in

აშშ-ში იგეგმება წამლის შექმნა, რომელიც სიცივეში გაგვათბობს

ზოგჯერ ზამთრის დღეები ისეთი სუსხიანი და ცივია, რომ გრძელი ქურთუკებით, სქელი ნაქსოვი სვიტრებითა და კაშნეებით ვიფუთებით. მართალია, ასე შედარებით ვთბებით, მაგრამ ძალიან შემაწუხებელია, როცა „ფენა-ფენა“ გვაცვია… ამის საპირისპიროდ, როგორი პრაქტიკული იქნებოდა უბრალოდ ერთი აბის დალევა და გათბობა, არა? სწორედ ამაზე ზრუნავს თავდაცვის მოწინავე კვლევითი პროექტების სააგენტო (DAPRA) — ის აფინანსებს კვლევებს წამლებზე, რომლებიც ადამიანებს სიცივისადმი იმუნიტეტს ჩამოუყალიბებს. 

M2
M2

სავარაუდოდ, აბებს პირველ რიგში სამხედრო პირებისთვის გამოიყენებენ; ასევე, ჰიპოთერმიის მქონე პაციენტების სამკურნალოდ. მკვლევრებს კი საშუალება მიეცემათ, უფრო ღრმად შევიდნენ არქტიკის სხვადასხვა ნაწილსა და მყინვარებში. „ეს არის ახალი ინოვაციური კვლევა, რომელიც შესაძლებლობებს გარდაქმნის“, — აცხადებს DAPRA.

რაისის უნივერსიტეტის ბიოინჟინერი იერჟი საბლოვსკი ამ იდეის მთავარი განმავითარებელია. კვლევა ფოკუსირებულია პროცესზე, რომელსაც თერმოგენეზი ეწოდება — ან, უფრო მარტივად, როგორ გამოიმუშავებს ჩვენი სხეული სითბოს (მაგალითად, კანკალისას). გუნდი სწორედ ამ ბუნებრივი რეაქციის უსაფრთხოდ გაძლიერებასა და მისი გააქტიურების დროის შემცირებაზე მუშაობს.

თუ ასეთი პრეპარატი მართლაც შეიქმნება, ადამიანები შეძლებენ, სიცივეს უკეთ გაუმკლავდნენ და ტემპერატურის ცვლილებასთან ადაპტაცია უფრო ადვილი გახდება. გარდა ამისა, კვლევის ფარგლებში, მეცნიერები სკრინინგის ახალი მეთოდის შექმნას გეგმავენ — ეს უკანასკნელი დაავადების ან ფიზიოლოგიური პროცესის სრულყოფილად გაგებას არ მოითხოვს სიმპტომების მართვის სტრატეგიების შემუშავებისთვის.

ფერთა სქემები და სიმბოლიკა თქვენი ვებგვერდის დახვეწილი დიზაინისთვის

ოკეანეებში წყლის ტემპერატურა რეკორდული მაჩვენებლით გაიზარდა!