ყველა ქალი უნიკალურია და ამ უნიკალურობას ის ქმნის სტილით, რომელსაც ირჩევს. თვითგამოხატვისთვის მას ხშირად სჭირდება დამატებითი აქსესუარები, რომლებიც არა მხოლოდ ვიზუალურად დაამშვენებს, არამედ მის შინაგან სამყაროსაც გამოხატავს. ზოგი ნათელ ფერებს ირჩევს, ზოგი მუქს, ზოგიც შერეულს, ზოგისთვის მინიმალიზმია მისაღები, ზოგისთვის მაქსიმალიზმი, რაც, საბოლოო ჯამში, ქმნის მრავალფეროვნებას. ეს ქალები არ ჰგვანან ერთმანეთს, თითოეული მათგანი ინდივიდუალურია.
სამკაულების ბრენდი „ტრესორი” სრულად იზიარებს ამ ფილოსოფიას და მის საპირწონედ, განახლებულ კონცეფციას გვთავაზობს, რომლის სახელია „დედამიწა შენ ირგვლივ ტრიალებს”. მისი იდეაა, ყველა ქალმა აღმოაჩინოს თავისი სტილი და იყოს თამამი საკუთარი თავის გამოხატვაში. ბრენდის მისიაა, თითოეულმა ქალმა სამყაროს ცენტრად იგრძნოს თავი, რაშიც მას ტრესორის ახალი კოლექციაც დაეხმარება.
გარდა ამისა, ბრენდი აღნიშნავს, რომ ინდივიდუალიზმი და გამორჩეულობა მხოლოდ ვიზუალურად არ გამოიხატება, ის, პირველ რიგში, სულის გამოძახილია, რომელიც უნდა იყოს თავისუფალი და ლაღი.
გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ქალი თავისებურია, ტრესორიც მრავალფეროვან კოლექციას სთავაზობს მათ. ის მორგებულია ნებისმიერი ასაკის, გემოვნებისა და ჩაცმის სტილის მქონე ქალებისთვის, რომლებსაც აქვთ სურვილი, იყვნენ გამორჩეული. არ აქვს მნიშვნელობა, ტრადიციულ სტილს ანიჭებთ უპირატესობას თუ თანამედროვეს, თქვენთვის შესაფერის სამკაულს ტრესორში მაინც იპოვით.
ახალი კონცეფციისა და კოლექციის გასაცნობად ტრესორმა კამპანიაც აწარმოვა, რომელიც ხუთი სხვადასხვა ასაკისა თუ პროფესიის ქალის ისტორიას მოგვითხრობს. ამ ქალებს საზოგადოება თავიანთი საქმიანობით იცნობს, ამჯერად კი მათ ბრენდის სამკაულები მოირგეს და საკუთარი თავი ამ ამპლუაშიც დაგვანახეს. ვიღაც ირჩევს ელეგანტურობას, ვიღაცას სურს, რომ თავდაჯერებულობა გამოავლინოს, ვიღაცისთვის დახვეწილობაა პრიორიტეტი, ვიღაცისთვის კი კლასიკურობა. ხუთი სამკაული, ხუთი ქალი და ხუთი ისტორია – ამ კამპანიის მთავარი სათქმელია.
სიმბოლურია ისიც, რომ კამპანია მარტის დასაწყისში ჩაეშვა, ეს ხომ ქალების თვეა, რომელიც დედის და ქალთა საერთაშორისო დღეებს აღნიშნავს.
სამკაულების ბრენდი „ტრესორი” 5 წელია, რაც ქართულ ბაზარზე ოპერირებს და 7 ფილიალითაა წარმოდგენილი. მათგან 6 თბილისში მდებარეობს, ხოლო 1 ბათუმში. ბრენდის მრავალრიცხოვან ასორტიმენტში შეხვდებით ვერცხლის, უჟანგავი ფოლადისა და მარგალიტის კოლექციებს. განსხვავებული სტილი და ფორმები კი თითოეულ ქალს აძლევს იმის საშუალებას, რომ გამოავლინოს საკუთარი თავი.
აქვე, ბრენდის სამომავლო გეგმებსაც გაგაცნობთ: უახლოეს მომავალში ტრესორი გეგმავს, გახსნას ევროპული ბრენდის „ალისიას” მაღაზია ჯერ ბათუმში, მოგვიანებით კი თბილისშიც. ტრესორი უკვე წელიწადია, ალისიას წარმომადგენელია საქართველოში, რომელიც საკმაოდ დიდი მოთხოვნით სარგებლობს მომხმარებელში.
ტრესორი – მოექეცი ყურადღების ცენტრში!
[R]