გამარჯვებასაც ჰქონია სუნი და ამაში დონალდ ტრამპს სურს, დაგვარწმუნოს. Victory 45–47-ის სუნამო გამოუშვა და ასე ამერიკის 45-ე და 47-ე პრეზიდენტობა აღნიშნა. ამ ამბის შესახებ კი ტრამპმა თავისსავე Truth Social-ის პლატფორმაზე განაცხადა და სუნამო მისი პოლიტიკაში დაბრუნების სიმბოლოდ გაგვაცნო.
ოქროსფერ შეფუთვაშია და თავზე ტრამპის მინიმალისტური ქანდაკება ამშვენებს. ეტიკეტზე არანაკლებ ყურადღებას იპყრობს ტრამპის ხელმოწერაც… გამარჯვების სუნის შეგრძნების შესაძლებლობა, როგორც ჩანს, ტრამპმა ქალებსაც მისცა და კაცებსაც, ამიტომ ცალ-ცალკე გვთავაზობს სუნამოებს, რომელთა ფასი 249 დოლარია. მამაკაცის სუნამოს „მამაკაცური ნოტების“ ნაზავად აღწერენ, რომელსაც მდგრადი დასრულება გამოარჩევს, ქალების ვერსიაც, ასევე, ამბიციური ტერმინებით აქვთ აღწერილი და თავდაჯერებულობის შეგრძნებას ბადებსo, გვეუბნებიან.
აღსანიშნავია, რომ სუნამოების ინდუსტრიაში ეს ტრამპის პირველი გამოჩენა არ არის. გასულ წელს Fight! Fight! Fight!-ის ბოთლი წარადგინა და მას ახლა უკვე მერჩენდაიზინგის ფარგლებში ტრამპის ბრენდირებული სპორტული ფეხსაცმელი, ტელეფონი და საათები დაემატა…
მართალია, პრეზიდენტმა თავად შემოგვთავაზა Victory 45–47-ის ხაზი, მაგრამ ეს პირდაპირ მისი საკუთრება არ არის. ლიცენზიაზე 45Footwear LLC და CIC Ventures LLC ზრუნავს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ტრამპი მიმდევრებს მოუწოდებს, „ისიამოვნონ, გაერთონ და გააგრძელონ გამარჯვება“.
ტრამპის სუნამოს GetTrumpFragrances.com-ზე შეიძენთ.