27
Nov
2019

ელექტროველოსიპედი, რომელიც ერთ დამუხტვაზე 200 კილომეტრს გადის

27 Nov 2019

veon
veon


დანიურმა სტარტაპმა Trefecta ახალი ელექტროველოსიპედი გამოუშვა, რომლის გამორჩეული შესაძლებლობები ძრავასა და ბატარეაში მდგომარეობს. მოდელი RDR სამი სახითაა ხელმისაწვდომი. პირველს 250 ვატიანი ელექტროძრავა აქვს, მეორეს 500 ვატიანი, ხოლო მესამეს და ყველაზე მძლავრს 920 ვატიანი ძრავა აქვს. ამ უკანასკნელის ელემენტი, სრული დამუხტვის შემთხვევაში, 200 კილომეტრის გავლას შეგაძლებინებთ. აღსანიშნავია, რომ RDR-ს ნებისმიერი მოდელი მარტივად უმკლავდება რთულ რელიეფზე გადაადგილების პრობლემას.

აღსანიშნავია, რომ დასაწყისისთვის RDR სამხედრო მიზნებისთვის შექმნეს, თუმცა, მისი შეძენა უკვე სამოქალაქო პირებსაც შეუძლიათ. თუმცა, მოდელის ფასი 7740 დოლარიდან იწყება.

განხილვა