in

დავით არშილავა – გაიცანი წარმატებული სტეპერები

დავით, გვიამბე რა სპეციალობაზე სწავლობ სტეპში?

ამჟამად კვლავ სწავლის პროცესში ვარ. სტეპის ქსელებისა და კიბერუსაფრთხოების კურსს გავდივარ. კურსზე რაც უფრო მეტ ახალს ვიგებ, მით უფრო საინტერესოა ხდება ჩემთვის ეს სფერო და, ჩემი აზრით, მუდმივი განვითარებისთვის, რაც ასეთი გადამწყვეტია ინფორმაციულ ტექნოლოგიებში, მუდმივად უნდა შევიმეცნოთ სიახლეები.

რომელ კომპანიაში მუშაობ ახლა და რა პოზიციაზე? რა დავალებებს მოიცავს შენი საქმიანობა?

ახლა ვმუშაობ კომპანია „ზედაზენში” ქსელების ადმინისტრატორის პოზიციაზე. ჩემი სამუშაო მოიცავს სხვადასხვა ქსელური მოწყობილობის კონფიგურაციას, შიდა ქსელის უსაფრთხოებას, ამავდროულად, ქსელური რესურსების უწყვეტი მიწოდების უზრუნველყოფას, ასევე, მაქვს შეხება Firewall-ერთან, სადაც მევალება კომპანიის მიერ დადგენილი პოლიტიკების გატარება, თუ რა წვდომები უნდა ჰქონდეთ თანამშრომლებს შიდა ქსელსა თუ გარე ქსელში. რა თქმა უნდა, ჩემი საქმე მოიცავს ქსელის უსაფრთხოების პარამეტრების კონფიგურაციასაც.

ყველაზე მეტად რომელი პროექტით ამაყობ, რომელზეც გიმუშავია?

ბევრ პროექტზე მიმუშავია, მაგრამ ერთი დამამახსოვრდა განსაკუთრებით, რადგან მთლიანი ქსელური ინფრასტრუქტურა შევცვალეთ და ჩავანაცვლეთ Cisco-ს და HP მოწყობილობები Fortinet-ით. ეს დასამახსოვრებელი იმიტომ გახდა, რომ სხვადასხვა მწარმოებელია და ახალ ინფრასტრუქტურაში გარკვევა გამოწვევა იყო ჩემთვის. თუმცა მალევე გავართვი თავი. ჩემთვის ნებისმიერი ამოცანის გადაწყვეტა დადებით ემოციას და კმაყოფილებას იწვევს,  რადგან ძალიან მიყვარს ჩემი საქმე. აქედან გამომდინარე, ყველა პროექტით ვამაყობ, რომლებიც გამიკეთებია.

რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი/უნარები, რომლებიც სტეპში ისწავლე?

სტეპში ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი, რაც შევიძინე არის ის, რომ რაც უფრო მეტ ახალს სწავლობ ადამიანი, მით უფრო ხვდები, რომ კიდევ ბევრი გაქვს სასწავლი და ეს, მე პირადად, განვითარებაში ძალიან მეხმარება.

როგორია სწავლის პროცესი სტეპში?

სწავლის პროცესი სტეპში საკმაოდ სახალისოა. მეხმარება განტვირთვაში, ამავდროულად, არის პრაქტიკული სხვადასხვა მოწყობილობასთან ინტერაქცია და კურსი არ მოიცავს მხოლოდ თეორიას. პრაქტიკული ცოდნა გეხმარება, რომ თეორიულ ცოდნას რეალიზაცია გაუკეთო.

სტეპში ლექტორები, ვინც მასწავლიდნენ და მასწავლიან ახლაც, ძალიან ძლიერი პროფესიონალები არიან, მათთან ინტერაქცია ყოველთვის ახალი ცოდნის მომცემია.

რა როლი ითამაშა IT აკადემია STEP-მა შენ ცხოვრებაში?

სტეპმა საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში იმ მხრივ, რომ გამაცნო ბევრი პროფესიონალი, რომლებიც სწავლობენ თუ მუშაობენ IT ინდუსტრიაში. ამავდროულად, საკმაოდ ბევრი ახალი ცოდნა მომცა, რომელიც მადგება და დარწმუნებული ვარ, მომავალში კიდევ უფრო გამომადგება.

რა რჩევას მისცემდი ახლანდელ სტეპერებს?

იპოვონ თავიანთი თავი, რადგან ინფორმაციული ტექნოლოგიები ძალიან ბევრ რამეს მოიცავს. ყველაფერი ვერ გეცოდინება, მაგრამ რაღაც ელემენტარულის ცოდნა მაინც გვმართებს ყველაფერში; მიჰყვნენ ერთ თემას და შემდეგ აღმოაჩენენ, რომ რაც უფრო წინ წავლენ, მით უფრო გამარტივდება ახლის შემეცნების პროცესი. ადამიანს ყველაფრის მიღწევა შეუძლია, მთავარია ინტერესი და დისციპლინა. დღეს ძალიან ბევრი საშუალებაა იმის, რომ ყურადღება მარტივად გაგეფანტოს, შესაბამისად დისციპლინა გადამწყვეტია.

[პარტნიორის კონტენტი]

ცოდნის მაძიებელთა 3 ტიპი Wikipedia-ის კვლევის მიხედვით

Apple-მა M4 Mac mini გამოუშვა!