1
Nov
2018

3 ნიშანი, რომელიც ადამიანის ლიდერულ ხასიათზე მეტყველებს

1 Nov 2018

ამას წინათ, ყოფილმა თანამშრომელმა დამირეკა. მითხრა, რომ მისმა ყოფილმა ბოსმა ძველ სამსახურში, ძველ პოზიციაზე შესთავაზა დაბრუნება. ისიც მითხრა, რომ არასოდეს დაუბრუნდებოდა იმ გარემოს, იმის მიუხედავად, რამდენად მიმზიდველი იქნებოდა შემოთავაზება. როგორც მიამბო, ეს არ იყო მისი ბოსი. ეს იყო ტოქსიკური აღმასრულებელი, რომელმაც ჯოჯოხეთად უქცია ცხოვრება თანამშრომლებს და ყველა შიშითა და სიძულვილით განაწყო მის მიმართ. ასეთი ტიპის ბოსები ვერ მოიპოვებენ თქვენს ნდობას და ვერ შეგინარჩუნებენ კოლექტივში. თუმცა, ვერც ის ხელმძღვანელები მიაღწევენ საწადელს, რომლებიც სრულებით არ აკონტროლებენ თანამშრომლებს და ამის სანაცვლოს პროდუქტიულობის გაზრდას ელიან.

statiebi-bog
statiebi-bog

შიშის ფაქტორი

ბოსები, რომლებიც შიშს თესავენ კოლექტივში, კლავენ შინაგან მოტივაციას. როცა ეს ხდება, კეთილსინდისიერ თანამშრომლებს აღარ აქვთ სურვილი დამატებითი სამუშაოს შესრულების, აღარ ავლენენ იმ უნარებს, რისი დანახვაც მათში ხელმძღვანელს უნდა – ინიციატივას, შემოქმედებითობას, მოტივაციას.

როდესაც ჰაერში შიშის სუნია, თანამშრომლები ცდილობენ არ გარისკონ და არც პოტენციალის მაქსიმალური გამოყენებით გამოირჩევიან. როდესაც თანამშრომლებს არ აქვთ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების საშუალება და არ აქვთ “ხმა”, არ შეაქვს საკუთარი წვლილი კომპანიაში, არ იზრდება პიროვნულად და პროფესიულად, საბოლოო ჯამში, სული ეხუთება და სრულიად კარგავს საქმეში ძალისხმევის ჩადების სურვილს.

დროა, კოლექტივში სიყვარულის დოზა გაზარდოთ, – ამბობს რენე სმიტი, A Human Workplace-ის დამფუძნებელი, ავტორი და კონსულტანტი. მას სჯერა, რომ როცა ადამიანი გრძნობს სიყვარულს, ზრუნვასა და პატივისცემას, ის მშვიდად და უსაფრთხოდაა. ამასთან, ის საოცარ რაღაცებს ქმნის.

ყველა თანამშრომელს, რომელსაც პულსი ესინჯება, სჭირდება, რომ გრძნობდეს დაფასებას, პატივისცემასა და თავისუფლებას. სჭირდება, რომ უყვარდეთ.
ერთი წუთითაც არ იფიქროთ, რომ სიყვარულში რომანტიკულ დამოკიდებულებას ვგულისხმობ. ვსაუბრობ სიყვარულს, რომელიც ქმედებებში ვლინდება. საუკეთესო ლიდერები ამ სამ თვისებას ავლენენ:

“პრაქტიკული სიყვარული” ნიშნავს იმ ადამიანების ნდობასა და სიყვარულს, ვისაც მიუძღვები
სტივენ ქოვი, მის წიგნში “სიჩქარე” საუბრობს, რომ გუნდი, რომელშიც თანამშრომლებს ენდობიან, იმატებს პროდუქტიულობა. მაგრამ, იქნებ, როგორც ლიდერმა ჯერ თავად თქვენ უნდა მოიპოვოთ გუნდის ნდობა? იქნებ, ნდობა ღრმავდება მაშინ, როცა ადამიანების შესაძლებლობების გჯერათ?
მოდით, ავიღოთ ეს ორი ფრაზა:
ა) ნდობა ადამიანმა უნდა მოიპოვოს
ბ) ნდობა უნდა იყოს საჩუქარი
თუ პირველ ვარიანტს აირჩევთ, უმრავლესობაში მოხვდებით. ამგვარად, ადამიანმა ჯერ უნდა მოიპოვოს ნდობა, ხოლო თუკი ის დაკარგა, ნდობის დაბრუნება ძნელია, ასეა? თუმცა, თუკი “ბ”-ს აირჩევთ, თქვენ ხართ ლიდერი, რომელიც შეძლებს ორგანიზაციის წარმადობა მნიშვნელოვნად გაზარდოს. წარმატებულ ორგანიზაციებში, ლიდერებს შეუძლიათ გასცენ ნდობა უანგაროდ. ესაა “პრაქტიკული სიყვარული”.

“პრაქტიკული სიყვარული” თქვენს თავმდაბლობაზე მეტყველებს, რაც ლიდერის უმთავრესი მახასიათებელია.

არსებობს მცდარი მოსაზრება, რომ თავმდაბლობა სისუსტეა, ხოლო საკუთარ თავზე ორიენტირება, ნარცისიზმი, კონტროლი და იმპულსურობა ნამდვილი ლიდერის მახასიათებელი. როგორც The Washington Post წერს, კვლევების თანახმად, ისინი ვისაც თავმდაბლობა არ მოსწონთ, ხშირად არიან  კონფლიქტურები, მრისხანებას უკონტროლოდ აფრქვევან, უყვართ შურისძიება, არ შეუძლიათ ბოდიშის მოხდა და როგორც წესი, ადანაშაულებენ მსხვერპლს: “დიდსულოვანი ადამიანები უფრო მეტად სოციალურები არიან. ისინი ქმნიან კავშირებს. ეხმარებიან სხვებს. ახასიათებთ მეტი ტოლერანტობა, მგრძობიარობა და მიმღებლობა.

 

“პრაქტიკული სიყვარული” არის უნარი, მოუსმინო სხვების საჭიროებებს

ეფექტური კომუნიკაცია მხოლოდ საუბარი როდია. ესაა ასევე სხვების მოსმენისა და თანაგრძნობის უნარი. ამ მიდგომას სერიოზული უპირატესობა აქვს – გუნდის წევრების დახმარებით, მათთვის მშვიდი და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნით, თქვენ უქმნით საფუძველს დიდებული იდეებისა და საქმეების განხორციელებას.

 

თუ ამჩნევთ, რომ გამოცდილი თანამშრომელი არაა ბედნიერი და შესაძლოა სხვა საქმეებითაც დაინტერესდეს, დროულად გაიგეთ, რა არის მიზეზი. ხშირად, ამ კითხვას მაშინ სვამენ, როცა მეტისმეტად გვიანია. დროული საუბრის საშუალებით, თქვენ ხელახლა აშენებთ ნდობას თანამშრომლებთან. ეს კითხვები ამ საუბარში დაგეხმარებათ:

რა მოგწონს შენს საქმეში?

შეგიძლია აღწერო კარგი სამუშაო დღე, რომელიც ბოლო პერიოდში გქონდა?

როგორ ფიქრობ, სრულად რეალიზდება და ვითარდება შენი უნარები?

როგორ ფიქრობ, სათანადოდ ფასდება შენი სამუშაო?

გრძნობ პატივისცემას?

 

 

გირჩევთ, პასუხები თანაგრძნობით მოისმინოთ და თანამშრომლებს დამაბრკოლებელი სიტუაციის გადალახვაში დაეხმაროთ.

წყარო: inc.com



განხილვა