in

Travel Box – ის ახალი სამოგზაურო ყუთი

თბილი სეზონის დადგომასთან ერთად, მოგზაურობის დროც მოვიდა. სწორედ ამიტომ, თავგადასავლების მოყვარულებისთვის, Travel Box-ის საგაზაფხულო ყუთი უკვე გაყიდვაშია. ესაა საჩუქარი საკუთარი თავისა და საყვარელი ადამიანებისთვის – მოიწყოთ სიურპრიზებით სავსე დასვენება. შეგიძლიათ აირჩიოთ როგორც ქალებისთვის ასევე მამაკაცებისთვის შექმნილი Travel Box. სასაჩუქრე ნაკრები მოიცავს:

  • საქართველოს საუკეთესო სასტუმროების ვაუჩერს (2 ღამე – 2 ადგილიანი ნომერი)
  • სპეციალურად თრეველ ბოქსისთვის შექმნილ ბრენდირებულ ნივთებს
  • მოგზაურობისთვის შერჩეულ საჭირო პროდუქტებს

Travel Box- ის საჩუქრები სეზონის მიხედვით იცვლება და ახლდება. ყოველი მომდევნო ყუთი სიურპრიზებით არის სავსე და მისი გახსნა მოგზაურობის განსხვავებულ გამოცდილებას ქმნის.

Travel Box-ის საშუალებით, შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი რეგიონი. ამას გარდა, ყუთში ნახავთ მოგზაურობისთვის საჭირო ნივთებსა და პროდუქტებს. ამას გარდა, ყუთს მოყვება კატალოგი, სადაც შემოთავაზებებზე დეტალურ ინფორმაციას გაეცნობით.

გაზაფხულის ყუთის შეთავაზებით სარგებლობა 2022 წლის 31 მაისის ჩათვლით შეგიძლიათ.

გაგაცნობთ იმ სასტუმროებს, რომელთა შეთავაზებასაც აღმოაჩენთ Travel Box-ის საჩუქრებში:

  • კახეთი – კაჭრეთის ამბასადორი (საუზმით), ახაშენი ღვინის კურორტი და სპა (საუზმით), შატო მერე (საუზმით), ზუზუმბო რეზორტი და სპა (საუზმით), ჰოლიდეი ინნ თელავი (საუზმით), შატო ართვაინი (საუზმით);
  • სამცხე-ჯავახეთი – ქრაუნ პლაზა ბორჯომი (საუზმის გარეშე), სასტუმრო ბორჯომი ლიკანი და სპა (საუზმის გარეშე);
  • სამცხე-ჯავახეთი (სამთო კურორტი)- კრისტალი ბაკურიანი (საუზმით), ბრისტოლ ბაკურიანი (საუზმით);
  • მცხეთა-მთიანეთი – ინტურისტი ყაზბეგი (საუზმით);
  • მცხეთა-მთიანეთი (სამთო კურორტი) – მარკო პოლო გუდაური (საუზმით);
  • სამეგრელო – ლეთო (საუზმით);
  • იმერეთი – ახალი საირმე (საუზმით);
  • აჭარა – ტაპი რუჟი (საუზმით), მირამარ ლაქშერი რეზიდენსი (საუზმის გარეშე);

ყოველ Travel Box-ში აღმოაჩენთ ვაუჩერს, რომელიც ორი ადამიანისთვის სასტუმროში ორი ღამით განთავსებას ითვალისწინებს. სასტუმრო თქვენ მიერ შერჩეულ რეგიონს მიეკუთვნება. სასტუმროს ნომრის დასაჯავშნად, დაუკავშირდით თრეველ ბოქსს, Facebook-ისა და Instagram-ის გვერდების პირად შეტყობინებაში ან ელ.ფოსტაზე [email protected]. თავად Travel Box-ის შესაძენად კი, უნდა დარეგისტრირდეთ ვებგვერდზე www.travelbox.ge.

ამავდროულად, Travel Box-მა გამოუშვა ახალი პროდუქტი – პრაიმ ბოქსი. ყუთი მოიცავს სასტუმროს ვაუჩერს ორი ღამით, ორ პერსონაზე. მასში მოთავსებულია თავის მოვლის განსხვავებული საშუალებები და ბრენდირებული ნივთები. თავად დიზაინი არის სადა, დახვეწილი და სოლიდური.

[R]

უხილავი გმირები მეიჯერელის ყოველდღიურობიდან – გაიცანი გაგა

ნახეთ: მთვარის კონცეფციით შთაგონებული დინამიკი