს გამაჯანსაღებელი ცენტრი „შაინ სპა“ მოიცავს ჯაკუზის, საუნას, ორთქლის ოთახს, ფიტნესცენტრს, თურქულს ჰამამს, დახურულ და სეზონურ ღია აუზებს. ყველაფერი ეს უფასოდაა ხელმისაწვდომი სასტუმროში დაბინავებული სტუმრებისათვის“.

ვებგვერდი: „შერატონ ბათუმი“

„ყვარლის ტბა”

„კურორტი „ყვარლის ტბა“ მდებარეობს საქართველოს უმშვენიერესი რეგიონის, კახეთის შუაგულში, ქალაქ ყვარლის აღმოსავლეთით. გარშემო არის ტყე, საუკუნოვანი ხეებით, წინ ტბა, რომელშიც ჩაედინება მდინარეები „ბურსა“ და „ჩაგურგულა“, უკან ალაზნის თვალუწვდომელი ველი, ფართო ნომრები ტერასებითა და უმშვენიერესი პანორამებით, უნიკალურს ხდის კურორტ „ყვარლის ტბას“. კომპლექსში შედის სასტუმრო და რეკრეაციული ზონა 300 ჰექტარზე გაშლილი“.

ვებგვერდი: „ყვარლის ტბა“

„ამბასადორი კაჭრეთი“

„სასტუმრო „ამბასადორი კაჭრეთი“ იდეალური ადგილია თქვენი და თქვენი ოჯახის კომფორტული დასვენებისთვის. სასტუმრო მოიცავს 181 თანამედროვე დიზაინის ნომერს, საუცხოო ქართულ და ევროპულ სამზარეულოს, სპას და დახურულ საცურაო აუზს და მრავალფეროვან სპორტულ აქტივობებს“.

ვებგვერდი: „ამბასადორი კაჭრეთი“

ახაშენის ღვინის კურორტი & სპა“ 

„კომპლექსი „ახაშენის ღვინის კურორტი & სპა“, მდებარეობს კახეთის რეგიონში, რომელიც უძველესი და უნიკალური მეღვინეობის აკვნად ითვლება. სასტუმრო აერთიანებს  4 ულტრათანამედროვე ნომერს, საკონფერენციო დარბაზებს, გასართობ და დასასვენებელ სივრცეებს, საცურაო აუზს, სპას, საბავშვო გასართობ კუთხეს, რესტორანს  ქართულ – ევროპული სამზარეულოთი და ვენახებს, რომლისგანაც სპეციალურად „ახაშენი ღვინის კურორტისთვის“ მზადდება ექსკლუზიური ღვინოები. „ახაშენის ღვინის კურორტი“ იდეალური ადგილია მათთვის, ვისაც სურს დასვენება და ქართული ღვინის წარმოების 8000 წლოვანი ტრადიციის გაცნობა“.

ვებგვერდი: „ახაშენის ღვინის კურორტი & სპა“

„ესკიზი თელავი“

„სასტუმრო „ესკიზი თელავი“ არის ახალი თაობის ბუტიკ – კონცეპტუალური ქართული სასტუმრო და ღვინის მარანი, რომელიც მდებარეობს ისტორიულ ქალაქ თელავის შუაგულში. აქვს ძალიან შთამბეჭდავი გარე სივრცეები, ღია აუზი,  ტრადიციული ქართული ელემენტებით აღჭურვილი ღვინის მარანი,  2 დახვეწილი და ელეგანტური რესტორანი, ნათელი საკონფერენციო დარბაზი,  მყუდრო ბიბლიოთეკა. სასტუმროს ოთახებიდან იშლება პანორამული ხედები ალაზნის ველსა და კავკასიონის მთებზე, ზოგიერთი მათგანი  კი აუზისა და  ბაღის ულამაზესი ხედებით არის გამორჩეული“.

ვებგვერდი: „ესკიზი თელავი“

„რუმს ყაზბეგი“

„2012  წლიდან, „აჭარა ჯგუფმა“ საქართველოს მთიანი რეგიონში, ყაზბეგში,მიტოვებული საბჭოთა სანატორიუმი ინოვაციურ სასტუმროდ გარდაქმნა, რომელმაც მალევე მოიპოვა გლობალური აღიარება და აღტაცება გამოიწვია შეუდარებელი მდებარეობის, არქიტექტურისა და დიზაინის გამო. შთამბეჭდავი სივრცეები და პერსონალის სტუმართმოყვარეობა თითოეული სტუმრისთვის გამორჩეულ გამოცდილებას ჰქმნის. სასტუმროს აქვს უნიკალური ტერასა, საიდანაც გრანდიოზული პანორამული ხედები იშლება. კომფორტული ოთახები, საცურაო აუზი და სპა ხედით მყინვარწვერზე, კონცეპტუალური რესტორანი და ბარი აქაურობას მთის მოყვარულთათვის იდეალური დასასვენებელ ადგილად აქცევს“.

ვებგვერდი: „რუმს ყაზბეგი“

ქრაუნ პლაზა ბორჯომი“

„სასტუმრო „ქრაუნ პლაზა ბორჯომი“ მდებარეობს ბორჯომის ცენტრში, საქართველოს თვალწარმტაც სპა და საკურორტო ქალაქში, რომელიც არტეზიული ბუნებრივი წყლებით არის ცნობილი, ბორჯომის ისტორიული პარკის შესასვლელიდან სულ რამდენიმე წუთის სავალზე. ის ძალიან კარგად არის განლაგებული როგორც დამსვენებელი ტურისტების, ისე კორპორატიული მოგზაურების მისაღებად. Crowne Plaza Hotels & Resorts არის მაღალი კლასის, IHG-ის გლობალური პორტფოლიოს შემადგენელი ბრენდი“.

ვებგვერდი: „ქრაუნ პლაზა ბორჯომი“

„სევსამორა რეზორტი და სპა“

„სასტუმრო კოპლექსი Sevsamora Resort & Spa მდებარეობს თბილისთან ახლოს, საგურამოს მუნიციპალიტეტში იგი 3 ჰექტარამდე მიწის ფართობზეა განლაგებული. სასტუმრო  მოიცავს: 45 კომფორტულ ოთახს, ცალკე მდგომ დასასვენებელ სახლებს, კვების 5 ობიექტს, დახურულ და ღია აუზებს, სპა ცენტრს, სპორტულ და საბავშვო მოედნებს, საკონფერენციო და საბანკეტო დარბაზებს, პანორამულ ტერასებს, სადეგუსტაციო დარბაზებს, ღვინის მარან-მუზეუმს, ქვევრსაცავს, ღვინის გვირაბს, საკოლექციო ჯიშების საჩვენებელ და ბიო ვენახებს, მრავალწლიან ხეხილის ბაღებს და რეკრეაციულ ზონებს“.

ვებგვერდი: სევსამორა რეზორტი და სპა

„ფოსტა“ (მესტია)

„სასტუმრო „ფოსტა“ მდებარეობს სვანეთში, მესტიის ცენტრში. სასტუმრო დამსვენებლებს სთავაზობს 20 ნომერს. ნომრები განლაგებულია მეორე და მესამე სართულზე და აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით. სასტუმრო „ფოსტა“ ფართოვდება და დამსვენებლებს 2020 წლის აგვისტოდან სთავაზობს, დამატებით, 33 ნომერს, საკონფერენციო დარბაზს, ღია ტერასებს მესტიის ულამაზესი ხედით, დახურულ საცურაო აუზს, სოლარიუმს, საუნას, ტრენაჟორების დარბაზს“.

ვებგვერდი: „ფოსტა მესტია” 

შემდეგ სეზონზე, ზამთრის Travel Box, განახლებული ვიზუალითა და დამატებითი პარტნიორთა სიით დაგიბრუნდებათ და მეტ სიურპრიზებსაც შემოგთავაზებთ.

„გამოგვყევით „ინსტაგრამ“ და „ფეისბუქ“ გვერდზე, რათა შეიტყოთ ყველა ის სიახლე, რასაც კომპანია გეგმავს.

გახსენი მოგზაურობა Travel Box-თან ერთად“.

 

[R]

კურორტ „მწერლებში“ კიბერსაუფრთხოების რიგით მეოთხე საერთაშორისო ფესტივალი IFCS 2020 გაიმართა

„ყველაზე კარგი ყოველთვის წინ არის, მომავალში გელოდება“ – ნიკოლოზ კუმბარის გზა