in

დრონები, რომლებიც ხეებს რგავენ

მიანმარში, კერძოდ, იანგონში, 2018 წლის სექტემბერში დარგული ხეები უკვე ნახევარი მეტრის სიმაღლისაა. ეს ხეები დრონებმა დარგეს. ეს კი დასტურია იმისა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებს დიდი წვლილი შეუძლიათ, შეიტანონ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში.

სტარტაპმა, სახელწოდებით Biocarbon Engineering, რომელიც დრონებს ამზადებს, შეისწავლა, თუ რომელი სახეობების რა პირობებში დარგვაა რეკომენდირებული. თავდაპირველად დრონები მონიშნავენ რუკაზე ადგილს, აგროვებენ ამ ადგილზე ტოპოგრაფიისა და ნიადაგის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას და შემდეგ ამ ინფორმაციას უტარდება შესაბამისი ანალიზი. ბოლოს კი, ირჩევა ის ადგილები, სადაც თესლი უნდა მოთავსდეს. შემდეგ უკვე, არჩეულ ადგილზე დრონი ცეცხლსასროლი იარაღით ისვრის სპეციალურ ბიოდეგრადირებად ამპულას, რომელშიც თესლთან ერთად მოთავსებულია ნიადაგის გამანოყიერებელი.

რაში სჭირდება დედამიწას დრონების მიერ დარგული ხეები?

2018 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, სანაპირო ზოლზე არსებული მწვანე საფარსა და ხეებს ნახშირორჟანგის ძალიან დიდ რაოდენობასთან “გამკლავება” უწევთ, ვიდრე ჩვეულებრივ, ხმელეთზე არსებულ ტყეს. შედეგად, სანაპირო ზოლის ტყეები მასობრივ განადგურებას განიცდიან. გარდა ამისა, ისინი, ერთგვარად წარმოადგენენ ბარიერს ციკლონების დროს და იცავენ საცხოვრებელ ადგილებს. მსგავსი ბუნებრივი მოვლენების დროსაც, რასაკვირველია, ნადგურდება ტყე. 2008 წელს სანაპირო ტყის საფარის შემცირებული რაოდენობის გამო 100 000 ადამიანი დაიღუპა.

საბოლოო ჯამში, დედამიწაზე, ფაქტობრივად, სანაპირო ზოლის 350 000 ჰექტარზე გაქრა ტყე. ეს ადგილები კი დაახლოებით მილიარდი ხის დარგვას საჭიროებენ. ამ რაოდენობის ხეების დარგვა კი უდიდეს ადამიანურ რესურსს მოითხოვს, დრონები კი ამ საქმეს ძალიან ამარტივებენ. 10-მა დრონს ორი ადამიანის მართვის შედეგად შეუძლია, დღის განმავლობაში 400 000 ხე დარგოს.

დრონებით ხეების დარგვა ამასობაში ერთგვარ პროფესიადაც იქცა. ზოგადად, მსოფლიოში უკვე ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს იმისა, თუ როგორ უწყობს ხელს “მწვანე საქმიანობა” დასაქმების მაჩვენებლის გაზრდას.

“ეს საქმიანობა ერთგვარი საარსებო წყაროა. ჩვენ უნდა შევქმნათ გრძელვადიანი სამუშაო ადგილები, რომლებიც ხელს შეუწყობს დედამიწაზე ცოცხალი, მწვანე გარემოს შექმნასა და შენარჩუნებას. და რაც უფრო მეტ შედეგს ხედავენ ამ პროცესში დასაქმებული ადამიანები, მით მეტად აქვთ სტიმული ამ სფეროში გააგრძელონ საქმიანობა,” – ამბობს Biocarbon Engineering-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

დღეს, როცა უკვე ამაზონისა და ავსტრალიის უამრავი ჰექტარი ტყის საფარის მძაფრ შემცირებას განიცდის, მგონი რომ ადამიანურ რესურსთან ერთად ტექნოლოგიური რესურსის გამოყენებაც ძალიან აქტუალური და საჭირო გახდა. ჰაერის დაბინძურების პრობლემის გამო, დღეს, ისე როგორც არასდროს, პლანეტა ძალიან საჭიროებს ხეების სიმრავლეს. ამიტომაც, ყველა ძალა და ღონეა საჭირო, რომ აღდგეს ის, რაც აქამდე იყო და გაჯანსაღდეს გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ.

სტატია მომზადებულია CENN-თან პარტნიორობის ფარგლებში

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

საჩუქრები, აქციები, ფასდაკლებები და მეტი პოზიტივი ყველას!

ACAG ევროპის საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის წევრი გახდა