in

Miami Ad School-ის ქართველმა სტუდენტებმა Balenciaga-ს კამპანიას უპასუხეს!

ცოტა ხნის წინ, Balenciaga-მ ფეხსაცმელების სერიის შესახებ ამცნო საზოგადოებას. კოლექცია, სახელწოდებით Full Destroyed მომხმარებელს სრულად გაცვეთილი ფეხსაცმელების შეძენას $1,850-ად სთავაზობდა. კამპანიას საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია Salvation Army კამპანიით გამოეხმაურა, რომელიც სააგენტო CloudFactory Agency-სთან თანამშრომლობით შეიქმნა. კამპანია Truly Destroyed იმ რეალობას ასახავს, რის წინაშეც უამრავი ადამიანია და მათ მიერ გაცვეთილ ფეხსაცმელებს წარმოადგენს. კამპანიის ფარგლებში, გულშემატკივრებს Salvaton Army-ის იდეის მხარდაჭერა და საქველმოქმედო პროექტში შეუძლიათ ჩართვა, რითაც სიღარიბის დასაძლევად შეიტანს წვლილს. იდეაზე სააგენტო CloudFactory Agency-ის გუნდმა იმუშავა, რომლის შემადგენლობაში, ამ დროისთვის ორი ქართველი სტაჟიორია – სალომე ტვილდიანი და ნიკა ხუნდაძე, რომლებიც Miami Ad School-ში სწავლობენ და კამპანიის შექმნაშიც აქტიური მონაწილეობა მიიღეს.

M: როგორ მიიღეთ დავალება?

ერთ რიგით, ღრუბლიან და წვიმიან ჰოლანდიურ დილას ჩვენმა შემოქმედებითმა მოძღვარმა, ხულიო ალვარესმა, „ბალენსიაგას“ უკანასკნელ “Full Destroyed” კამპანიას გვაზიარა. სრულად განადგრებული ფეხსაცმლის ლიმიტირებული სერია, რომელსაც სულ რაღაც, 1450 ევროს აფასებდნენ. სინამდვილეში, ეს იყო კამპანია იდეით, რომ „ბალენსიაგას“ გაცამტვერებული ფეხსაცმელი შეგიძლია მთელი ცოდვილი ცხოვრების მანძილზე მოიხმარო. იმ დროისთვის, კამპანია სულ რამდენიმე საათის ჩაშვებული იყო და ხულიომ შემოგვთავაზა საპასუხოდ რამე არანაკლებისთვის შეგვესხა ხორცი. ლანჩისთვის იდეა უკვე მაგიდაზე იდო. შემოქმედებითი ხელმძღვანელებისგან თანხმობის მიღებისთანავე არც განხორციელებისთვის მზადებამ დააყოვნა. ყველა ვხვდებოდით, რომ დროის ფაქტორი უზომოდ (ცამდე) მნიშვნელოვანი იყო.

M: როგორ მიხვედით ბრიფის გადაწყვეტამდე და რის თქმა გსურდათ ამ კამპანიით?

გვინდოდა „ბალენსიაგას“ დიდების სხივებით ნათელი მოგვეფინა რაიმე საჭირბოროტო საკითხისთვის, რაც ჭეშმარიტად მოითხოვდა ესოდენ დიდ ყურადღებას. მოდის ინდუსტრია წლიდან წლამდე, კოლექციიდან კოლექციამდე მეტად ექსპერიმენტული ხდება. Ზუსტად ამან გვიბიძგა შეგვექმნა ახალი პლატფორმა სადაც მოდის ექსცენტრიულობაზე დაყრდნობით უსახლკაროთა დახმარებას შევძლებდით. ბალენსიაგას წყალობით, ჩვენც ფეხი ავუწყვეთ ტრენდს და საზოგადოებას შევთავაზეთ ფეხსაცმელები, რომლებიც უსახლკარო ხალხს ჭეშმარიტად, მთელი ცხოვრების მანძილზე აცვია. გაყიდული ფეხსაცმლიდან შეგროვებული თანხა კი მთლიანად ხსნის არმიის (The Dutch Salvation army) საქველმოქმედო ანგარიშზე გადაირიცხება.

M: როგორი იყო სამუშაო პროცესი?

კამპანია წელში გამართა CloudFactory Agency-მ, ჰოლანდიურმა სააგენტომ, The Dutch Salvation Army-სთან თანამშრომლობით. ფოტოების ავტორად კი მოდის ფოტოგრაფიაში არაერთ დამსახურებული ძღვენის მფლობელი კარლი ჰერმესი დავიმეგობრეთ. კამპანიაზე იმუშავა სრულიად სააგენტომ, თავდაპირველმა იდეამ და კონცეფციამ კი ჩვენგან, Miami Ad School-ის ინტერნებისგან გაიჟღერა. კრეატიული დირექტორების ელვისებური რეაგირებით და მთელი გუნდის არანაკლები ენთუზიაზმით სამყაროს “Truly Destroyed” კამპანია მოევლინა.

 


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

საქართველოს ბანკის 2022 წლის სტიპენდიატი Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამაზე აეროკოსმოსური ინჟინერიის მიმართულებით ისწავლის

7 ნივთი ოფისში, რომელიც განტვირთვაში დაგვეხმარება