იელის ემოციური ინტელექტის ცენტრში ადამიანებს ასწავლიან, როგორ ამოიცნონ, გაიგონ, იარლიყი მიანიჭონ, გამოხატონ და დაარეგულირონ საკუთარი და სხვების გრძნობები — ამას RULER ტექნიკა ეწოდება. რეალურად, „აზრობრივი სიტყვების“ სწავლა კი მათ ეხმარება, უფრო ზუსტად გამოხატონ თავი, გაიგონ გარშემომყოფების შეგრძნებები თუ ემოციები…
ტერმინები, რომლებიც არასწორად გვესმის, ე. წ. „ბუნდოვანი სიტყვებია“ — აქ ძირითადად მოიაზრება ტრავმა, ნარცისიზმი და დეპრესია. მათი არასწორი გამოყენება კი მკაფიო კომუნიკაციას უშლის ხელს. სტატიაში სწორედ მართებულ ახსნას შემოგთავაზებთ, რათა გაურკვევლობა თავიდან აიცილოთ.
ტრავმა
ხშირად გვესმის, როგორ ამბობს ახლობელი, რომ ტრავმირებულია. სინამდვილეში კი განიცდის მწუხარებას, სტრესს ან მუდმივ შფოთვას. ეს არის ემოციები, რომლებსაც ადამიანები ჩვეულებრივ გარდამავალი პერიოდის, არასტაბილურობის, გაურკვევლობისა და დანაკარგების დროს განიცდიან. ხოლო უშუალოდ „ტრავმას“ უმეტესად არასწორად იყენებენ ცხოვრებისეული მოვლენების აღსაწერად — ეს მეტ დისკომფორტს ქმნის.
ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცია განმარტავს კლინიკურ ტრავმას, როგორც „ემოციურ პასუხს ისეთ საშინელ მოვლენაზე, როგორიცაა უბედური შემთხვევა, გაუპატიურება ან სტიქიური უბედურება. შოკი და უარყოფა დამახასიათებელია მოვლენისთანავე. გრძელვადიანი რეაქციები მოიცავს არაპროგნოზირებად ემოციებს, მოგონებებს, დაძაბულ ურთიერთობებს და ფიზიკურ სიმპტომებსაც კი, როგორიცაა თავის ტკივილი ან გულისრევა.
თუ თქვენ აღწერთ საკუთარ თავს, როგორც ტრავმირებულს, როდესაც უბრალოდ გადატვირთული ხართ, შეიძლება სწორად ვერ განსაზღვროთ კონკრეტული ქმედებები — მაგალითად, ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება.
ნარცისიზმი
ტერმინი „ნარცისი“ ადამიანზე „თავდასხმის“ ხერხად იქცა, რომელსაც ზედმეტად მაღალი თვითშეფასება და ყურადღების მიქცევის სურვილი ახასიათებს. რეალურად, ეს თვისებები თავდაცვის საშუალებები უფროა, ვიდრე პიროვნული თვისებები ან უცნობ კულტურაში ქცევის ხერხი.
თუ ვინმე აკეთებს ისეთ რამეს, რასაც თქვენ უგულებელყოფად ან ეგოისტურად თვლით, ეს თავისთავად არ აქცევს მას ნარცისად. და ვინმესთვის ამ იარლიყის მიწებება იშვიათად მოსდევს პროდუქტიული შედეგები.
ჯანსაღი ეგო საშუალებას გვაძლევს, პოზიტიური თვითშეფასება გვქონდეს და აუცილებელი საზღვრები დავადგინოთ, რომლებიც მნიშვნელოვანია ურთიერთობებსა და მიზნების მიღწევაში. ხოლო რაც შეეხება ამ ტერმინის ნამდვილ განმარტებას, ეს არაჯანსაღი მდგომარეობა იწვევს ეგოცენტრიზმს და სხვების გრძნობებისადმი გულგრილობას. უკიდურეს შემთხვევაში, ნარცისი ვერ ახერხებს ემპათიურობის თუ მნიშვნელოვანი კავშირების შენარჩუნებას, რასაც საბოლოოდ პათოლოგიურ უკიდურესობამდე მიჰყავს.
ნარცისიზმის ჯანსაღ მდგომარეობასთან აღრევამ შეიძლება გაართულოს საკუთარი თავის ან საზღვრების დაცვა. ჯანსაღ ურთიერთობაში კი არამარტო ნორმალურია, არამედ აუცილებელიც კია მოითხოვო ის, რაც გჭირდება და გააკეთო ეს განკითხვის შიშის გარეშე.
დეპრესია
ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცია დეპრესიას განმარტავს, როგორც „უკიდურეს მწუხარებას ან სასოწარკვეთას, რომელიც რამდენიმე დღეზე მეტ ხანს გრძელდება. ის ერევა ყოველდღიურ ცხოვრებაში და შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკური სიმპტომები, როგორიცაა ტკივილი, წონის დაკლება ან მომატება, ძილის დარღვევა ან ენერგიის ნაკლებობა.
ამ აშკარა განმარტების მიუხედავად, ტერმინი „დეპრესია“ სხვადასხვა უსიამოვნო განცდის აღსაწერად ხშირად გამოიყენება. თავის მხრივ, ეს არასწორია, რადგან დეპრესიასთან მიახლოებულ ბევრ ემოციას ძალიან განსხვავებული ფსიქოლოგიური მიზეზები და, შესაბამისად, მკურნალობის გზების აქვს.
მაგალითად, „იმედგაცრუება“ დაკავშირებულია შეუსრულებელ მოლოდინებთან; ეს ნიშნავს რაღაც მიმართ ნდობის ან ენთუზიაზმის დაკარგვას.
რა სარგებელი აქვს იმის ზუსტად თქმას, რასაც რეალურად ვგრძნობთ?
„როცა სიტყვები არ გვაქვს ჩვენი გრძნობების აღსაწერად, ეს არა მხოლოდ ფრაზების ნაკლებობას ეხება არამედ საკუთარ ცხოვრებაში ავტორიტეტის განცდის დაკარგვასაც“, — წერს ერთ-ერთი ფსიქოლოგი Allowing Feeling-ში.
RULER-ის დახმარებით, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომა სოციალურ და ემოციურ სწავლებასთან დაკავშირებით, აღმოჩნდა, რომ ემოციური უნარების სწავლება ჯერ კიდევ სკოლამდელ ასაკში იწვევს პოზიტიურ შედეგებს, მათ შორის ჯანსაღი კომუნიკაციისა და კარგი ურთიერთობის მხრივ.
ჩვენ ყველას შეგვიძლია ვისარგებლოთ ჩვენი ლექსიკის გაფართოებით და ბუნდოვანი სიტყვების უფრო ზუსტი სიტყვებით ჩანაცვლებით. ჩვენი კომუნიკაცია და ურთიერთობები სწორედ მათზეა მასზეა დამოკიდებული.