in

გინდა უმაღლესი განათლება? ჯერ ხე დარგე! – კანონი ფილიპინებში

ფილიპინებში, უნივერსიტეტში ჩაბარებამდე, აბიტურიენტმა 10 ხე უნდა დარგოს. უმაღლესი განათლების მიღების მსურველ მოსწავლეებს, ამას უკვე კანონი ავალდებულებს. ინფორმაციას გამოცემა Independent ავრცელებს.

„ფილიპინებში, ყოველ წელს, დაწყებით სკოლას 12 მილიონი მოსწავლე ამთავრებს, საშუალო სკოლას – 5 მილიონი, კოლეჯს – 500 ათასი. შესაბამისად, კანონის აღსრულების შემთხვევაში, ყოველ წელს 175 მილიონი ხე დაირგვება. ერთი თაობა 525 მილიარდ ხეს დარგავს“, – ნათქვამია კანონის განმარტებით ბარათში.

კანონის მიხედვით, ხეებს დაცულ ტყეებში, სამოქალაქო და სამხედრო რეზერვაციებში, მიტოვებულ მაღაროებსა და ქალაქებში დარგავენ. ხეები უნდა შეესაბამებოდეს ადგილმდებარეობას, კლიმატს და რელიეფს.

ორი კაცი ზის და სილას აწნის… – რისი რეკლამა შეიძლება იყოს?

საქართველოში მუსიკალური საკუთრების დაცვა ინოვაციური ტექნოლოგიით იქნება შესაძლებელი