TREESPOND – ქართულ სტარტაპ TREEPEX-ის კრეატიული კამპანიაა კრიპტოვალუტა OXYN-ისთვის, სააგენტო WINDFOR’S-ის შესრულებით, რომელიც 29 ივლისს ჩაეშვა. კამპანია ეპატიჟება ყველას მსოფლიოდან, რომ ექსტრაორდინარული გზით უპასუხოს უმეცრებას კლიმატური ცვლილებების პრობლემებზე. TREESPOND-ის ძირითადი ანტაგონისტი არის დონალდ ტრამპი, ყველაზე ფართო მედიასცენიდან, რომელიც გარემოსდაცვით საკითხებზე არაკომპეტენტურ განცხადებებს ძალიან ხშირად აკეთებს.
https://www.youtube.com/watch?v=YDSbufFxZok
TREESPOND არის პირველი კამპანია, რომელიც წარმოაჩენს „ოქსინს“ – კრიპტოვალუტას Blockchain Ecosystem for Green Community – ბლოქჩეინ ეკოსისტემა მწვანე საზოგადოებისთვის, რომელიც სხვა ციფრული ფულისგან განსხვავებით, ნაკლებ ენერგიას მოიხმარს. „ოქსინი“, რომელიც „ტრიფექსის“ შემქმნელებს, ლაშა კვანტალიანსა და ბაჩო ხაჩიძეს ეკუთვნით, მწვანედ მოაზროვნე ადამიანებზეა ორიენტირებული და უნდა, რომ თავისი არსებობით, ადამიანებს დაეხმაროს გარემოსდაცვითი საკითხების მოგვარებაში, დედამიწის გადარჩენაში. როგორც კი ტრანზაქციას ასრულებ „ოქსინით“, ნაწილი ფული ერიცხება გარემოსდაცვით ორგანიზაციებს, თავიანთი პროექტების შესასრულებლად. რაც უფრო მეტს მოიხმარ ამ კრიპტოვალუტას, მით უფრო ზრუნავ დედამიწაზე. TREESPOND-ის შემთხვევაში, როცა ყიდულობ 10 ხეს, საჩუქრად იღებ 2000 ოქსინს, რომელსაც შენი სურვილის მიხედვით, ნებისმიერ რამეში გამოიყენებ.
სპეციალურად შექმნილ ვებპლატფორმაზე – www.treespond.com – ადამიანებს შესაძლებლობა აქვთ, იპოვონ გარემოსდაცვით საკითხებზე ტრამპის ყველა გამონათქვამი, როგორიცაა: ყველა გამონათქვამი შეფასებულია უმეცრების სკალაზე, რომელიც სპეციალურად ამ პროექტისთვის შეიქმნა და რაც უფრო სულელურია განცხადება, მით მეტი ხის დარგვაა საჭირო მის გასაბათილებლად. ადამიანებს, ასევე, შეუძლიათ, მეგობრები მოიწვიონ, რომ უფრო სწრაფად აღმოიფხვრას ტრამპის გამონათქვამი.
ჩვენ შევფუთეთ „ოქსინი“ და გავაკეთეთ კამპანია TREESPOND, რომელიც ძირითადად, არის ამერიკელებისთვის და განსაკუთრებით, კალიფორნიაში მცხოვრები ადამიანებისთვის იმიტომ, რომ ამ შტატში აინტერესებთ და ესმით ეს საკითხი. ჩვენ შევაგროვეთ ტრამპის გამოსვლები, ტვიტები გარემოსდაცვით საკითხებზე, რომელიც ნელ-ნელა გაიხსნება პლატფორმაზე. ამ შემთხვევაში, იუმორი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგალითად, ცოტა ხნის წინ, რაღაც დაპოსტა და გადავწყვიტეთ, რომ 1 მილიონიანი კვოტა ჰქონდეს ამ კონკრეტულ გამონათქვამს – 1 მილიონი ხე უნდა დაირგოს, რომ გაბათილდეს ის. ჩვენ ვყიდით ტრამპის სისულელე ტვიტებს და სანაცვლოდ, ვრგავთ ხეებს, რომელიც რეალურად, სექტემბრის მეორე ნახევრიდან განხორციელდება სიერაში. სამომავლოდ, კიდევ გაიზრდება ის ადგილები, სადაც TREESPOND კამპანიის ფარგლებში დაირგვება ხეები, – ბექა მეფარიშვილი, WINDFOR’S-ის აღმასრულებელი კრეატიული დირექტორი.
როგორც კი გამონათქვამი არის “Treesponded”, „ამერიკის ტყის ასოციაციასთან“ პარტნიორობით, გარკვეული რაოდენობის ხეები დაირგვება კალიფორნიის ტყეებში, სიერაში, სადაც ამჟამად, ხანძარია. კონტრიბუტორები ხეების დარგვისთვის მიიღებენ სპეციალურ სერტიფიკატსა და რეგულარულ ფოტოგანახლებებს, პროცესის მონიტორინგისთვის.
Credits
Client: OXYN
Agency: WINDFOR’S
Creative Chairman – Vato Kavtaradze
Creative Director – Bibi Asatiani
Executive Creative Directors – Beqa Meparishvili, Nino Gordeladze
Strategic Planner – Tsotne Mazmanishvili
Senior Art Director – Mari Sukhishvili
Senior Copywriter – Irina Sakvareidze
Copywriter – Aleksandre Kokosadze
Client Service Director – Tamar Tsintsadze
Account Manager – Mariam Gogodze
Design Head – Natia Kvaratskhelia
Senior Graphic Designer – Sergo Titenkov
Graphic Designers – Davit Chanadiri, Meko Chikadze
Illustrator – Tamta Malazonia
Web Designer – Zura Chavchanidze
Production:
Executive Producer – Natia Nikoleishvili
CGI – Sandro Nakashidze
Sound Design – Paata “Godfather” Godziashvili