in

დონალდ ტრამპის სოციალური ქსელი აიფონზე უკვე ხელმისავწდომია

veon
veon

ალბათ, გახსოვთ დონალდ ტრამპი Twitter-მა და სხვა სოციალურმა ქსელებმა რომ დაბლოკა… მან კი გამოსავალი მარტივად ახალი სოციალური ქსელის შექმნით იპოვა, სახელწოდებით Truth Social. 

პლატფორმა ტვიტერის მსგავსად არის შექმნილი, რადგან იგი ტრამპისთვის ერთ-ერთი საყვარელი სივრცე იყო, თუმცა აქ ის 2021 წლის დასაწყისში დაბლოკეს. ამის მიზეზი ყოფილი პრეზიდენტის მიერ არჩევნებისა და კაპიტოლიუმში მომხდარი არეულობის შესახებ ძალადობისკენ მიმართული მოწოდებები იყო. 

თუ Twitter-ში პოსტებს “ტვიტები” ეწოდება, Truth Social-ში სიმართლის სახელით მოიხსენიება და მათი ნახვა Truth Feed-ზეა შესაძლებელი. იგი ჯერ მხოლოდ ამერიკელებისთვის არის ხელმისაწვდომი და მისი გადმოწერა iOS App Store-იდან შეუძლიათ მომხმარებლებს. თუმცა ამ ეტაპზე საიტზე რეგისტრაცია შეფერხებებით მიმდინარეობს, მიზეზად კი მაღალ მოთხოვნას ასახელებენ. 

ახალი სოციალური ქსელის განვითარებაზე Trump Media and Technology-ის (TMTG) ჯგუფი მუშაობს, რომელსაც დევინ ნუნესი ხელმძღვანელობს. ისინი ანდროიდ ვერსიის შექმნაზეც მუშაობენ და იმედოვნებენ, რომ Truth Social სრულად მარტის ბოლოსთვის ამოქმედდება. 

იანის ანტეტოკუმპო WhatsApp-ის ოფიციალური სახე გახდა

საბეჭდი მანქანა ახალი დიზაინით ბრუნდება