როგორ შევთავაზოთ ტურისტული პროდუქტი განსხვავებულად? ამ კითხვაზე პასუხის ძიებისას, ტურისტული კომპანია “ვოიაჟერ 365” უჩვეულო საკომუნიკაციო გადაწყვეტამდე მივიდა. რეკლამა, რომელიც კამპანიის ფარგლებში შეიქმნა, რიო-დე-ჟანეიროში მოგზაურობის მსურველებს ესაუბრება. ვიდეორგოლი 90-იანების დროინდელი სერიალების გაშარჟებული ვარიანტია. საპნის ოპერებისთვის დამახასიათებელი სიუჟეტითა და პერსონაჟების საშუალებით, “ვოიაჟერ 365” მაყურებლებს მოგზაურობისკენ სახალისოდ მოუწოდებს. რეკლამის მთავარი გმირების როლს მსახიობები ილო ბეროშვილი და ანი ბებია ასრულებენ. “ვიაჟერ 365” ქართულ ტურისტულ ბაზარზე 2019 წლის დასაწყისში გამოჩნდა და როგორც კომპანიაში აცხადებენ, განსხვავებული კონცეფციის კამპანიების საშუალებით გადაწყვიტა პოზიციონირება. კამპანიის კონცეფციასა და მოგზაურობის დეტალებზე “ვოიაჟერ 365”-ის დირექტორს, გვანცა გოცირიძეს, ვესაუბრეთ.
M: უფრო ვრცლად, რას მოიცავს კამპანია?
რგოლი მომხმარებლებს ახსენებს ნოსტალგიურ მომენტებს ბავშვობიდან. ჩვენ თაობას მკაფიოდ ახსოვს პორტუგალიური სერიალების ეპოქა. მთავარი გმირი, ხუან ბასტარდ ბეკონი (ილო ბეროშვილი), რომელიც ბრაზილიიდან გამოაგდო, მისმა ბოროტმა ძმამ, ალფონსო ბეკონმა, ცდილობს დაიბრუნოს მამულები. ამისთვის სჭირდება 30 კაციანი ამალა (ჯგუფური ტური შედგება 30 ადამიანისგან). ჯგუფის წევრები მიიღებენ “ვოიაჟერ 365-ის” მონეტებს და შემდეგი ტურის შეძენის დრო თითოეული მათგანი ისარგებლებს 200 ლარიანი ფასდაკლებით.
M: რატომ აირჩიეთ მოგზაურების მსურველებთან კომუნიკაციის ასეთი მიდგომა?
“ვოიაჟერი” ცდილობს, თითოეული პროექტი შეფუთოს კრეატიულად, არ გვინდოდა გამოგვეყენებინა სტანდარტული მოწოდება. ვფიქრობთ, ეს კამპანია არის სახალისო და ნოსტალგიური. ამავდროულად, მომხმარებელი მარტივად აღიქვამს ჯგუფის გამყოლების ხასიათს. ტური შედგება 9-18 აგვისტოს. რეგისტრაცია კი 31 ივლისამდეა შესაძლებელი.
M: ვინაა სამიზნე სეგმენტი, ვისაც ამ კამპანიის საშუალებით ესაუბრებით?
ადამიანები, რომლებსაც ყოველთვის უნდოდათ მოგზაურობა ბრაზილიაში. ვესაუბრებით მათ ვისაც მარტო მოგზაურობა არ მოსწონს და ყველას ვისაც უნდა რომ დაუვიწყარი მოგონებები შექმნას.
M: გვიამბეთ მეტი თქვენს კომპანიაზე. რა გამოგარჩევთ ტურისტულ ბაზარზე?
ტურისტული კომპანია “ვოიაჟერ 365”, 2019 წლის 1 იანვირდან ოპერირებს ბაზარზე. ეს არის სტარტაპი, რომელიც ცდილობს დაარღვიოს სტანდარტული ტურისტული კომპანიის კლიშეები და მომხმარებელს უსაუბროს სხვადასხვა თემატური კამპანიების საშუალებით. მაგ: ბაზარზე შემოვედით ვიდეორგოლით, რომელშიც მომხმარებლებს ვუყვებოდით მონა-ლიზას მოგზაურობის ამბავს. შემდეგ კი, ვეკითხებოდით, რა აკლიას მას? სწორი პასუხის ავტორებმა მიიღეს წამახალისებელი საჩუქრები კომპანიისგან.
M: თქვენ მიერ უკვე განხორციელებულ სხვა კამპანიებზეც მოგვიყევით…
ვფიქრობ, ჩვენი ერთ-ერთი საინტერესო პროექტია „ზუგრჩანთა“, რომელიც POST TV-თან ერთად შეიქმნა. გიორგი კალანდაძე და მარიამ რატიანი, მომხმარებლების მაგივრად მოგზაურობენ ევროპის პოპულარულ ქალაქებში, ეძებენ საუკეთესო ადგილებს, მონუმენტურ ძეგლებს, მუზეუმებს, საკვებ ობიექტებს… ცდილობენ ყველა საჭირო ინფორმაცია მიაწოდონ აუდიტორიას, რისი ცოდნაც საჭიროა მოგზაურობისას. ჯერჯერობით, ავითვისეთ 4 ქალაქი: პრაღა, ბერლინი, ვროცლავი და ვარშავა. სამომავლოდ, ვგეგმავთ გავაკეთოთ რამდენიმე გადაცემა საქართველოს შესახებ.
[R]