in

Truffle — მოდის სტუდიის „თამამი“ ვიზუალური იდენტობა

Truffle — ასე ჰქვია მოდის ახალ სტუდიას, რომელიც ორი თამამი დიზაინერის, სარა ხაზაისა და გოლსა დადვარის, მიერ დაარსდა. მათი კონცეფცია შემუშავდა სურვილის ირგვლივ, ქსოვილების, გლამურისა და სხეულის ესთეტიკისადმი თამამი შეხედულებები წარმოეჩინათ.

სტუდია Truffle თვლის, რომ ქალებს სურთ, საკუთარ ნამდვილ მეს მიუახლოვდნენ, თავისუფლად გამოხატონ ის და განსაკუთრებული გზებით წარმოაჩინონ საზოგადოებაში. დიზაინერები ეწინააღმდეგებიან ნორმას და თავისებურად განსაზღვრავენ გაბედულებას, თამამი დიზაინით, კოლექციებით და ისტორიებით.

ბრენდის მარადიული და ნარატიული სულისკვეთების შესატყვისად, „ტრიუფელის“ ვიზუალური იდენტობა ელეგანტურ, დინამიკურ ტიპოგრაფიულ სისტემას ეყრდნობა. ამ თანამედროვე და დეკორატიულ ტიპოგრაფიულ ვიზუალურ იდენტობაში გამოყენებული დეტალები არ-ნუვოს მოგაგონებთ — ვარსკვლავის ფორმის ელემენტები ფარავს შეხების სხვადასხვა წერტილს.

BTU ევროპულ უნივერსიტეტებთან პარტნიორობით ციფრული მარკეტინგის მიმართულებით ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის დიზაინის შექმნას იწყებს

3 სტრატეგია, რათა თანამშრომლებს შორის მეგობრული კავშირები ჩამოაყალიბოთ