in ,

რას სთავაზობს სამედიცინო პორტალი მკითხველსა და ბიზნესს?!

Startauperi
Startauperi

tsmali.ge1„Tsamali.ge” ბაზარზე 2010 წელს გაჩნდა. იმ პერიოდში კარგი სამედიცინო პორტალი, ფაქტობრივად, არ არსებობდა. ყოველ შემთხვევაში, მედიკამენტების ანოტაცია ქართულად არსად იყო განთავსებული.

ბევრჯერ მქონია შემთხვევა, რომ ვიცოდი ექიმის შესახებ, რომელიც ძალიან კარგი პროფესიონალი იყო ან პირიქით, არაპროფესიონალი ექიმის გამო პრობლემა შემქმნია და მინდოდა ეს მოსაზრება სადმე დამეფიქსირებინა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ ამ პორტალის გაკეთება. კომპანიებს ვთხოვეთ, მოეწოდებინათ ჩვენთვის მედიკამენტების ანოტაციები და განვათავსეთ ვებ-გვერდზე Tsamali.ge. ამან გამოიწვია ხალხის აქტიური „ტრაფიკი“. შემდეგ, ვებ-გვერდს ნელ-ნელა სხვადასხვა ფუნქციები დავამატეთ“–ამბობს Tsamali.ge.–ს დამფუძნებელი ლადო კანდელაკი.

M: ვისთვის და რა მიზით შეიქმნა Tsamali.ge?

მიზანი თავიდანვე იყო მასობრივი ბაზრისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება. მას მოიხმარს ნებისმიერი ადამიანი, ვისაც მედიცინასთან დაკავშირებული ესა თუ ის საკითხი აინტერესებს. იქნება ეს მედიკამენტის ანოტაცია, თუ რეიტინგი, ან კომენტარის დატოვება. ძალიან მნიშვნელოვანია ეს სოციალური აქტიურობა. ადამიანები ერთმანეთს ამა თუ იმ წამალთან დაკავშირებულ დადებით ან უარყოფით გამოცდილებას უზიარებენ, რაც არის სრულიად ობიექტური. იგივე გავაკეთეთ ექიმებთან დაკავშირებით. არიან ექიმები, რომლებიც მოგვწონს, ან არ მოგვწონს. პორტალზე შეგიძლიათ დაამატოთ ექიმის შესახებ ინფორმაცია ან უკვე დამატებულ ექიმთან დაკავშირებით დატოვოთ კომენტრი, გაუკეთოთ შეფასება, მიანიჭოთ გარკვეული ქულა (ვარსკვლავები) კრიტერიუმებით: ეთიკა, სისუფთავე და პროფესიონალიზმი. ასევე გვაქვს კლინიკების რეიტინგი. აქ მთავარი კრიტერიუმებია: სისუფთავე, კადრები, ინტერიერი და პარკინგი. ანუ პაციეტისთვის მნიშვნელოვანი ყველა საკითხი.

M: კიდევ რა ფუნქციები აქვს პორტალს? რას სთავაზობთ მომხმარებელს?

გვაქვს ონლაინ ჩაწერის 2 ფორმა, პირველი არის ელ. ფოსტით ჩაწერა, ანუ ეწერება პაციენტი და ექიმს ან კლინიკას შესაბამისი შეტყობინებით მისდის პაციენტის მონაცემები, შემდეგ უკავშირდებიან და ვიზიტის ზუსტ დროს ადგენენ. ასევე, კლინიკა ჩვენთან ყიდულობს ონლაინ კალენდარს, რომელიც შეუძლია გამოიყენოს თავისი შიდა პაციენტებისთვის, დაამატოს თავისი ექიმები პროგრამაში და პაციენტები ვინც ჩაეწერება შეიყვანოს კალენდარში, ექნება მთელი დღის, კვირის, თვის და ა.შ. განრიგი.

აი ამ კალენდარში უკვე ჩვენი ვებ-გვერდიდან შეუძლია მსურველს ჩაეწეროს ისე, რომ ნახონ ამ კლინიკის ექიმებიდან ვის როდის აქვს თავისუფალი დრო და შეარჩიონ მათთვის სასურველი. ონლაინ რეჟიმში შეგიძლია შეკითხვა გაუგზავნო ექიმს და ისიც გპასუხობს. ჩვენი ვებ-გვერდიდან პაციენტი აგზავნის ექიმთან შეკითხვას და, მაქსიმუმ, 3 სამუშაო დღეში იღებს პასუხს როგორც პორტალზე, ასევე მის მიერვე მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე.

M: კონტენტი როგორ მზადდება?

კონტენტს ორი ჯგუფი ადგენს. პირველი – ჩვენი კომპანიის თანამშრომლები რეკავენ კლინიკებში, ამატებენ ექიმებს, ანოტაციებს და ა.შ. მეორე ჯგუფში კი შედიან პაციენტები, ჩვეულებრივი მკითხველები, რომლებიც ამატებენ ექიმს ან კლინიკას და შემდეგ, თავადვე აფასებენ, განიხილავენ სხვადასხვა შემთხვევებს, უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას.

M: ახლანდელი Tsamali.ge არის ის პროდუქტი, რაც მომხმარებლებს დაპირდით?

სამუშაო სულ არის. მაგრამ ნელ-ნელა მივდივართ იქითკენ, რა პროდუქტიც გვინდა. ბევრი ახალი ფუნქცია გვაქვს, რაც მომხმარებლებს ბევრ კარგ შესაძლებლობას მისცემს. გვინდა, კიდევ ერთი ახალი სერვისი დავამატოთ: პაციენტი განათავსებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა მომსახურება სჭირდება: კბილის დაბჟენა, პლასტიკური ქირურგია თუ ა.შ. თან ეს ანონიმური იქნება. ამ მიმართულების ექიმები პაციენტს საკუთარ შეთავაზებებს გაუგზავნიან.

M: ექიმები, კლინიკები რამდენად აქტიურად მოიხმარენ თქვენს პორტალს?

სპეციფიკური მუშაობა სჭირდება. არიან ექიმები, რომლებიც მომენატლურად ხვდებიან რამდენად ძვირფასია მათი საქმიანობისთვის Tsamali.ge. კვლევები და შეფასებები ფული ღირს. ჩვენ ამას უფასოდ ვთავაზობთ. შეუძლიათ საკუთარ კლინიკაზე, ექიმზე შეფასებები ნახონ. შემდეგ კი გამოასწორონ ის ნეგატიური შეფასება. მაგრამ, უმეტესობა ჯერ ბოლომდე ვერ აცნობიერებს ამის ფასს. გვჭირდება ჩვენი კლიენტების აღზრდა.

M: რაც შეეხება ჩვეულებრივ მომხმარებლებს? ისინი თუ აქტიურობენ და რა საკითხები უფრო აინტერესებთ?

ყველაზე მეტად აინტერესებთ გინეკოლოგიური საკითხები. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ სხვა რომელიმე მიმართულება ნაკლებ ინტერესს იწვევს. აქამდე უფრო მეტი ინტერესი იყო ქალების მხრიდან, ბოლო დროს, ფაქტობრივად 50/50–ზეა. არ ხდება, რომ ვინმე შემოვიდეს და მაშინვე დატოვოს გვერდი. თემიდან თემაზე გადადიან, როგორც წესი.

M: რა აქტივობებით ცდილობთ, უკეთ დაანახოთ მომხმარებლებს Tsamali.ge-ს ასეთი მნიშვნელობა?

სოციალურ ქსელში 14 000–ზე ადამიანზე მეტს მოსწონს ჩვენი გვერდი, რომლებიც ნელ-ნელა ჩვენი აქტიური მომხარებლები ხდებიან. მაგალითად, დავიწყეთ ასეთი რუბრიკა: სად რა ღირს სისხლის ანალიზი, საკეისრო კვეთა და ა.შ. ხარისხი კლინიკების შეფასებებში შეუძლიათ იხილონ. ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა. ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტად საინტერესო გავხადოთ პორტალი მომხარებლისთვის.

მალე გვექნება ვიდეო კონსულტაციები. ვფიქრობთ, განსაკუთრებით, ემიგრანტებისთვის იქნება მნიშვნელოვანი. საზღვარგარეთ ექიმის კონსულტაცია საკმაო ხარჯებთანაა დაკავშირებული. ჩვენი მომსახურებით, ადამიანი იხდის გარკვეულ თანხას და ჩვეულებრივად, ჯდება ექიმთან კოსნულტაციაზე. ნებისმიერ ექიმს შეუძლია თავად დაემატოს სისტემას ან პაციენტმა აირჩიოს მისთვის სასურველი სპეციალისტი.

M: ხომ არ აპირებთ წამლების გაყიდვის მომსახურება დაამატოთ?

მომავალში შესაძლებელია.

M: Tsamali.ge, როგორც ბიზნესი, მომგებიანია?

მედიცინია ძალიან სენსიტიური სფეროა. ხალხი დიდი გულისყურით ეკიდება ამ თემას. ვფქრობ, ამ პორტალს დიდი ფასი აქვს, ბევრი ინფორმაციის მიღება შეუძლია მომხმარებელს, საავადმყოფოების წარმომადგენლებს, ექიმებს. თუმცა, ჯერჯერობით, ნაკლებად წარმატებულ ბიზნესად შეიძლება ჩავთვალოთ. მაგრამ, მალე მოვა ის დრო, როდესაც მიხვდებიან, რა ზღვა ინფორმაციის მატარებელია ეს პორტალი.

M: რეკლამის დამკვეთისათვის რა სარეკლამო საშუალებებია?

ჩვენთან შესაძლებელია როგორც ბანერის, ასევე სტატიის ტიპის ინფორმაციის განთავსება. ასევე ექიმებს და კლინიკებს შეუძლიათ „ვიპ“ სტატუსი იყიდონ ჩვენს პორტალზე.

Volkswagen-მა ადამიანები დააპარკინგა

ჩვენ ვიზრდებით და იზრდება ჩვენი პრობლემებიც