in

ქართული სტარტ-აპების წარმომადგენლებმა ტრეინინგები გლობალური ბიზნესის წარმოებისთვის თელ-ავივში გაიარეს

Startauperi
Startauperi

სულ ცოტა ხნის წინ თელ-ავივიდან ქართული სტარტ-აპისა და ბიზნესის წარმომადგენლები დაბრუნდნენ, რომლებმაც ორ კვირიანი ტრეინინგი გაიარეს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში გლობალური ბიზნესის წარმოების შესახებ. მონაწილეები საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და თელ-ავივის უნივერსიტეტის მიერ შეირჩა.

ტრენინგის შინაარსისა და შედეგების შესახებ  MARKETER-ს პროექტის ორგანიზატორი და მონაწილეები ესაუბრნენ.

ტრეინინგ 1გიორგი კინწურაშვილი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო GITA, (ორგანიზატორი):

ტრეინინგი ეხებოდა ბიზნეს იდეების გენერირებას, მარკეტინგულ დაგეგმარებას,  ინვესტორის მოძიებასა და სხვა მნიშვნელოვან თემებს. ამ ტრეინინგებს ატარებდნენ პრაქტიკოსი ტრენერები, ინვესტორები, წარმატებული სტარტ- აპის ავტორები და ა.შ.

ეს პროგრამა დაფინანსდა ქართველი მეცენატის,  მიხეილ მირილაშვილის მიერ. ჩვენმა სააგენტომ (რომლის მიზანია დაეხმაროს ინოვაციურ იდეებს პროდუქტებად ქცევაში) ტრეინინგის მონაწილეები თელ-ავივის უნივერსიტეტთან ერთად შევარჩიეთ. უპირატესობა მიენიჭა IT კომპანიებსა და იმ ბიზნესმენებს, რომლებიც სტარტ-აპების განვითარებით არიან დაინტერესებულნი.

ტრეინინგი დაიწყო პირველ ნოემბერს და დასრულდა 13 ნოემბერს. ინვესტორების შეფასებით საკმაოდ საინტერესო პროექტები იყო  წარმოდგენილი და დიდი მოლოდინი აქვთ, რომ ეს ყველაფერი კონკრეტულ თანამშრომლობაში გარდაიქმნება.

დავით ხოსროშვილი, eventer.ge (ვებ/მობაილ პლატფორმა ბილეთების შესაძენად); wehelp.ge(საქველმოქმედო საიტი)  -თანადამფუძნებელი; (მონაწილე):

ჩემს მთავარ მიზანს ტრეინინგთან დაკავშირებით წარმოადგენდა ინვესტორებთან ურთიერთობისა და სტარტ-აპების გაყიდვის ქეისების განხილვა და ამ კუთხით ცოდნის გაღრმავება. ტრეინინგმა ჩემს მოლოდინს გადააჭარბა, რადგან ძირითადად გამოცდილი მეწარმეები და საინვესტიციო ფონდის წარმომადგენლები გვყავდნენ ტრენერებად. იქაურ მეწარმეებთან ერთ-ერთი სადილის დროს საქართველოში არსებული რამდენიმე მსხვილი კომპანიის მფლობელიც გავიცანი, რომელიც დაინტერესდა WiFisher.com-ის სერვისით და ჩვენი დამკვეთი გახდება.

gita 1ლაშა გოგუა,  აპლიკაციების დეველოპერი კომპანია “gizgiza”-ს დამფუძნებელი, (მონაწილე):

ტრეინინგი ძალიან სასარგებლო იყო, რადგან ისეთ თემებთან და ადამიანებთან გვქონდა შეხება, აქ, ჩვენს რეალობაში რომ ვერ ხერხდება. ვგულისხმობ  ინვესტორებსა თუ წარმატებული სტარტ-აპების წარმომადგენლებს. ბევრი რამ გვაქვს სასწავლი, რადგან ეს მიმართულება საქართველოში  ახლა იწყებს ფეხის ადგმას.

გიორგი ჯიბლაძე, საგანმანათლებლო ფონდ Educare Georgia-ს დამფუძნებელი, (მონაწილე):

ძალიან საინტერესო კონტაქტები გაჩნდა. პროგრამა მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. ვორკშოფებმა ახალი გამოცდილება და ხედვა მოგვცა. დავინახეთ თუ როგორ აზროვნებენ უკვე წარმატებული სტარტ-აპის ავტორები თუ ინვესტორები.

 

 

 

 

 

ღილაკზე აწყობილი შეკვეთა – “Domino’s Pizza”-ს სიახლე

სარეკლამო კომპანია “მოზაიკა” – პატარა დეტალებისგან მასშტაბურის შექმნის ხელოვნება