იმისათვის, რომ True Myth სამიზნე მომხმარებლებზე მეტად მორგებული გაეხადათ, WX Brands-მა სრული რედიზაინი გადაწყვიტა. უნდა შეექმნათ ის, რაც მდგრადობისადმი ერთგულებას გამოხატავდა, აქცენტს ბუნებაზე გააკეთებდა და ოპტიმისტური მიდგომაც ექნებოდა. წინა შეფუთვაზე ფერების ნაკლებობით ვერცერთი გახდა შესაძლებელი, ამიტომ, ახლა ესეც გააახლეს. მიხვდნენ, რომ შეფუთვას ფოკუსის შეცვლა და პეპლის საკულტო ვიზუალად ქცევა სჭირდებოდა.
ალბათ, იმიტომ, რომ მუხლუხოს პეპლად გადაქცევა იდეალურად განასახიერებს ყურძნის ღვინოდ ქცევის პროცესს… ხოლო პეპლის ხელოვნების ელემენტებით შექმნა ბრენდის ძირითად ღირებულებებზე ამახვილებს ჩვენს ყურადღებას. რა და როგორ მოახერხა WX Brands-მა, ეს უკვე თავად შეგიძლიათ ნახოთ: