in

დონალდ ტრამპის სახელობითი საათების სერია, რომელიც 100 000$ ღირს

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა, ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასი – დრო, საკუთარ თავს დაუკავშიროს და ახლახან წარმოადგინა ძვირადღირებული საათების კოლექცია. ეს ხუმრობით და რეალობა ისაა, რომ ახალი Trump Watches სერია არ არის წარმოებული თავად ტრამპის გუნდის მიერ, უბრალოდ კომპანია TheBestWatchesonEarth-მა მოიპოვა მისი სახელის გამოყენების ლიცენზია.

bog
bog-mob

კოლექციაში ლიდერობს 100,000 აშშ დოლარის ღირებულების Victory Tourbillon, მაღალი კლასის საათი, რომელიც შექმნილია მდიდრული აქსესუარების მოყვარულთათვის. 122 ბრილიანტით მორთული საათის ციფერბლატზე გამოსახულია ტრამპის სახელი.

აღსანიშნავია, რომ სერია შეზღუდული რაოდენობით გამოვა და მხოლოდ 147 ერთეულს მოიცავს. თითოეული მათგანი 200 გრამ 18-კარატიან ოქროს შეიცავს. საათი მექანიკურია და ერთი დამუხტვით, 4 დღეზე მეტი ხნის განმავლობაშია შესაძლებელი მისი გამოყენება.

თითოეულ საათს მოყვება ორი ყუთი – პირველში ტრამპის პერსონალური მადლობის წერილი დევს, მეორე კი საათის რთულ მექანიკას ასახავს. 

სერია რამდენიმე საათისგან შედგება და მათთვის, ვინც არაა მზად 6-ნიშნა თანხა გადაიხადოს ტრამპის საათში, უფრო ხელმისაწვდომი, Fight Fight Fight ვარიანტებიც არსებობს. მისი ფასი მხოლოდ 499 აშშ დოლარია.

Destination DEFENDER | ჯი-თი მოტორსის ორგანიზებით საქართველოში კიდევ ერთი დაუვიწყარი off-road ტური გაიმართა

ასტროფოტოგრაფის გადაღებული საუკეთესო ფოტოები 2024 წელს