in

TRIUMPH – კიდევ ერთი ახალი ბრენდი დრესაპ ჯგუფში

„დრესაპ ჯგუფი” 2024 წლის ახალ სეზონს სიახლით ხვდება! მის პორტფელს თეთრეულის გერმანული ბრენდი – „ტრიუმფი“ შემოუერთდა!

Triumph – უკვე 135 წელზე მეტია, ქმნის მოდის სტანდარტებს და ქალის თეთრეულის მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს. ბრენდი არ განასხვავებს ადამიანებს ვიზუალის, წონის თუ სხეულის ფორმებით, ეს მიდგომა კი მის არაერთ კამპანიაში გამოიხატა. მათი ისტორია თავდაპირველად კორსეტების შექმნით დაიწყო. ამას განვითარებისკენ სწრაფვა მოჰყვა და დროთა განმავლობაში თეთრეულის მწარმოებელთა გლობალურ რუკაზე სამუდამოდ დაიმკვიდრეს კიდეც ადგილი.

თქვენ უკვე შეძლებთ, ეწვიოთ ტრიუმფის მაღაზიებს და დრესაპის ისეთი გამორჩეული შეთავაზებებითა თუ სერვისებით ისარგებლოთ, როგორებიცაა: „გადააბი”, მზარდი ფასდაკლება ჯგუფის მაღაზიებში თუ დრესაპ ბარათის მფლობელებისთვის განკუთვნილი ექსკლუზიური ფასდაკლება, ქულების დაგროვება და სხვა. უახლოეს პერიოდში კი მაღაზიებში ასორტიმენტის მნიშვნელოვანი ზრდაა დაგეგმილი. აგრეთვე, ამჟამად სეზონის საბოლოო ფასდაკლება და Back In Town შეთავაზება დაგხვდებათ.

აღსანიშნავია, რომ კომპანიისთვის წლევანდელი წელი მრავალმხრივი სიახლეებით, „ჰუმელითა“ და G-star RAW-თი დაიწყო და ეს ტალღა დღემდე შენარჩუნებულია.

Triumph, ისევე როგორც რამდენიმე სხვა ბრენდი ჯგუფის პორტფოლიოში, უკვე არსებობდა ქართულ ბაზარზე, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, იდგა მისი რეგიონიდან გასვლის ალბათობა. დრესაპის კარი მუდმივად ღიაა ახალი ბრენდებისათვის, იმისდა მიუხედავად, ეს ბრენდი უკვე წარმოდგენილია საქართველოს ბაზარზე თუ არა. ჯგუფისთვის მნიშვნელოვანია, ქვეყანაში მოდის სფერო მაღალ თამასას აწესებდეს, შესაბამისად, აღნიშნულ შემთხვევაშიც, სს „გეფას“-თან მოხდა ურთიერთსასარგებლო შეთანხმება და გადაწყდა, რომ ტრიუმფი  საქართველოს ბაზარზე დრესაპ ჯგუფის ოპერირებს ქვეშ დარჩებოდა, ერთგული მომხმარებლების გვერდით.

დრესაპ ჯგუფი უკვე საკმაო ხანია თეთრეულისა თუ საცურაო კოსტიუმების მიმართულებით მომხმარებელს ფართო არჩევანს სთავაზობს, იქნება ეს ფრანგული ბრენდის, Etam-ის თუ Calvin Klein Underwear-ის მიმართულებით, რომლის პირველი მონო-ბრენდული მაღაზიაც გასულ წელს გავხსენით. მოხარული ვარ, რომ ჩვენს პორტფოლიოს, ისეთი ისტორიის ბრენდი შემოუერთდა, როგორიც Triumph არის. მომხმარებელს ახლო მომავალში კიდევ არაერთ მნიშვნელოვან სიახლეს წარვუდგენთ“, – განაცხადა დრესაპ ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა, ალექსანდრე სამხარაძემ.

ჯგუფის წარმომადგენლები აქტიურად მუშაობენ სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, უკვე დაგეგმილია მომხმარებლისათვის სრულიად ახალი კონცეფციის „აუთლეთ“ მაღაზიის წარდგენა, რომლის ფართობიც 1000 კვ.მ.-ს აღემატება და 100-ამდე ბრენდს გააერთიანებს. ასევე, ახლო მომავალში, დრესაპი მომხმარებელს კიდევ ერთი ახალი დანიური ბრენდის, Vero Moda-ს მონობრენდულ მაღაზიას წარუდგენს.

ეწვიეთ Triumph-ის მაღაზიებს და აღმოაჩინეთ ბრენდი, რომელიც 100-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. კომფორტი, სინაზე და ხარისხი – სწორედ ის ღირებულებებია, რომლითაც ბრენდი უკვე საუკუნეზე მეტი დროა, ხელმძღვანელობს!

მაღაზიებში „ტრიუმფის“ ქალის თეთრეულისა და აქსესუარების უახლესი კოლექციების გაცნობა უკვე შესაძლებელია.

  • სითი მოლი საბურთალო
  • ჭავჭავაძის გამზ. 44
  • Dressup.ge

[პარტნიორის კონტენტი]

როგორ შექმნეს სტუდენტებმა WYNFlair – ქართული ადაპტირებული სამოსი შშმ პირებისთვის

NASA-მ ვარსკვლავების კლასტერის სურათი გამოაქვეყნა