in ,

Treepex – მოწყობილობა, რომელიც დაბინძურებულ ჰაერს ასუფთავებს! – ქართველი სტარტაპერების პროექტი

ცნობილია, რომ თბილისის ჰაერის დაბინძურების დონე ძალიან მაღალია. ამ პრობლემასთან საბრძოლველად, ბაჩო ხაჩიძემ და ლაშა კვანტალიანმა შექმნეს სტარტაპი Treepex, რომელიც დაბინძურებულისგან სუფთა ჰაერს წარმოქმნის. აქვს სპეციალური კარტრიჯი, რომელიც ჰაერს ასუფთავებს და როგორც ავტორები აცხადებენ, ისეთივე სასარგებლოს ხდის, როგორც ტყის ჰაერს. მოწყობილობა პორტატულია და მისი დამუხტვა უკაბელო წყაროთი არის შესაძლებელი. Treepex-ს აქვს თავისი მობილური აპლიკაციაც, რომელიც ზომავს ჰაერის დაბინძურების დონეს თქვენ გარშემო. პროექტის ავტორების თქმით, ტრიპექსი არამხოლოდ ყოველდღიური დაცვისთვისაა, არამედ ფორსმაჟორული (მაგალითად, საომარი სიტუაციები) შემთხვევებისთვისაც. ტრიპექსის ფასის გაგება მხოლოდ გამომწერებს შეუძლიათ, თუმცა პროექტის თანაავტორ ლაშა კვანტალიანისგან ექსკლუზიურად შევიტყვეთ, რომ კარტრიჯი 9.99$ ეღირება.

BOG
BOG

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/treepexapp/videos/976334705832032/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]

როგორ გავზარდოთ ჩვენი მუშაობის ეფექტურობა და დასვენების საათები ერთდროულად?!

მოზარდებთან დაკავშირებული პრობლემები და ემოციური კავშირი მშობლებთან – Elisa-ს ვიდეორგოლი