in

როგორ შევქმნათ უძრავი ქონების წარმატებული საინვესტიციო პორტფელი

უძრავი ქონების საინვესტიციო პორტფელი – უძრავი ქონების აქტივების კოლექტიურ ფორმას წარმოადგენს, რომელიც სტაბილური შემოსავლის მიღების მიზნით შეძენილ, მრავალფეროვან და განსხვავებული კონცეფციის მქონე უძრავი ქონების ტიპებს აერთიანებს.

გონიერი ინვესტორის მთავარი მიზანი, სწორედ დივერსიფიცირებული პორტფელის ფორმირებაა, რომელიც სხვადასხვა ლოკაციაზე განთავსებულ, განსხვავებული მოთხოვნის, კალიბრისა თუ კონცეფციის უძრავ ქონებას გააერთიანებს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს რისკებს, ხოლო მზარდი ინტერესის პარალელურად – განაპირობებს უკუგების მაღალ მაჩვენებელს.

ალიანს ჯგუფი, რომელიც 2005 წლიდან მაღალი სეგმენტის საინვესტიციო კომპლექსებს ლიდერ საერთაშორისო ბრენდებთან კოლაბორაციით აშენებს, მომხმარებლებს გონიერი ინვესტიციის განხორციელებას მასშტაბურ და განსხვავებული მიმართულებების მულტიფუნქციურ პროექტებში: ალიანს რენესანსში, ალიანს ცენტროპოლისში, ალიანს ჰაილენდსში, ალიანს ფრივილიჯში, ალიანს ჰაილაინსა და ალიანს პალასში სთავაზობს, რეგიონის საინვესტიციოდ მიმზიდველ ქალაქებში – ბათუმში, ქობულეთში, თბილისსა და კურორტ  გოდერძიზე.

პროექტების შესახებ

დეველოპერული პორტფელის ფორმირება, მისი დივერსიფიცირება და სტაბილური შემოსავლის წყაროდ ქცევა, ინვესტორებს სამშენებლო-დეველოპერულ კომპანია ალიანს ჯგუფის კომპლექსებში, რამდენიმე ტიპის ფუნქციურად მრავალფეროვან, განსხვავებული მიმართულების უძრავ ქონებაში შეუძლიათ.

კომპანიის ნიშას კონცეფციური, მასშტაბური ლენდმარკები წარმოადგენს – ველნეს, იგივე Wellestate, სამთო-რეკრეაციული, ბიზნეს ტიპის, მულტიფუნქციური, საინვესტიციო პროექტები.

ალიანს რენესანსი

 ალიანს რენესანსი ალიანს ჯგუფის ახალი და კავკასიის პირველი ველნეს კონცეფციის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსია, რომელიც კლიმატურ-ბალნეოლოგიურ კურორტ ქობულეთში, სანაპიროდან 20 მეტრში მდებარეობს და A, B, C თაუერებს, 14-სართულიან საერთაშორისო ბრენდის სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრსა და 25-ზე მეტი სახეობის სპორტული, თუ თერაპიული პროცედურის სივრცეს აერთიანებს.

რეგიონული მნიშვნელობის პროექტის მიმზიდველობას, კურორტ ქობულეთის ისტორიული, გამაჯანსაღებელი პოტენციალი, სტრატეგიული ადგილმდებარეობა, მაღალშემოსავლიანი ტურისტული სეგმენტი, ინფრასტრუქტურული, სპორტული, თერაპიული კომპონენტების მრავალფეროვნება და ველნეს უძრავი ქონების ზრდის მაღალი დინამიკა განაპირობებს – 2023 წლის მონაცემებით, მისი გლობალური ღირებულება 980 მილიარდი აშშ დოლარია, რომელიც მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება.

იმავდროულად მსყიდველუნარიანი ველნეს დამსვენებლები, მოგზაურობისას უპირატესობას მაღალი კლასის ველნეს კომპლექსებს ანიჭებენ, სადაც საშუალოდ 130%-ით მეტს ხარჯავენ, სხვა ტიპის ვიზიტორებთან შედარებით – რაც კავკასიის ინოვაციური, სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროექტის, ალიანს რენესანსის საინვესტიციო მიმზიდველობასაც განაპირობებს.

რეგიონში პირველი ველნეს კონცეფციის მულტიფუნქციური, საინვესტიციო კომპლექსი, ისეთ ველნეს თერაპიებს, თუ სპორტულ აქტივობებს მოიცავს, როგორიცაა: შიდა სივრცის Citywave სერფინგი, შიდა სივრცის სქაიდაივინგი, სპა პროცედურები, კრიოთერაპია, ემსკულპტი, Red Light თერაპია, ჯამფ სტარი, ფლაიბორდინგი & ფლაიტსკუტერი და ა.შ.

ალიანს რენესანსი უალტერნატივო კომპონენტებით, ველნეს ინდუსტრიის სწრაფი განვითარების ტემპითა და უნიკალური კონცეფციით, რეგიონული მნიშვნელობის საინვესტიციო  პროექტს წარმოადგენს, ხოლო ტურიზმისა და კერძოდ გამაჯანსაღებელი ტურიზმის მიმართულებით  კომპლექსი ისეთ  ველნეს პროგრამებს აერთიანებს, როგორიცაა: გულსისხლძარღვთა, რესპირატორული, გასტროენტეროლოგიური, ნერვული, საყრდენ-მამოძრავებელი, დერმატოლოგიური, ესთეტიკური, ნუტრიციოლოგიური, პოსტ-ტრავმული.

კომპლექსი დაინტერესებულ ინვესტორებს, გონივრული ინვესტიციის განხორციელების პარალელურად, რეგიონში უიშვიათესი თერაპიების, პროცედურებისა, თუ სპორტული კომპონენტების ერთ სივრცეში გამოცდას, ხოლო პორტფელის დივერსიფიცირებას, დინამიკურად მზარდ ველნეს უძრავ ქონებაში სთავაზობს.

ალიანს ცენტროპოლისი

 ალიანსის მიმდინარე და რეგიონის ყველაზე მულტიფუნქციური პროექტია, რომელიც ბათუმში,სანაპიროს პირველ ზოლში, ზღვიდან 50 მეტრში მდებარეობს და პირველი კომპლექსია კავკასიაში, რომელიც მსოფლიო სავაჭრო ცენტრის საგამოფენო სივრცეს (WTC), ამერიკული ბრენდის  5* სასტუმრო Hyatt Centric Boulevard Batumi-ს და 24 სახეობის ინფრასტრუქტურულ კომპონენტს აერთიანებს.

კომპლექსი ერთგვარი MICE – ბიზნეს, ტურისტული ჰაბია, რომელიც A კლასის ბიზნეს & სავაჭრო ცენტრებს, საკონფერენციო, შეხვედრების, ღია სამუშაო და მასშტაბურ საღონისძიებო სივრცეებსაც მოიცავს.

ალიანს ცენტროპოლისში წარმოდგენილი საერთაშორისო ბრენდები:

 მსოფლიო სავაჭრო ცენტრი (WTC)

 ალიანს ცენტროპოლისი რეგიონში პირველი პროექტია, რომელიც World Trade Center-ს (WTC) დაუპარტნიორდა. აღსანიშნია, რომ მსოფლიო სავაჭრო ცენტრის საგამოფენო სივრცე, პარტნიორ ქვეყნებში ყოველწლიურად 6 000-ზე მეტ საერთაშორისო კონფერენციას, საგანმანათლებლო ღონისძიებას, თუ ივენთს მასპინძლობს და იმავდროულად ქმნის გლობალური კავშირების ეკოსისტემას.

Hyatt Centric

 Hyatt Centric მსოფლიოს წამყვანი, ამერიკული სასტუმროს ბრენდია, რომელიც გლობალური მასშტაბით 1150-ზე მეტ სასტუმროს აერთიანებს, 71 ქვეყანაში.

Hyatt Centric Boulevard Batumi, რომელიც ალიანს ცენტროპოლისში იქნება წარმოდგენილი, პროექტის თითოეულ დამსვენებელს საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას გაუწევს და მათ კომფორტულ დასვენებას უზრუნველყოფს.

ამდენად, მასშტაბური პარტნიორობებით, მნიშვნელოვნად იზრდება ალიანს ცენტროპოლისის, ისევე როგორც რეგიონის საინვესტიციო მიმზიდველობა და მუდმივი, 4-სეზონური დატვირთულობის მაჩვენებელი.

ალიანს ცენტროპოლისი, რომლის ჯამური საინვესტიციო ღირებულებაც 420 მილიონ აშშ დოლარს აღემატება, მოდერნისტული საინვესტიციო აპარტამენტებით, გლობალური პარტნიორობებით, მასშტაბური ინფრასტრუქტურითა და საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებებით, რეგიონში ბიზნეს ინვესტორების, ტურისტებისა და გლობალური კომპანიების კონცენტრაციას მოახდენს, რითაც ბათუმს ევროპის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბიზნეს ქალაქად დააპოზიცირებს.

ალიანს ცენტროპოლისში ინვესტიციის განხორციელებით, გახდებით რეგიონის ყველაზე მასშტაბური მულტიფუნქციური კომპლექსის პარტნიორი და პორტფელის დივერსიფიცირებას, კავკასიის MICE ბიზნეს და ტურისტულ ჰაბში მოახდენთ.

 ალიანს ჰაილენდსი

 ალიანსის საინვესტიციო პორტფელის ფარგლებში, კომპანია მომხმარებლებს ყველაზე პრესტიჟულ, რეკრეაციულ უძრავ ქონებაში ინვესტირებასაც სთავაზობს.

ალიანს ჰაილენდსი – ალპური ტიპის კომპლექსი მაღალმთიან კურორტ გოდერძიზე, ზღვის დონიდან 2027 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და საერთო პოდიუმით დაკავშირებულ A, B, C ბლოკებს, საინვესტიციო ლოფტ რეზიდენციებს, სამთო-საკურორტო ინფრასტრუქტურასა და D ბლოკში განთავსებულ დამოუკიდებელ, სრულად ფუნქციონირებად სასტუმროს აერთიანებს.

სამთო-რეკრეაციული უძრავი ქონება, რომლის ჯამური ღირებულებაც, 2023 წლის მონაცემებზე დაყრდნობით 15,8 მილიარდი აშშ დოლარია, 10 წლის ვადაში დაახლოებით 50 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება – რაც თავისთავად განაპირობებს ალიანს ჰაილენდსის საინვესტიციო დინამიკურობასაც.

ღირებულების ზრდის მაღალი პროგნოზირება, მაღალშემოსავლიანი, ნიშური სეგმენტი, უსაფრთხო საინვესტიციო გარემო და კურორტული ტიპის სტანდარტული, თუ ექსტრემალური სპორტის ინფრასტრუქტურა, კომპლექსის საინვესტიციო მიმზიდველობას უზრუნველყოფს.

ალიანს ჰაილენდსი, რომელიც რეგიონის ერთადერთ 4-სეზონურ სამთო კურორტზე მდებარეობს, დაინტერესებულ პირებს პრემიალურ, ყველაზე ძვირადღირებულ უძრავ ქონებაში ინვესტირების საშუალებას აძლევს.

შეჯამება

უძრავი ქონების ინდუსტრია, კაპიტალის დაბანდების ყველაზე უსაფრთხო გარემოებებით გამოირჩევა და მუდმივად მზარდი მოთხოვნიდან, თუ არაერთი წარმატებული პრაქტიკული მაგალითიდან გამომდინარე, მისი ღირებულება მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება.

პროექტების პრემიალურ, საინვესტიციოდ ყველაზე მიმზიდველ ლოკაციებზე განთავსება, ინტერნაციონალურ ბრენდებთან ჩამოყალიბებული პარტნიორობები და მასშტაბური საპროექტო სამუშაოები, უძრავი ქონების შემოსავლიანობასა და მშენებლობის საწყისიდან საბოლოო ეტაპამდე, ღირებულების 120%-130%-იან ზრდას განაპირობებს.

თითოეული კომპლექსი, ინდივიდუალური კონცეფციით, ნიშური მომხმარებელთა სეგმენტით, ლოკალური მახასიათებლებით, ადგილობრივი პოტენციალით, მასშტაბური ინფრასტრუქტურული კომპონენტებითა და ელემენტებით გამოირჩევა.

გარდა მიმდინარე და რეალიზებაში ჩაშვებული მულტიფუნქციური პროექტებისა, ალიანსის დეველოპერული პორტფელი წარმატებულ მიმდინარე და დასრულებულ კომპლექსებსაც მოიცავს, როგორიცაა: რეგიონის პირველი სრულად რეალიზებული და ექსპლუატაციაში შესული ალიანს პალასი, რომელშიც ამერიკული Courtyard by Marriott არის განთავსებული, ბათუმის მეორე მასშტაბური, დასრულებული კომპლექსი – ალიანს ფრივილიჯი, Marriott-ით და თბილისის პირველი, მიმდინარე ლენდმარკ პროექტი ალიანს ჰაილაინი, რომელიც დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ვაკე-საბურთალოს გასაყარზე მდებარეობს და საინვესტიციო აპარტამენტებს აერთიანებს.

აღსანიშნია, რომ ამ ეტაპზე ალიანს ჯგუფის სამ მიმდინარე კონცეპტუალურ პროექტზე სპეციალური საახალწლო შეთავაზებები ვრცელდება, რომლის ფარგლებშიც, დაინტერესებულ ინვესტორებს როგორც ახალ რეკრეაციულ, ველნეს, ასევე ბიზნეს მიმართულებების უძრავ ქონებაში ინვესტირების შესაძლებლობა აქვთ, რაც პორტფელის დივერსიფიცირების გზით – სტაბილური შემოსავლის წყაროს ფორმირებას, ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ათვისებასა და პოპულარიზებას, ისევე როგორც საინვესტიციო უძრავი ქონების სექტორის განვითარებას უზრუნველყოფს.

[პარტნიორის კონტენტი]

სავარაუდოდ, ახლად აღმოჩენილ გალაქტიკას ვარსკვლავები არ აქვს

„მალონგო” – რჩეული ფრანგული ყავის არომატი 1934 წლიდან