Trois მობილურობის კონცეფციით ელექტრომანქანას კედლებზე ასვლა და ხიდის არა ზედაპირზე, არამედ ქვედა ნაწილზე გადაადგილებაც შეეძლება… გარდა ამ საოცარი შესაძლებლობისა, იგი ავტომობილებით მიღებული დაბინძურებისა და საცობებისგანაც გაგვათავისუფლებს.
საავტომობილო ინდუსტრიაში ეს რევოლუციური ნაბიჯი დიზაინერმა WookZoon Kwon-მა გადადგა. მას ფრანგულად Trois, ანუ „სამი“ დაარქვეს. აქ კი მანქანის სამი ძირითადი რეჟიმი იგულისხმება — მიწა, ხიდი და კედელი. შესაბამისად, მანქანის ფორმაც სამკუთხედს ჰგავს…

ის რომ მანქანის მაგნიტური ფირფიტის დახმარებით კედელზე ახვალთ ან ხიდის ქვეშ გაივლით, არ ნიშნავს იმას, რომ მოძრაობის მიმართულების მიხედვით ამობრუნდებით. სავარძლები კვლავ ვერტიკალურ მდგომარეობაში დარჩება. ამის მიზეზი კი ის არის, რომ მართვის სხვადასხვა რეჟიმს შორის გადასვლისას, მხოლოდ მანქანის გარსი ბრუნავს და არა მისი შიდა მხარე. სპეციალური დოკ-სადგური კი ეტლით მოსარგებლე პირების ლიფტის მსგავსად მუშაობს.
შესაძლოა, Trois მსგავსი მობილობა ცოტა წარმოუდგენლადაც ჟღერდეს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს კონცეფცია რეალობისგან არც თუ ისე შორსაა…














