in

Treepex –  ქართული სტარტაპი, რომელიც თქვენს  სახელს დედამიწაზე 300 წელი დატოვებს

Startauperi
Startauperi

„მე და ბაჩო ხაჩიძემ დავიწყეთ მუშაობა  „სტარტაპ”-ზე , რომლის მიზანიც იყო მობილური აპლიკაციის მეშვეობით, ჩვენთვის უცნობი ადამიანებისთვის  ხის დარგვაზე გამოწვევის გაგზავნა.   რეალობამ გვაჩვენა,  რომ ხის დარგვა არც ისე მარტივია და ამას ბევრი ვერ ახერხებდა. ამიტომ,  დავფიქრდით ,  როგორ იქნებოდა შესაძლებელი, ადამიანს გაეკეთებინა ის,  რასაც ჩვეულებრივ აკეთებს ყოველდღიურობაში, მაგრამ ამ ქმედებით ხე დარგულიყო . ასე დაიბადა Treepex-ი“,–ამბობს Treepex–ის თანადამფუძნებელი  ლაშა კვანტალიანი.

M: კონკრეტულად რას გულისხმობს Treepex–?

„თრიფექსი“ ეს არის „მწვანე ბრენდ ნიშანი“, რაც მომხმარებლისთვის შემდეგს ნიშნავს – თუ ის  იყიდის რაიმე ნივთს, რომელსაც Treepex  ლოგო თან ახლავს, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე კიდევ ერთი ხე დაირგვება მის სახელზე. ამისთვის რამდენიმე მარტივი რამ უნდა გავაკეთოთ: 1. მომხმარებელმა უნდა გადმოწეროს ჩვენი აპლიკაცია (ის ხელმისაწვდომია როგორც iOS-სთის, ასევე Android  ტელეფონებისათვის) 2. „დაასკანეროს“  QR კოდი, რის შემდეგაც გააქტიურდება ფოტო კამერა.  3. გადაუღოს ფოტო პროდუქტს, რომელსაც QR კოდი მოყვა.  4. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ გააზიაროთ სოციალურ ქსელში, „ჰეშთაგით“ #დარგეხე, რათა კიდე უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს აქციაში.

treepex 1M: სად ირგვება ხეები და კონკრეტულად რა სახეობის ხეები დაირგვება?

ხეები დაცულ ტერიტორიებზე დაირგვება, ძირითადად  იქ, სადაც ისეთი ქართული სახეობების აღდგენის პროცესი მიმდინარეობს, როგორებიცაა: იმერული მუხა, კოლხური მუხა, ქართული მუხა.

M: თქვენ თავად აწარმოებთ გარკვეულ პროდუქციას. მხოლოდ აღნიშნული პროდუქტების ფარგლებში იქნება ხეების დარგვა შესაძლებელი, თუ შესაძლებელია,  Treepex-ის ლოგოს სხვა  პროდუქტებზეც გამოჩნდეს?

დიახ, იმისთვის რომ მომხმარებლები და კომპანიებიც გაეცნონ იდეას, დავამზადეთ გარკვეული ტიპის პროდუქცია. პროდუქციის გაყიდვიდან მიღებული თანხა, უპირველესად, იდეის განვითარებასა და დახვეწას მოხმარდება. თუმცა,  უკვე დავიწყეთ თანამშრომლობა რამდენიმე კომპანიასთან. ასე რომ,   მალე,  Treepex-ის ნიშანი იმ პროდუქტებზეც გამოჩნდება, რომელსაც მომხმარებელი  კარგად იცნობს. გარდა ამისა, ხე რომელიც კონკრეტული ადამიანისთვის დაირგვება და 400-500 წელი იცოცხლებს, ალბათ , დამეთანხმები რომ განუმეორებელი საჩუქარია. რამდენიმე კომპანიამ გადაწყვიტა,  ჩვენი ლოგო თავის კორპორატიულ საჩუქრებს დაურთოს თან.

M: როგორ უნდა გაიგოს მომხმარებელმა, სად დაირგო მისი ხე ან რა მდგომარეობაშია ის ?

როდესაც  დარგვის სეზონი მოვა, ჩვენ დავრგავთ ხეებს. თითოეულ ხეს თან დავურთავთ კონკრეტულ სახელს, გადავუღებთ ფოტოს და დავიმახსოვრებთ ზუსტ (GPS) მდებარეობას. ამ ინფორმაციას მომხმარებელი ელ. ფოსტით  მიიღებს, რაც საშუალებას მისცემს, სურვილის შემთხვევაში, დაცული ტერიტორიებიც დაათვალიერონ და საკუთარი ხეც მოინახულონ.

Treepex

M: რა არის ამ სტარტაპის მიზანი?

სტარტაპის მიზანია,  რომ ნებისმიერ ჩვენგანს მიეცეს საშუალება, თავისი წვლილი შეიტანოს გარემოს გამწვანებაში. რადგან, გარემო თითოეულ ჩვენგანს ეკუთვნის და მასზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის ვალია.

M: ერთ ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ ეს არის ბიზნესი, რომელიც საბოლოოდ უნდა გახდეს მომგებიანი. კონკრეტულად რა აქტივობებს გეგმავთ, რომ პროექტი განვითარდეს და გახდეს მომგებიანი?

ვგეგმავთ, რომ ჩვენ სისტემასთან მოვახდინოთ,  რაც შეიძლება მეტი კომპანიის და მეტი პროდუქტის დაკავშირება, რათა,  მომხმარებელს შეეძლოს იყიდოს ის,  რაც მას უყვარს და, თან, ხე დარგოს. ჩვენ გვსურს,  ეს პროექტი გლობალური გახდეს. რა თქმა უნდა,  ეს ადვილი არ არის. მაგრამ თუ ამაში თითოეული ჩვენგანი მიიღებს მონაწილეობას, ვფიქრობ,  ეს მისიაც შესრულებადია.

treepex

Vere Loft – პირველი საერთაშორისო სტანდარტების საერთო სამუშაო სივრცე თბილისში !

Old Irish – ქართულ ბაზარზე ახალი ლუდი გამოჩნდა