in

აღმოაჩინე საშემოდგომო მოგზაურობა, Travel Box-თან ერთად!

თუკი მოგზაურობის მოყვარული ხართ, მაშინ გეცოდინებათ, რა არის Travel Box, მაგრამ დავუშვათ, რომ ჯერ არ იცით მის შესახებ…Travel Box მოგზაურობის მოყვარულების ინოვაციური პროდუქტია, რომელიც სეზონების მიხედვით ახალ-ახალ ბოქსებს გთავაზობთ და მათი დათვალიერება კომპანიის ვებგვერდზე შეგიძლიათ. ის საშუალებას გაძლევთ, კიდევ უფრო სასიამოვნოდ დაგეგმოთ თქვენი დასვენება და სიურპრიზები მოუწყოთ როგორც თქვენს თავს, ისე საყვარელ ადამიანებს. 

ყოველ სეზონზე Travel Box ახალ პარტნიორთან თანამშრომლობს და ამ შემოდგომაზეც, რა თქმა უნდა, სიახლე აქვს. ის გურიის რეგიონში გეპატიჟებათ, „ვინდჰემ ტრეიდმარკ გრიგოლეთი ბიჩ რიზორტში”, სადაც ახალი და საინტერესო თავგადასავლები გელოდებათ. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მეტი მრავალფეროვნებისთვის Travel Box-ის დიზაინებიცა და საჩუქრებიც სეზონურად ცვალებადია. ის საშუალებას გაძლევთ, მიიღოთ სასტუმროს ვაუჩერი სპეციალურად თქვენთვის შერჩეული რეგიონიდან, რომელსაც მოჰყვება მოგზაურობისთვის აუცილებელი 10-15-მდე ნივთი.

ამ შემოდგომაზე უკვე გაყიდვაშია ახალი ბოქსი, რომელიც გთავაზობთ:

  • საქართველოს  საუკეთესო სასტუმროების ვაუჩერს (2 ღამე  – 2 ადგილიან ნომერში);
  • ბრენდირებულ ნივთებს;
  • მოგზაურობისთვის საჭირო თავის მოვლის პროდუქტებს;

იმისათვის, რომ მიიღოთ შეთავაზებები Travel Box-ისგან, აუცილებელია, გახდეთ ბრენდის გამომწერი. ამისთვის კი უბრალოდ უნდა დარეგისტრირდეთ საიტზე. რეგისტრაციის დროს უთითებთ სასურველ რეგიონს, რომელშიც შეიძლება რამდენიმე სასტუმრო შედიოდეს. ბოქსი ერთ-ერთს შეარჩევს თქვენთვის და ის ამოგივათ თქვენთვის შერჩეულ ყუთში. უნდა გაითვალისწინოთ, რომ ერთი ვაუჩერის გამოყენება ერთჯერადად შეგიძლიათ. შემოდგომის ყუთის სასტუმროს ვაუჩერის  გამოყენების ვადაა: 31.11.2022.

როგორ დაჯავშნოთ სასტუმრო?

მას მერე, რაც შერჩეული სასტუმრო უკვე ხელთ გექნებათ, უნდა მისწეროთ Travel Box-ის ადმინისტრაციას ელ.ფოსტაზე, ფეისბუკის ან ინსტაგრამის გვერდებზე. სასტუმროში განთავსებისთვის წინასწარი რეზერვაცია აუცილებელია.

ბოლოს კი წარმოგიდგენთ იმ რეგიონებს, სასტუმროებსა და შეთავაზებებს, რომლებიც ამ ეტაპზე Travel Box-ის სიაშია:

  • კახეთი – კაჭრეთის ამბასადორი (საუზმით, ძველი შენობა, კვირა-ხუთშაბათი), ახაშენი ღვინის კურორტი და სპა (საუზმით), შატო მერე (საუზმით), ზუზუმბო რეზორტი და სპა (საუზმით), ჰოლიდეი ინნ თელავი (საუზმით), ამპელო (საუზმით);
  • სამცხე-ჯავახეთი- ქრაუნ პლაზა ბორჯომი (საუზმის გარეშე), სასტუმრო ბორჯომი ლიკანი და სპა (საუზმის გარეშე); 
  • სამცხე-ჯავახეთი (სამთო კურორტი)- რუმს კოხტა (საუზმით), ბრისტოლ ბაკურიანი (საუზმით);
  • მცხეთა-მთიანეთი- ინტურისტი ყაზბეგი (საუზმით);
  • მცხეთა-მთიანეთი (სამთო კურორტი)-მარკო პოლო გუდაური (საუზმით);
  • სამეგრელო- ლეთო (საუზმით);
  • იმერეთი- ახალი საირმე (საუზმით);
  • აჭარა- მირამარ ლაქშერი რეზიდენსი (საუზმის გარეშე), ლიც რეზორტი (საუზმით);
  • გურია – ვინდჰემ ტრეიდმარკ გრიგოლეთი ბიჩ რიზორტი (საუზმით). 
  • სასაჩუქრე ვაუჩერის არჩევის შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ შემოდგომის სამოგზაურო ყუთს, სადაც იქნება ვაუჩერი, ყველა რეგიონის სასტუმროების ჩამონათვალით. თქვენი სასურველი რეგიონის შესარჩევად დაუკავშირდით კომპანია „თრეველ ბოქსს”.


[R]

უკრაინელი ანიმატორები მშვიდობისთვის ბრძოლას მუსიკალური ვიდეოთი გადმოგვცემენ

ჩინეთის კოსმოსურმა ჯგუფმა მთვარეზე ახალი მინერალი აღმოაჩინა!