in

მოწყობილობა, რომელიც შშმ ბავშვებს სიარულის შესაძლებლობას აძლევს

veon
veon

სიარული, როგორც ფიზიკური აქტივობა, მნიშვნელოვანია ორგანიზმის განვითარებისა და ფუნქციონირებისთვის. შშმ ბავშვებს, რომლებსაც გადაადგილების პრობლემა აქვთ, ხშირად სხვადასხვა თერაპიის გავლა უწევთ, იმისათვის, რომ საჭირო ფიზიკურ აქტივობას მიაღწიონ. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ხშირად ვერ შეედრება სიარულისგან მიღებულ სარგებელს. ფიზიკური თერაპიის გვერდით, ამ კუთხით, ტექნოლოგიური პროდუქტების გამოყენების პრაქტიკა სულ უფრო პოპულარულია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეფექტურიც. სწორედ ამგვარი ტექნოლოგიური პროდუქტი, ერთგვარი რობოტი შექმნა კომპანია Trexo Robotics-მა, იმისათვის, რომ შშმ ბავშვებისთვის სიარულის გამოცდილების მიცემა გაემარტივებინა.

Trexo მოწყობილობაა, რომელიც გადაადგილების პრობლემის მქონე ბავშვებს სიარულს ასწავლის. ის მაგრდება ბავშვის ფეხებზე და იძლევა სტაბილური გადაადგილების საშუალებას. სიარულისას ბავშვის ტერფი მთლიანად ეხება მიწას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მოწყობილობის მართვა შეუძლია ბავშვს, დამოუკიდებლად. სხვა შემთხვევაში კი მისი გადაადგილების კონტროლი აპლიკაციის დახმარებით შეგიძლიათ.

სტარტაპ იდეიდან საკომუნიკაციო სააგენტომდე, ანუ როგორ გაჩნდა Redberry?

მსოფლიოში ყველაზე პატარა გარე რეკლამა?