in

Deepfake ტექნოლოგია, რომელიც მსახიობის ტუჩის მოძრაობას ავტომატურად ასინქრონებს გახმოვანებულ აუდიოსთან

ტექნოლოგია Flawless AI-მ შეიმუშავა

როდესაც გახმოვანებულ ფილმებს ვუყურებთ, გაორმაგებული ხმის გარდა ისიც ძალიან გამაღიზიანებელია, რომ მსახიობის პირის მოძრაობა საუბარს არ ემთხვევა. ამ დისკომფორტის გადასაჭრელად Flawless AI-მ შეიმუშავა ტექნოლოგია TrueSync, რომელიც მსახიობის ტუჩის მოძრაობას ავტომატურად ასინქრონებს გახმოვანებულ აუდიოსთან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დიფფეიქ ტუჩებს მივიღებთ!

ისმის კითხვა – არის თუ არა ეს ამაღელვებელი და ძვირადღირებული გზა, რათა თავიდან იქნას აცილებული სუბტიტრები? რასაკვირველია, კი! არიან ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ, 90 წუთის განმავლობაში ფილმის ყურებასთან ერთად სუბტიტრები იკითხონ… ან, იმდენად პერფექცონისტები არიან, რომ უბრალოდ ძალიან აღიზიანებთ ტუჩების მოძრაობისა და აუდიოს ასინქრონულობა.  აღნიშნული ტექნიკური ინოვაცია კი, მათთვის დიდი შვება იქნება!

როგორც Flawless AI- ს მიერ წარმოდგენილ სადემონსტრაციო ვიდეოებში ხედავთ, FreeSync tech კარგად ასრულებს თავის საქმეს და ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემას – დისტრაქციას ჭრის…

FreeSync სულაც არ განსხვავდება არსებული deepfake ტექნოლოგიისგან, თუმცა ის უშუალოდ მსახიობთა პირის მოძრაობაზეა ფოკუსირებული, ნაცვლად მთელი სახისა. აღსანიშნავია, რომ კომპანიის თქმით, ტექნოლოგია არ ცვლის სუბიექტის სახის გამომეტყველებას ან ემოციებს, რითაც მსახიობების ორიგინალი შესრულება სრულად შენარჩუნდება.

მიუხედავად ზემოთ ხსენებული მტკიცებისა, ტექნოლოგიას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს – მათი აზრით, ასეთი გადაწყვეტით ორიგინალი ვერსია ირღვევა… თუმცა, ალბათ, მაყურებელთა უმეტესობა სიამოვნებას მიიღებს მსგავსი სინქრონიზაციით.

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, 3 სოციალური საწარმო დაფინანსდა

გიცდი’აჰა’თ, ყოველ სიტყვაში „აჰა“ გეთქვათ? – Coca-Cola გასწავლით, როგორ…