in

გადავდოთ თუ არა საზღვარგარეთ მოგზაურობა კორონავირუსის გამო?

Photo Credit: CNBC

კორონავირუსის გავრცელებისთანავე, მთელს მსოფლიოში გაჩნდა კითხვა, შევწყვიტოთ ან გადავდოთ, თუ არა საზღვარგარეთ მოგზაურობა?!

 

და თუ უცხოეთში დაგეგმილი მივლინების ან თუნდაც, შვებულების გამო ნერვიულობ, გახსოვდეს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, ამოსავალი, შენივე ჯანმრთელობა და უსაფრთხოება უნდა იყოს. ამიტომ, აუცილებლად გადაამოწმე და გაითვალისწინე COVID-19-ზე გავრცელებული უკანასკნელი ცნობები.

აი, რა უნდა ვიცოდეთ ! ! !

რა არის კორონავირუსი?  

კორონავურუსი, იგივე COVID-19 რესპირატორული დაავადებაა, რომელიც ადამიანიდან ადამიანზე გადადის. 80% სპეციალური მკურნალობის გარეშე უმკლავდება (გამოკეთდება). ვირუსი, პირველად, ჩინეთში (ქალაქი ვუჰანი) გამოჩნდა და ახლა 40-მდე ქვეყანაშია გავრცელებული. დაახლოებით, 82 000 შემთხვევიდან, 78 000 ჩინეთში დაფიქსირდა. რისკ ჯგუფში შედიან ასაკოვანი ადამიანები და ისინი, ვისაც ქრონიკული დაავადებები, მაგალითად, ჰიპერტონია, გულის დაავადებები, დიაბეტი და ა.შ. აქვს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით (WHO), 26 თებერვლის მონაცემებით, კორონავირუსით გარდაცვალების 2,800 შემთხვევა დაფიქსირდა. დაახლოებით, 28 000 ადამიანი კი სრულად გამოჯანმრთელდა. ვუჰანში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2%-დან 4%-მდეა. სხვა ქვეყნებში – 0.7%, რაც ბოლო წლებში გავრცელებულ ვირუსულ ინფექციებზე მნიშვნელოვნად დაბალია. მაგალითად, 2003 გამოვლენილი SARS-ის შემთხვევაში, სიკვდილიანობის მაჩვენებელი 10% იყო, 2012 წელს გავრცელებული MERS-ის დროს კი – 35%.

რომელ ქვეყნებში არ უნდა ვიმოგზაუროთ?  

ვირუსის პოტენციურ გადამტანად ითვლება, ის ვინც, ბოლო პერიოდში, მაღალი რისკის მქონე ქვეყნებში [ჩინეთი, ირანი, იტალია, სამხრეთ კორეა, იაპონია] იყო. გადადების ყველაზე დიდი რისკის ქვეშ კი – მედიკოსები და უკვე დაავადებულ ადამიანთან კონტაქტის მქონე პირები არიან.

ამ ინფექციის თავიდან ასარიდებლად, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის [CDC] გვირჩევს, თავი შევიკავოთ ნებისმიერი ტიპის მოგზაურობისგან ჩინეთში, რომელიც ვირუსის აფეთქების კერაა. ასევე – სამხრეთ კორეაში, სადაც დაავადების მქონე რაიონებში, შეზღუდულია შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.

CDC გვირჩევს, მაქსიმალურად მოვერიდოთ იტალიაში, ირანსა და იაპონიაში მოგზაურობას. ეს ის ქვეყნებია, რომლებიც, ბოლო დღეებში, ვირუსის აფეთქების ახალ კერებად იქცა. მაგალითად, იტალიაში, ლომბარდიის რეგიონის 11 ქალაქში [მილანთან ახლოს] კარანტინია გამოცხადებული. ვენეციაში კარნავალიც გაუქმდა და ეს ხმაურიანი ქალაქი მოჩვენებათა ადგილ – სამყოფელს დაემსგავსა. თუმცა, ფლორენცია უსაფრთხოა მოგზაურობისთვის, რადგან ვირუსი მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე არ გავრცელებულა.

სად შეიძლება, მოვიძიოთ ინფორმაცია COVID-19-ისა და დაშვებული თუ აკრძალული მარშრუტების შესახებ?

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი / CDC რეგულარულად აახლებს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას. აქვეა რეკომენდაციები კონკრეტულ ქვეყანაში თუ ქალაქში მოგზაურობის შესახებ. WHO, უმოკლეს დროში, პერმანენტულად ავრცელებს და აახლებს ცნობებს COVID-19-თან დაკავშირებულ ყველა დეტალზე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. აქვე პასუხობენ შეკითხვებს მოგზაურობაზე.  New York Times-მა კი, მსოფლიოს მასშტაბით, ვიურსის გავრცელების ინტერაქციული რუკა შექმნა.

უარი ვთქვათ საზღვარგარეთ მოგზაურობაზე? 

ვირუსის გავრცელების ტრაექტორია მუდმივად იცვლება. ამიტომ, რთულია საზღვარგარეთ მოგზაურობის დაგეგმვა. შესაძლოა, ახლა რომელიმე ქვეყანაში არ იყოს ფართოდ გავრცელებული ან საერთოდ დადასტურებული, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ, სიტუაცია შეიცვალოს. თუ უკვე დავჯავშნეთ ბილეთები და დავგეგმეთ მოგზაურობა იმ რაიონებში, სადაც ვირუსია გავრცელებული, უმჯობესია, გაუქმების პროცედურებსა და პირობებს გავეცნოთ. თუ პროვაიდერი კომპანიები, ყოველგვარი ჯარიმის გარეშე, ჯავშნის გაუქმების საშუალებას გვაძლევს, ჩავინიშნოთ კალენდარში ბოლო თარიღი და კიდევ ერთხელ შევაფასოთ სიტუაცია, იმ კონკრეტულ მომენტში.

ბევრი ავიაკომპანია ჩინეთში ფრენებს სპეციალურ ფასად (ფასდაკლებით) ახორციელებს. ამერიკული United, Delta და American კი პირიქით, საერთოდ აუქმებს რეისებს, აპრილის ბოლომდე. ჩვენც აუცილებლად უნდა შევამოწმოთ ჩვენივე ავიაკომპანიის პოლიტიკა ფრენების გაუქმების ან გადადების შესახებ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი, მოგზაურებს, ურჩევს, კარგად აწონდაწონონ გემით მოგზაურობა აზიის ქვეყნებში და პირიქით, ამ კონტინენტიდან სამშობლოში. Norwegian Cruise Lines-ის შემთხვევაში კი საფიქრალი არც არაფერია – კომპანია აუქმებს ან ზაფხულისთვის ცვლის აზიის მიმართულებით დაგეგმილ ყველა კრუიზს.

ის ვინც, 2020 წლის მოგზაურობას ახლა ვგეგმავთ, აუცილებლად უნდა შევიძინოთ სამოგზაურო დაზღვევა – “Cancel For Any Reason” (ნებისმიერი მიზეზით გაუქმება) საშუალებას მოგვცემს, წინასწარ გადახდილი თანხის 50-75% მაინც დავიბრუნოთ.

ამ მომენტისთვის, ნებისმიერი მოგზაურობა დაკავშირებულია COVID-19-ით დაინფიცირების რისკთან. მართალია, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევა არც კი დაუდასტურებიათ, მაგრამ მონაცემები, ძალიან სწრაფად იცვლება. ის ადგილები სადაც ყველაზე მეტი მოძრაობაა [აეროპორტები და რკინიგზის სადგურები] კვლავ რისკის ყველაზე დიდ წყაროდ რჩება.

არ დაგავიწყდეთ, რაც შეიძლება ხშირად დაიბანოთ ხელები და სახე საპნით და თბილი, გამდინარე წყლით, ასევე შეასრულოთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სხვა რეკომენდაციები.

 

წყარო: Lonely Planet

ელექტრომანქანა თვეში 22 დოლარად, რომლის მართვაც 14 წლის ტინეიჯერებსაც შეუძლიათ

კორონავირუსის სამლოცველო – ექიმების მურალები ფრესკების ნაცვლად