in

3 ტრენდი, რაც e-commerce ბრენდებმა უნდა გაითვალისწინონ, 2020 წელს

ელექტრონულმა კომერციამ ამერიკაში, 2019 წელს, $601.7 მლრდ-ს მიაღწია, რაც 2018 წელთან შედარებით, 15%-ით მეტია. ამ ინფორმაციას აშშ-ის კომერციის დეპარტამენტი ავრცელებს. სულ უფრო მეტი ადამიანი გამოიმუშავებს ფულს ონლაინ არხების საშუალებით, ვიდრე სტაციონარული მაღაზიებით. შესაბამისად, ელექტრონულ კომერციაში ბრენდებს მყარი პოზიციის შენარჩუნება სულ უფრო უძნელდებათ. ამიტომაც იქმნება პერსონიზებული, უფრო კომფორტული გამოცდილება მომხმარებლისთვის, რითაც კომპანიები ლოიალური კლიენტების რაოდენობას გაზრდიან. მომხმარებელთან გრძელვადიანი მყარი ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად კი, ბევრი საცალო მოვაჭრე მიმართავს ისეთ ტექნოლოგიებს, რაც, ჯერ კიდევ, რამდენიმე წლის წინ, სრულიად წარმოუდგენელი იყო.

pasha-statiebi
pasha-statiebi

კვლევითი კომპანია CB Insights აკვირდება ელექტრონული კომერციის 14 დიდ ტრენდს, 2020 წლისთვის. სპეციალისტების თქმით, ამ ტრენდებიდან ზოგიერთი ახლა იდგამს ფეხს, მაგალითად 5G ინტერნეტი.

მოდით, გადავხედოთ იმ სამ ტრენდს, რაც საცალო ვაჭრობის ონლაინ სპეციალისტმა უნდა იცოდეს, 2020 წელს:

სიყალბესთან ბრძოლა, AI-ის საშუალებით

თუკი გაყიდვებს Amazon-ის ან Alibaba-ს მსგავსი პლატფორმებით აწარმოებთ, მაშინ, ყალბ ნივთებთან ურთიერთობას შეჩვეული იქნებით. ეს პრობლემა ხელს უშლის მთელ რიგ კომპანიებს, რომლებიც აწარმოებენ ბოტასებს ან თუნდაც, რეზინის მილებს, საბავშვო სავარძლებს და კიდევ უამრავ პროდუქტს. ეს კი, უსაფრთხოების უზრუნველყოფას მოითხოვს. ამიტომაც, აშშ-ის კანონმდებლებმა წარადგინეს “უსაფრთხო შოპინგის კანონი”, რომელიც გამყიდველს ყალბი პროდუქტის გაყიდვის საშუალებას არ მისცემა. ეს, ძირითადად, ისეთ პროდუქტებს ეხება, რომლებიც პირდაპირაა კავშირში მომხმარებლის ჯანმრთელობასთან (სამედიცინო მოხმარების, საკვები პროდუქტები თუ პრეპარატები).

Kennedy-სა და CB Insight-ის ანგარიშის თანახმად, ასეთი პრობლემები კომპანიებისთვის იქცა დამატებით მოტივაციად, საქმეში ხელოვნური ინტელექტი ჩაერთოთ. გასულ წელს, Amazon-მა წარადგინა Project Zero, რომელიც მოიცავს ხელოვნურ ინტელექტს და ყალბი პროდუქტის იდენტიფიკაციის საშუალებას იძლევა. ხოლო სტარტაპებმა Los Altos და RedMarlin შეიმუშავეს მოწყობილობები, რომლებიც პატარა კომპანიებს ყალბ პროდუქტთან ბრძოლაში დაეხმარებათ.

ვიზუალური ძიება

ტექნოლოგია, რომელიც ცოცხალი ნივთის ვიზუალი დასკანერებით ინტერნეტში მსგავს ნივთებს გაპოვნინებთ. ასეთი ტექნოლოგია უკვე აქვს “სამსუნგის” Bixby-ის, რომელსაც Bixby Vision-ის სახელით ვიცნობთ. გასულ წელს, Amazon-მა დაამატა ფუნქციები Show და Tell. შეგიძლიათ Eco Show კამერით გაიგოთ, რა გიჭირავთ ხელში. ვიზუალური ძიება უფრო ყიდვა-გაყიდვის მიმართულებით გამოიყენება, მომხმარებლისა და კომპანიის დასაახლოებლად.

კიდევ არის Pinterest Lens – ინსტრუმენტი, რომელიც 2017 წლიდან მუშაობს და თვის მანძილზე 600 მილიონ ოპერაციას ასრულებს. კომპანიამ, გასულ წელს, ამ ინსტრუმენტს, შოპინგის ფუნქციაც დაუმატა. ასე რომ, თუკი რაიმეს ძებნას დაიწყებთ, ყიდვაც ძალიან ადვილად შეგეძლებათ.

ხმოვანი შოპინგი

პროდუქტების ჭკვიანი ასისტენტების დახმარებით შესყიდვა სწრაფი და მარტივი მექანიზმია. თუნდაც, იმ ახალგაზრდა მშობლებს ჰკითხეთ, რომელთა მცირეწლოვანმა შვილებმაც Amazon-ის Alexa-ს სათამაშოები მაშინ შეუკვეთეს, როცა დედ-მამა არ უსმენდა. მაგრამ მომავლის ხმოვანი შოპინგი ჭკვიანური სპიკერების მიღმა იხედება. მაგალითად, “ამაზონს” აქვს დამატებითი რეალობის სისტემის პატენტი, რომელიც ადამიანის ჟესტებსა და ხმებს არჩევს მაშინ, როცა მომხმარებელი პროდუქტის ვირტუალურ სურათს ხელის აქნევით ათვალიერებს. ამგვარი სერვისი შოპინგს გააადვილებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირებისთვისაც.

არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ტრენდს გაითვალისწინებთ, Kennedy გირჩევთ, ერთ კითხვას გასცეთ პასუხი: გაზრდის ეს მეთოდი კონვერსიას? ტრენდები შეიცვლება, ამიტომ მთავარი შედეგიანობაა.

 

წყარო: inc



როგორ შეიცვალა, საქართველოში, საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობა? 

„მაზდა ცენტრი თეგეტა“, 8 მარტს, ახალი კამპანიით შეხვდა