Dr Pepper-მა გადაწყვიტა, რომ რებრენდინგის და განახლებული ვიზუალური იდენტობის დროა. მხიარული მარკეტინგით ცნობილი ბრენდის ქილის რედიზაინი კი იმისკენაა მიმართული, თავის მასშტაბურ კამპანიას გამოეხმაუროს — Try More Weird.
ეს განახლებული დიზაინი ასახავს კონტრასტულ კლაკნილ მონასმებს, საკულტო Dr Pepper-ის შინდისფრისა და ცოცხალი, თვალშისაცემი ვარდისფრის სინთეზს. აღსანიშნავია, რომ უშაქრო სასმლის ვერსიაც განახლებულია ვიზუალურად და სტანდარტული Zero-ს ნაცვლად Dr Pepper Zerooo აწერია.
„უნიკალური არომატით და ბრენდის იდენტობით, Dr Pepper-ს წარმოუდგენლად ერთგული მომხმარებლები ჰყავს. ახლა კი დარწმუნებულები ვართ, რომ ახალი დიზაინის გამოჩენა მეტად გამორჩეულ ელფერს შეგვძენს — მყიდველები გახალისდებიან და მხიარულ თავგადასავალში ჩვენთან ერთად გადაეშვებიან“, — აღნიშნავენ ბრენდის წარმომადგენლები.