იტალიურმა გამომცემლობა Damiani-მ წარადგინა ახალი წიგნი, რომელშიც 1980-იანი წლების ნიუ-იორკის ფოტოებია წარმოდგენილი. ნამუშევრები ტრია ჯოვანის ეკუთვნის, რომელიც სწორედ ამ პერიოდში ცხოვრობდა ქალაქის ქვედა აღმოსავლეთ მხარეში და როგორც ფოტოგრაფი, დაინტერესებული იყო კულტურული მრავალფეროვნების აღბეჭდვით.
„ქვედა აღმოსავლეთის მხარე ჯადოსნური ადგილია ჩვენს წარმოსახვაში, რადგან ამერიკული გამოცდილების საფუძველია ბევრი თაობის ემიგრანტებისთვის ბოლო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში“, — წერს შონ კორკორანი, ნიუ-იორკის მუზეუმის მთავარი კურატორი.
მართლაც, ეს თაობათაშორისი თუ კულტურული სხვაობები შთაგონების წყაროდ ექცა ტრიას, რაც საოცარ ატმოსფეროს ქმნიდა მრავალფეროვანი კადრების აღსაბეჭდად. მისი თქმით, ფოტოები ადამიანების მდგომარეობას ასახავს, თუ რა არის მარადიული და ნიუ-იორკისთვის დამახასიათებელი — ვიბრაცია, მრავალფეროვნება, თანაცხოვრება და ექსცენტრიკულობა.