2008 წლის აგვისტოს ომის დროს, რუსული სამხედრო ავიაციის თავდასხმის შედეგად ბორჯომის ხეობაში 1000 ჰექტრამდე ტყის საფარი განადგურდა. 2017 წლის ზაფხულში გაჩენილი ხანძრის შედეგად კი უნიკალური ტყის 750 ჰექტარი დაიწვა. ხის დარგვის ინოვაციურმა ქართულმა პლატფორმამ Treepex, საახალწლო საჩუქრების ბარათები გამოუშვა, რომლებზე დატანილი უნიკალური კოდების საშუალებით, ხეები ბორჯომის გადამწვარ ტყეში დაირგვება. სტარტაპი ხეების მოვლაზე ხუთწლიან პასუხისმგებლობასაც იღებს.
„თრიფექსს“ სამი სახის ბარათი აქვს. კომპანიის ვებ-გვერდზე (treepex.com) რეგისტრაციის გავლის შემდეგ, ბარათზე დატანილი კოდის საშუალებით ხის დარგვაა შესაძლებელი. პირველი ეტაპის გავლის შემდეგ, მომხმარებელის ანგარიშში ხის ელექტრონული სერტიფიკატი გამოჩნდება, სადაც იმ კომპანიის სახელი იქნება დატანილი, ვისგანაც სასაჩუქრე ბარათი მიიღო. უკვე ხის დარგვის შემდეგ კი მის მფლობელი ხის ფოტოს და გეოგრაფიული ადგილმდებარეობის კოორდინატებს მიიღებს. მფლობელს ნებისმიერ დროს შეეძლება ადგილზე ხის მონახულება. სციალური NFC მიკროჩიპის საშუალებით, რომელიც თითოეულ ხეს უმაგრდება, თრიფექსი განახლებულ ინფორმაციას აწვდის მფლობელს თავისი ხის შესახებ.
კომპანიების წასახალისებლად და ბორჯომში განადგურებული ტყის საფარის აღსადგენად „თრიფექსს“ სხვადასხვა აქტივობასაც გეგმავს, მათ შორის ჯგუფურ ფოტოსესიებს, სოციალურ ქსელებში კომპანიის პოპულარიზაციასა და ვიდეო რგოლის დამზადებას.