30
Nov
2016

ტრენდები, რომლის შესახებაც უნდა იცოდეს ყველა მარკეტერმა და სოციალური მედიის მომხმარებელმა

30 Nov 2016

სოციალური მედიის მომხმარებლების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, თუმცა ამასთანავე იზრდება ის სირთულეები რასაც იგი გვიქმნის. ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით ჩემი და ალბათ ბევრი ადამიანის სიახლეების ზოლში გამოჩნა ახლად არჩეული ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ციტატა: ” მე რომ არჩევნებში ვიღებდე მონაწილეობას, აუცილებლად რესპუბლიკელი ვიქნებოდი. ეს არის ყველაზე სულელი ამომრჩეველთა ჯგუფი ქვეყანაში. მათ ნებისმიერი რამის სჯერად რაც გაშუქებულია Fox News-ის მიერ. მე ვიტყოდი ტყუილებს და ისინი მაინც დაიჯერებდნენ და შემიძლია სანაძლეო დავდო რომ ჩემი რეიტინგი ძალიან მაღალი იქნებოდა. ბევრმა ადამიანმა არც იცის რომ ეს ციტატა სინამდვილეში სიცრუეა, ტრამპს ეს არასდროს უთქვამს, თუმცა იმდენმა ადამიანმა გააზიარა ეს სოციალურ ქსელში რომ საკმაოდ სარწმუნოდ გამოიყურებოდა. ეს არის ერთ-ერთი მაგალითი იმ ცრუ ინფორმაციის რაც სოციალური მედიის საშუალებით ვრცელდება და ადამიანებს ხშირად არ შეუძლიათ ტყუილ-მართალის გარჩევა. ეს კი მხოლოდ დასაწყისია იმ სირთულეებისა რასაც სოციალური მედია ქმნის დღეს.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ჰდ ტრენდები მარკეტინგში

სტატისტიკის მიხედვის მარკეტერები უფრო და უფრო მეტ თანხას ხარჯავენ რეკლამაზე სოციალურ მედიაში, ჯურნალმა Time-მა ფეისბუქის სიახლეთა ზოლს უწოდა „ყველაზე ღირებული ბილბორდი დედამიწაზე“ ბრენდებისთვის, სელებრითებისთვის და ყველა ჩვენთაგანისთვის. მიუხედავად იმისა რომ სოციალური მედიით ჩვენ მარტივად შეგვიძლია ძალიან დიდი აუდიტორიის მოცვა, პოსტების ორგანული წვდომა სტაბილურად კლებულობს წლების განმავლობაში და ეს არის იმ ალგორითმის გამო რასაც ფეისბუქი იყენებს სიახლეების ზოლისთვის.

თავდაპირველად, ალგორითმების გამოყენება გადაწყდა იმიტომ, რომ გარკვეული პოსტები მიზნობრივად ენახათ იმ ადამიანებს რომლებსაც უფრო მეტად აინტერესებდათ ესა თუ ის საკითხი და არ გამორჩენოდათ მათთვის საინტერესო ისტორიები. მომხმარებელთათვის სოციალურ მედია უფრო მეტად საინტერესო და ჩამთრევი რომ ყოფილიყო ალგორითმი წლების განმავლობაში ძალიან გართულდა. ის ამუშავებს და აგროვებს იმ ინფორმაციას როგორიც არის პოსტები რომელსაც თქვენ იწონებთ, აზიარებთ, ადამიანებს რომელსაც თვალს ადევნებთ და ჯგუფები რომლებშიც  გაწევრიანებულები ხართ. შემდეგ ის კატეგორიას ანიჭებს თითოეულ პოსტს მომხმარებლის მოთხოვნების მიხედვით. ის პოსტები რასაც თქვენ ხედავთ თქვენი სიახლეების ზოლში უფრო ხშირად ალგორითმის მეშვეობით ამორჩეულია ათასობით სხვა პოსტს შორის. ალგორითმი ირჩევს იმ სიახლეებს რომლითაც უფრო დიდი ალბათობაა რომ თქვენ დაინტერესდებით და მოიწონებთ ან უბრალოდ ნახავთ. იმ გვერდებს  რომლებსაც უკვე დიდი რაოდენობის მომხმარებლები ჰყავთ და ამ ყველაფრისთვის მათ გარკვეული ხარჯი გასწიეს ხვდებიან რომ იმისთვის რომ მათი პოსტები რეალურად გამოჩნდეს მათი მომხმარებლის სიახლეების ზოლში უფრო და უფრო მეტი თანხის გადახდა მოუწევთ. ციფრული მარკეტინგის სამყარო უკვე საკმაოდ დიდ შეშფოთებას გამოთქვამს ამის გამო.

ტრენდები1

2016 წლის ივნისში ფეისბუქმა შეცვალა ალგორითმი და მეტი პრიორიტეტი მიანიჭა მეგობრების და ოჯახის წევრების პოსტებს, ანუ ადამიანებს და არა გვერდებს რომლებიც არიან პლატფორმაზე. შესაბამისად ორგანული წვდომა კომპანიის გვერდების ბუნებრივია საკმაოდ შემცირდა კიდევ ერთხელ.

მარკეტერებისთვის ნათელი იყო რატომ გაკეთდა ეს ყველაფერი, ფეისბუქი ცდილობს მარკეტერები აიძულოს მეტი რეკლამა განათავსონ სოციალურ მედია პლატფორმაზე. თუმცა მეორე მხრივ ფეისბუქი მუდმივად ვითარდება რომ პლატფორმა უფრო სასიამოვნო გახადოს მომხმარებლისთვის. ამის მიუხედავად ციფრული მედიის სამყარო გამოთქვამს უყკმაყოფილებას ორგანული წვდომის შემცირებასთან დაკავშირებით Forbes.com-ის მტკიცებით.

შეიძლება გაგაოცოთ (შეიძლება არც) მაგრამ მხოლოდ 2% იმ სიახლეების რომლის გვერდებიც თქვენ მოწონებული გავქთ რეალურად ჩნდება თქვენს სიახლეების ზოლში.

კიდევ ერთი გამოწვევა რაზეც დასავლური მედია აქტიურად წერს  არის  ე.წ. “Filter bubble” რომელიც შექმნა ალგორითმა. ტერმინი ჯერ არ დამკვირდრებული ქართულ საზოგადოებაში მაგრამ ალგორითმი დახმარებით ჩვენ, სოციალური მედიის მომხმარებლები მხოლოდ იმ პოსტებს ვხედავთ ჩვენს სიახლოების ზოლში რომელის შინაარს ვიზიარებთ ან ვეთანხმებით რამაც ჩვენ ყველა უფრო შეგვზღუდა საპირისპირო აზრის მოსმენისგან.

CNN.com-ზე გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით ფეისბუქზე ადამიანი უფრო ხშირად ხედავს იმ პოსტებს რასაც ეთანხმება რადგან ალგორითმი მალავს საპირისპირო აზრის მქონე სიახლეებს, რადგან მიაჩნია რომ თქვენ მათი წაკითხვით არ დაინტერესდებით. ეს ნიშნავს იმას რომ ახალი ამბავი რომელიც ჩნდება თქვენს სიახლეების ზოლში კიდევ ერთხელ ადასტურებს თქვენს პოზიციას და არ გაძლევთ საშუალებას დაინახოთ საპირისპირო აზრის მქონე პოსტები ანუ უფრო სრული სურათი. იმ ადამიანების რაოდენობა რომლებიც ახალ ამბებს სოციალური მედიის დახმარებით იღებენ ყოველდღიურად იზრდება. ამ რეალობაში, ჩნდება შიში რომ “Filter Buble” რეალურ ზეგავლენას მოახდენს ჩვენ გადაწყვეტილებებზე ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ტრენდები 2

ამერიკის არჩევნები შესანიშნავი მაგალითია ამ პრობლემის დასანახად. ამჟამინდელმა ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამაც გააკეთა კომენტარი ამის შესახებ და ნათლად გადმოსცა მისი შეშფოთება სოციალურ მედიაში კარგად შეფუთული ცრუ ინფორმაციის გავრცელების რისკთან დაკავშირებით რომელიც რეალურ საშიშროებას მოიცავს საზოგადოებისთვის და დემოკრატიის შემოდგომი განვითარებისთვის.

ჩვენ გვირჩევნია მოვისმინოთ ის რისიც უკვე გვჯერა, ეს არის ადამიანბის ბუნება. ფეისბუქის ალგორითმიც ამაში ხელს გვიწყობს. Cnn.com-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში ინდიანას უნივერსიტეტის პროფესორი მეცნერი, რომელიც  ცრუ ინფორმაციის გავრცელებას შეისწავლის წერს რომ: “ჩვენ ვართ მანიპულირებულნი სისტემის მიერ და ვხვდებით თავად დამნაშავეები რადგან ის ცრუ ინფორმაცია რასაც ვხედავთ სოციალურ მედიაში და რაც სწორი მიგვაჩნია  ვავრცელებთ ჩვენს მეგობრებში რომლებიც გვენდობიან და ამით უფრო დიდ ჯაჭვს ვქმნით ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში”.

ის საზიანო ინფორმაცია რაც ვრცელდება ფეისბუქის საშუალებით მოიცავს მითებს და ტყუილებს ვაქცინაციაზე, აუტიზმზე და გლობალურ დათბობაზე. ეს საკითხები არის მეტად მნიშვნელოვანი ჩვენი კეთილდღეობისთვის და არცერთ ალგორითმს აქვს იმის ძალა რომ გაარჩიოს ტყუილი სიმართლისგან.

ჩვენი სიახლეების ზოლზე განთავსებული ამბები არის დაფუძნებული ჩვენი წარსულში გაკეთებული ქმედებებით (მოწონებებით, გაწიარებებით და ა.შ.) არ არის საკვირველი რომ ჩვენ უფრო მეტად ისეთ პოსტებს ვკითხულობთ და ვიწონებთ რომელთა აზრსაც ვიზიარებთ. ვერც კი ვგრძნობთ იმას რომ ჩვენ თვითონ ვიქმნით ერთფეროვნებას. არ გვინდა რომ გამოვიდეთ საკუთარი კომფორტის ზონიდან და უფრო ხშირად მოვისმინოთ საპირისპირო აზრი ამით კი ჩვენ თვითონ  ვხვდებით მიკერძოებულნი და მსხვერპლნი ამ სისტემის.

სოციალური მედია განაგრძობს განვითარებას და ცვლილებებს მაგრამ მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ჭკვიანურად გამოვიყენოთ იგი. მარკეტერებმა უკვე ვიცით რომ ორგანული წვდომა პოსტების მცირდება და ეს ტრენდი გაგრძელდება შესაბამისად ონლაინ მარკეტინგული სტრატეგიის გამრავალფეროვნება არის ერთადერთი გამოსავალი რაც უნდა გავაკეთოდ. რაც შეეხება უბრალო მომხმარებლებს, იმისთვის რომ არ გავხდეთ მსხვერპლნი ცრუ ინფორმაციის გავრცელების ალბათ ყოველთვის სჯობს გადავამოწმოთ ფაქტები და სოციალური მედია არ გახდეს ჩვენი ერთდაერთი წყარო ინფორმაციის მიღების.

ავტორი: ეკატერინე სვანიძე – მარკეტინგის მენეჯერი @ topishare.com



განხილვა