7
Feb
2019

მომდევნო სამი წლის უმთავრესი ტექნოლოგიური ტრენდები

7 Feb 2019

ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, კომპანიები, რომლებიც ციფრულ და ფიზიკურ ბაზრებზე ეფექტურად ოპერირებდნენ, მაღალი კონკურენტუნარიანობით გამოირჩეოდნენ. დღეს სტანდარტად იქცა, რომ კომპანია ციფრულ სამყაროს უნდა მოერგოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის აქტუალობას დაკარგავს. ციფრულ სამყაროში თავის დამკვიდრება და ტექნოლოგიების რეგულარული დახვეწა დიდი და პატარა კომპანიებისთვის უმთავრეს გამოწვევად იქცა.

pasha-statiebi
pasha-statiebi

 

ტექნოლოგიური ტრენდები ყოველწლიურად ახლდება, თუმცა მხოლოდ მათი მცირე რაოდენობა ახერხებს მასშტაბურად შეცვალოს რაიმე. საკონსულტაციო კომპანიამ Accenture 2019 წლის ტექნოლოგიური ხედვის გარშემო 6672 ხელმძღვანელი გამოკითხა და გამოავლინა ტექნოლოგიური ტრენდები, რომლებიც უახლოესი სამი წლის მანძილზე იქნება აქტუალური.

DARQ მიდგომის დახვეწა

ხელოვნური ინტელექტი (AI) და მანქანური დასწავლა (ML) უკვე დიდი ხანია ჩვეულებრივ ამბად იქცა. DARQ აერთიანებს ახალ ტექნოლოგიებს, რომლებიც ცალ-ცალკეც ფუნქციურია, თუმცა გაერთიანებით მნიშვნელოვან პროგრესს იძლევა ცალკეული ინდუსტრიებისთვის. Accenture-ის კვლევამ ცხადყო, რომ ხელმძღვანელთა 89% უკვე იყენებს, სულ მცირე, ერთ ტექნოლოგიას. რომელ ტექნოლოგიებზეა საუბარი? ესენია: ბუღალტერიის განაწილების ტექნოლოგია, ხელოვნური ინტელექტი, ვირტუალური და დამატებითი რეალობა, კვანტური გამოთვლები.

განაწილებული ბუღალტერია ამცირებს ბიზნესის ხარჯებს და ზრდის მონაცემთა ბაზების ღირებულებას. ხელოვნური ინტელექტი ჩვენს იდეას მატებს ეფექტურობას შემოსავლის, გასავლის, ანალიზისა და ROI-ს თვალსაზრისით. VR და AR პროდუქტებისა და სერვისების სრულიად ახლებურად წარმოჩენაში გვეხმარება. კვანტური გამოთვლის ერა კი გვამცნობს, სად შეიძლება ველოდოთ დადებით შედეგებს და სად არის მოსალოდნელი რისკები.

კიბერსაფრთხეების მიმართ მზაობა

ციფრული სამყარო დღეს უამრავ შესაძლებლობას გვაძლევს, რაც აქამდე არასდროს გვქონია. მისი ძალაუფლება სულ უფრო იმატებს, თუმცა, ამასთან ის უფრო მოწყვლადიც ხდება. ციფრული ინდუსტრიის ზრდასთან ერთად იზრდება კიბერძალადობის მუქარა და შესაბამისად, რისკიც. შესაბამისად, კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა თანამედროვე კომპანიების ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავია.

მოსალოდნელია, რომ მოიმატებს მოთხოვნა კიბერუსაფრთხოების მიმართ ყურადღება. მაგალითად, გაიზრდება ცნობადობა, კიბერუსაფრთხოება განათლების ნაწილი გახდება, ამ საკითხს საერთაშორისო ჯგუფები შეისწავლიან და ა.შ.

სამუშაო გარემოს მზაობა მუდმივი განვითარებისთვის

დავუბრუნდეთ გამოკითხვის შედეგებს: რესპონდენტთა 71%-მა აღიარა, რომ თავიანთი თანამშრომლები უფრო მომწიფებულები არიან ციფრული სამყაროსთვის, ვიდრე თავად ორგანიზაციები მთლიანობაში. ეს არცაა გასაკვირი, რადგან ინდივიდის განვითარება ციფრულ განზომილებაში უფრო მარტივია, ვიდრე ორგანიზაციის. საბოლოო ჯამში, სამუშაო ძალა იზრდება და იძენს ყველა საჭირო უნარს, ცოდნას და ურთიერთკავშირს, რაც კონკურენტული უპირატესობის მოპოვებისთვისაა საჭირო.

ამ გამოწვევის მიღება გულისხმობს იმ ცვლილებების აღმოჩენასა და გაანალიზებას, რაც ბიზნესს განვითარებისთვის, ეფექტური მოდელისა და კულტურის, ლოიალური სამუშაო გარემოს შესაქმნელად ესაჭიროება.

სამუშაო გარემოს გასაუმჯობესებლად დაგჭირდებათ ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი პროგრამული მხარდაჭწერა, დავალებების დისტანციურად გაცემის დანერგვა, დაქირავებისა და მოლაპარაკებების ეფექტურობისთვის ტრანსფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება, პლატფორმები და სასწავლო მიდგომები დამატებითი რეალობის მხარდაჭერით.

ერთ დროს, წარმატებული ბიზნესის მართვა მოიცავდა კონკურენტული პროდუქტის შეთავაზებასა და სამომხმარებლო ბაზის ქონას. დღეს ყველაფერი გაცილებით რთულია. ბიზნესი მუდმივად გამოწვევის წინაშეა, პირველობა არასტაბილურია და მუდმივ გადაფასებას, კორექტირებასა და განვითარებას მოითხოვს.

წყარო: inc



განხილვა