ბრენდმა “Temptations Cat Treats”, რომელიც “Whiskas”-ს ეკუთვნის ახალი სარეკლამო კამპანია “Packattack” წამოიწყო. მრავალფეროვანი კონცეფციის ფარგლებში კამპანია ცდილობს დაგვანახოს თუ რა მოზდით კატებს, როდესაც მათ ძალიან შიათ.
ნებისმიერი კომპანია, რომელიც სარეკლამო პოსტერებს ბეჭდავს ცდილობს ქუჩაში დაუზიანებლად გააკრას. “Temptations Cat Treats”-ის შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარად აღმოჩნდა.
პროექტის ავტორებმა ერთ ოთახში, სადაც მათი პროდუქცია ელაგა ექსპერიმენტში მონაწილე მშიერი ცხოველები შეიყვანეს. ცხოველებმა პლაკატები და ყუთები დახიეს იმის იმედად, რომ შიგნით საჭმელი იდო. დახეული ბეჭდური მასალა გარე რეკლამად იქცა, როგორც მაგალითი იმისა, თუ როგორ უყვართ ცხოველებს ბრენდის საჭმელი.
ექსპერიმენტში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. გადაიღეთ თქვენი კატის რეაქცია, ატვირთეთ სოც-ქსელში და დაუსვით ჰეშტეგი #Packattack.